ღვინის სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით
ფოტო: ღვინის ეროვნული სააგენტო
ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.
„ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის ინდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახის მდებარეობა, ვაზის ჯიშები, დარგვის თარიღი, ვენახის მდგომარეობა და ა.შ.) შეგროვებით იქმნება. ვენახების რეგისტრაცია მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებზე ხდება. საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა და არ საჭიროებს იუსტიციის სახლში მისვლას - ვენახების კადასტრს კავშირი არ აქვს მიწის კადასტრთან, ეს არის ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზა. ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა. მცდარია რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი, რომ ისინი არ იყვნენ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული. ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეხვდნენ ყველა მევენახეს, იყვნენ ყველა ნაკვეთში, მიმდინარე წლის თებერვლიდან კი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღნიშნულ თემაზე შეხვედრები დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
2021 წლის რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე ფერმერი ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. მიმდინარე წლიდან, ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.
ვენახების კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში 2018 წელს ამოქმედდა „ქინძმარაულისა“ და „ყვარლის“ მიკროზონებში. 2019 წლიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერით ყურძენს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეები აბარებდნენ.
ვენახების კადასტრი აქვს ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული. საქართველო, ვენახების კადასტრის შექმნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ევროპულ გამოცდილებას გაიზიარებს და დანერგავს.
ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე. უახლოეს დღეებში დაემატება ახალი სარეგისტრაციო უბნები. დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.
საკადასტრო ინფორმაციის განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებების შემთხვევებში, როგორებიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
29 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ
მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას
ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
29 აპრილი 2026, 08:03
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.
29 აპრილი 2026, 08:00
ჯანდაცვა
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.
29 აპრილი 2026, 02:16
მსოფლიო
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
29 აპრილი 2026, 01:50
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება
აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.
29 აპრილი 2026, 01:44
მსოფლიო
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.
29 აპრილი 2026, 01:31
მსოფლიო
მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
29 აპრილი 2026, 01:25
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია
მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.
29 აპრილი 2026, 01:06
სპორტი
კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
29 აპრილი 2026, 00:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.
28 აპრილი 2026, 23:28
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.
28 აპრილი 2026, 22:30
მსოფლიო
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.
28 აპრილი 2026, 22:22
მსოფლიო
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.
28 აპრილი 2026, 22:00
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ არის სალომე ზურაბიშვილი
ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი ნოტის სახით კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის, რომ დროა, წარსულიდან გამოვიდნენ და აღიარონ, რომ საქართველოში ვითარდება პოლიტიკური პროცესები და საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.


