ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტაძრის ეზოში აბელიას და კოწახურის ნერგები დარგეს.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ისტორიული ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, ტაძრის ეზოში, ჯამურად, 30 სახეობის 700 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგვება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტის შემუშავებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 13:04
ტექნოლოგიები
იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან
„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.
23 ივლისი 2026, 12:58
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ.
23 ივლისი 2026, 12:51
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ სკვერს მუხიანის IVბ მიკრორაიონში აწყობს
პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდება ექვსი უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია შეუერთდება მანამდე აქ არსებულ მცირე ზომის სკვერს. დაგეგმილია, ასევე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
23 ივლისი 2026, 12:38
პოლიტიკა
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო
ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
23 ივლისი 2026, 12:26
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, მან ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დროს მან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა.
23 ივლისი 2026, 12:24
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
23 ივლისი 2026, 12:13
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ეკონომიკურმა საბჭომ იმსჯელა რიგი კომპანიების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
23 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან.
23 ივლისი 2026, 11:58
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პარლამენტის სპიკერს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.
23 ივლისი 2026, 11:56
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:44
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე გიორგი სიორიძეს: საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას
გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 11:42
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეაფურთხეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს შეაფურთხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:36
მსოფლიო
სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ერთადერთი რამ, რაც ახლა იმას გვახსენებს, რომ ამ შენობაში ჰიტლერი დაიბადა, სახლის სიახლოვეს მდებარე მემორიალური ქვაა, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან არის ჩამოტანილი და რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმი - აღარასოდეს“.
23 ივლისი 2026, 11:36
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება ვიდრე კაცობრიობა იარსებებს. მშვიდობასთან დამარცხებულები ყველა შემთხვევას იყენებენ, ხელისუფლების მშიდობიანი პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გუშინ თბილისის ქუჩებში მომხდარ დანაშაულებრივ შემთხვევებს ფართო პოლიტიკურ კონტექსტში აფასებს.
23 ივლისი 2026, 11:30
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
23 ივლისი 2026, 11:24
სამართალი
სამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:20
სამართალი
ონისე ოქრიაშვილი მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა
როგორ ონისე ოქრიაშვილმა განაცხადა, რამდენიმე ადამიანი მას სახლთან ჩაუსაფრდა და თავს დაესხა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს, კლინიკა მან მალევე დატოვა.
23 ივლისი 2026, 11:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად
საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.
23 ივლისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით - პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ
ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 11:12
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და დაგვიდასტურეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია „ჩანგიმ“ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ, სადაც მინისტრი მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფება.


