IMEDI /  09 მარტი 2021, 10:19 / სანდო წყარო

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთაგან ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს, „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტ სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, „ტვ პირველი“-ს ჟურნალისტ პაპუნა შუშანიას, კოჭის ძვლის მოტეხილობა აქვს. თუმცა ის საკუთარი სურვილით ბინაზე გაეწერა და მკურნალობას სახლში განაგრძობს. დაშავებულებს შორისაა „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელსაც დაზიანება აღენიშნება შუბლის არეში და აქვს თავის ტვინის შერყევა.

მარტვილში დაპირისპირებისას დაშავდა "რუსთავი 2“-ის ოპერატორი დავით კონჯარია, რომელსაც დაუზიანდა მარჯვენა ხელი. ფორმულას ოპერატორმა იაგო ვეკუამ მიიღო ტვინის შერყევა, ხოლო "მთავარი არხი"-ს ოპერატორმა ზვიად აბლოთიამ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაბეჟილობა. დაშავებულები სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

სულ ექვსი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. პაციენტებმა საავადმყოფო გამოკვლევების საფუძველზე დატოვეს.

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ხმაური მოჰყვა ეპისკოპოსის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა.

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ დიაკონს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

12 აპრილი 2021, 20:52

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ COVID19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი დაასახელა

ინფექციონისტის თქმით, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID19-ის ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად, პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID19-ის ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.

ნაჩოს სანჩესი

12 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

ნაჩოს სანჩესი: ყველა პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოვუწოდებ

„უკვე დიდი დრო გავიდა. ისედაც კომპლექსური და რთული მდგომარეობაა ყველგან, რაც განპირობებულია პანდემიით, კორონავირუსით და ეკონომიკური გამოწვევებით. ევროპარლამენტის საერთო აზრია, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდეს და ეს სირთულე გადაილახოს. მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია. ამ გზას ვიყენებთ ჩვენ, ევროკავშირში. თქვენ გჭირდებათ მოთმინება, დრო, გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ღრმა პოლარიზება დამაზიანებელი იქნება. მე მაქვს იმედი, რომ დანიელსონის მისია წარმატებული იქნება, რაც პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ნიშნავს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საგარეო

12 აპრილი 2021, 20:36

პოლიტიკა

საგარეო: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

12 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 9 789 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 789 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 358 ადამიანი გარდაიცვალა.

​სტეფანო სანინო

12 აპრილი 2021, 20:28

პოლიტიკა

​სტეფანო სანინო: ყველა პოლიტიკური პარტია მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდეს და გამოსავალი იპოვოს

„ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერია. ორგანიზაცია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოს გვერდითაა და ბედნიერია ამ მიმართულებით მხარდაჭერა გააგრძელოს. მაგრამ ახლა, არსებული პრობლემის მოგვარება, პოლიტიკურ პარტიებზეა “, - განაცხადა სტეფანო სანინომ.

12 აპრილი 2021, 20:26

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

საგარეო

12 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებენ

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში, რომლის დროსაც ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

12 აპრილი 2021, 20:20

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

12 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა

ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების გამო, ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სასანაქციო სია გააფართოვა.

პროკურატურა

12 აპრილი 2021, 19:49

სამართალი

პროკურატურამ შს სამინისტროს დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ უკანონო დაკავების, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ.ზ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 19:31

COVID19

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით.

ჯუანშერ ბურჭულაძე
იმამურა აკირა

12 აპრილი 2021, 19:25

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

მიწისძვრა

12 აპრილი 2021, 19:24

საზოგადოება

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი მიწისძვრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს და იტყობინება, რომ მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი.

12 აპრილი 2021, 19:05

რეგიონი

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

უკრაინის მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსეთის აგრესია და განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ უკრაინის პრობლემა არაა და ეს საქართველოსაც ეხება, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო პრობლემა და ინტერესი.

12 აპრილი 2021, 19:00

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, ცვანესა და ხეცერაში, სადაც ცენტრამდე მისასვლელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო, სარეაბილიტაციო სამუშაო უკვე დაიწყო. გზასთან ერთად, მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარია.

ანრი ოხანაშვილი

12 აპრილი 2021, 18:59

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ზურაბ ადეიშვილისა და დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედებისთვის საქართველოს მოქალაქეობა არაფერს ნიშნავს

„თუ მოქალაქეობიდან და საქართველოში ყოფნიდან სარგებელს იღებდნენ, ახლა ამ სარგებელს ვეღარ იღებენ და მათ საქართველოს მოქალაქეობა აღარაფერში სჭირდებათ, რაც მარტივი დასანახია, თუმცა ეს არის იმ მძიმე დანაშაულების ირიბი აღიარება, რაც ამ პირებს უკვე დადასტურებული სახით აქვთ, თუნდაც, ადეიშვილს“.

12 აპრილი 2021, 18:28

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით18:19 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ მიწისძვრა ცაგერთან მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

12 აპრილი 2021, 18:24

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ლაშა ტალახაძე

12 აპრილი 2021, 18:23

სპორტი

ლაშა ტალახაძე: ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა

ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა, - ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. ტალახაძემ მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მისი თქმით, ქართველმა ძალოსნებმა ტურნირზე გუნდურად კარგი შედეგი აჩვენა.

12 აპრილი 2021, 18:16

ეკონომიკა

სსფ-ს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.