imedi /  02 აპრილი 2021, 10:32 / სანდო წყარო

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე 62 ხიდსა და 39 გვირაბზე სამშენებლო სამუშაო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაო რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს. შორაპანი-არგვეთას გზის მშენებლობა წელს დაიწყო. ზოგადად, 2021 წელი, რიკოთის გზის მშენებლობაში გარდამტეხი იქნება პროგრესის კუთხით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაო, ჯამში 62 ხიდსა და 39 გვირაბზე პარალელურად მიმდინარეობს. აქედან, 6 გვირაბი უკვე გაჭრილია. სამუშაო ასევე მიმდინარეობს რიკოთის არსებული საუღელეტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.

„რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.

ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშნებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

07 მაისი 2021, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 227 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 23:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში „სინოფარმის“ 500 ათასი დამატებითი დოზა ივნისში შემოვა

უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

07 მაისი 2021, 23:28

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით მათიკაშვილი

07 მაისი 2021, 23:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში გამოეხმაურა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

ალეკო ელისაშვილი

07 მაისი 2021, 23:11

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები

პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა მერობის კანდიდატი იყოს. „თუ მერობის კანდიდატს გადავწყვეტთ, დისკუსია გვაქვს და შეიძლება ვიყო მერობის კანდიდატი, შეიძლება არა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ, ყველამ ნახა, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ.ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები. პოლიტიკური მომავლისთვის, ქვეყნისთვის და საქმისთვის როგორც იქნება უკეთესი, ისე ვიზამთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

07 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

07 მაისი 2021, 22:55

COVID19

ბრიტანეთის ხელისუფლება 12 ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვას ხსნის

ბრიტანეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს თანდათან ხსნის. ამის შესახებ Sky News წერს. ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრანტ შაპსის განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლება სამდონიან სისტემას დანერგავს, რომლის თანახმადაც ქვეყნები „მწვანე“, „ყვითელ“ და „წითელ“ ზონებად დაიყოფა.

07 მაისი 2021, 22:38

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 839 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 839 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

უკრაინაში პენიტენციური დაწესებულებები იყიდება

უკრაინის მთავრობას პენიტენციური დაწესებულებები გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ლვოვში მდებარე № 48 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 123 ჰექტარზე მდებარეობს $4,8 მილიონად იყიდება. ოდესაში მდებარე № 51 დაწესებულების გასაყიდი ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ვაზილ ჰუდაკი

07 მაისი 2021, 21:56

ეკონომიკა

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობებია

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

07 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

07 მაისი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 66 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

07 მაისი 2021, 21:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანმო-ს ავტორიზაციით „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ „სინოფარმი“ მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

07 მაისი 2021, 21:08

სამართალი

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

07 მაისი 2021, 21:05

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ლელა ქებურიას სიცრუეში ადანაშაულებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცი​ა ვეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტისთვის 2000 ლარის დახარჯვას აპირებდა.

07 მაისი 2021, 21:03

COVID19

ჯანმო Sinopharm-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:59

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.

07 მაისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს წარმომადგენლობა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპულმა საბჭომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში არ ადასტურებენ.

07 მაისი 2021, 20:06

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 ადამიანი გარდაიცვალა.