სებასტიან მოლინეუსი ინტერნეტიზაციის პროექტზე: ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის ამ პროექტის მიმართ; ვულოცავ მთავრობას, ძლიერ პარტნიორს მსოფლიო ბანკისთვის
სებასტიან მოლინეუსი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სებასტიან მოლინეუსის თქმით, ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში, რადგან ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება.
„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად დაეხმარება ქვეყანას ფანჯრების გახსნაში და მომავალში გაიხსნება ფანჯარა, შეიქმნება ახალი შესაძლებლობები, პირველ ეტაპზე, ძირითადად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. მე გილოცავთ, მეგობრებო, მოსწავლეებო, პედაგოგებო ამ შესანიშნავი სკოლის კოლექტივო და გურიის მოსახლეობავ იმ მიღწევას, რომ ასეთი სწრაფი, ხელმისაწვდომი, სანდო და დაცული ფართოზოლოვანი ინტერნეტი გექნებათ.
ვულოცავ მთავრობასაც, ამ ნამდვილად ძლიერ პარტნიორს მსოფლიო ბანკისთვის, რომ ეს საპილოტე პროექტი კარგად დავასრულეთ ერთად. ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდის პანდემიის პირობებში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქმნება ინტერნეტის საშუალებით. ქალბატონმა ნათიამ ახლა ბრძანა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვადასტურებ, რომ „ოუფენნეტის“ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, მთელს ქვეყანაში ძალიან სწრაფ, უკეთეს და სანდო ინტერნეტ მომსახურებით მთელ სამყაროს. ეს პროექტი, რომელიც Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში ხორციელდება, 500 000 ადამიანის სასარგებლოდ კეთდება სოფლად, ათასზე მეტ სოფელში. ეს არის ნამდვილად თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ ჩვენ, მსოფლიო ბანკი, ძალიან დიდი სიხარულით ვერთვებით ამ პროექტში და მხარს ვუჭერთ ამ პროექტს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მადლობას გიხდით ნაკისრი ვალდებულებისა და ერთგულებისთვის ამ პროექტის მიმართ“, - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც ბავშვებს ექნებათ აღნიშნული პროექტით.
„მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვფიქრობ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს პროექტი ბავშვებს მოუტანს. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ „ონლაინ“ სწავლების პროგრამებში, განსაკუთრებით მიუვალ რეგიონებში, სადაც რთულია ინტერნეტზე წვდომა. წარმოიდგინეთ, რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროში, ტურიზმში, რომლებიც „ონლაინ“ პლატფორმებზე გაყიდიან თავიანთ ნაწარმს. ასევე მოსახლეობას, ზოგადად, ისინი სარგებელს მიიღებენ ციფრული ფინანსური მომსახურებით, საჯარო მომსახურებით, უშუალოდ მოხდება ურთიერთობა ინტერნეტის საშუალებით, ტელემედიცინის საშუალებით ისარგებლებენ ამ პროექტის ფარგლებში.
ნამდვილად მინდა ყველამ თვალსაჩინოდ წარმოიდგინოს. არ იყო დიდი ხნის წინ, როდესაც შატილში ვიზიტით ვიყავი და თუ შეხედავთ, სოფლად რა პირობებია, ბავშვები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფეხით მიდიან იმ ადგილამდე, სადაც სიგნალს კარგად იჭერს ხელსაწყო, კომპიუტერი იქნება, თუ ტელეფონი. ამ პროექტის ფარგლებში, ეს ნაკლოვანება აღმოიფხვრება. ბავშვები თავისუფლად შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად ისწავლონ და ჩაერთონ ინტერნეტში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.
სებასტიან მოლინეუსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობის ძლიერი პარტნიორია.
„მე მახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკი არის ძლიერი პარტნიორი საქართველოს მთავრობის, მახარებს ის ფაქტი, რომ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დიდი პროექტი გვაქვს, საქართველოს ვეხმარებით ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, ინოვაციების განვითარებაში, ინსტიტუციონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, როგორც რეგიონებში, ასევე დიდ ქალაქებში. ასევე მახარებს, რომ კერძო სექტორსაც ვეხმარებით, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას. ყველა ეს ინიციატივა, მიმაჩნია, რომ საქართველოს, უფრო კონკურენტულს გახდის, როგორც ქვეყანას, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხს ექნება მეტი და უკეთესი შესაძლებლობა.
საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ბახვში ვიმყოფები, გურიაში მანქანით მოვდიოდი, ულამაზესი ბუნებაა. ეს 300-წლიანი ხე რად ღირს, მეგობრებო, მის ჩრდილში ახლა ვსხედვართ და ეს არის ისტორია, რომელიც საქართველოს აქვს და ბევრია ასეთი მაგალითი. ასეთი მდიდარი კულტურა, ისტორია, განვითარება კიდევ უფრო მეტად ამ ფართოზოლოვანი ინტერნეტით და დიდი შესაძლებლობები შეიქმნება ქვეყანაში და დაეხმარება მთელ ქვეყანას, რომ ინტერნეტით ჩაერთოს მთელს მსოფლიოს.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, პედაგოგებო, მოსწავლეებო, მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ ამ დიდ მიღწევას და მადლობას გიხდით ძლიერი პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება
დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
28 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა
ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
28 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
28 მაისი 2026, 08:19
საზოგადოება
სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა
ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.
28 მაისი 2026, 08:16
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.
28 მაისი 2026, 08:08
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.
28 მაისი 2026, 08:05
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
28 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
28 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან
გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
28 მაისი 2026, 08:00
სამართალი
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.


