ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება, ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი ვაქცინაციაა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ამ გახსნებით და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპებით, ჩვენი მოსახლეობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება.
„გასულ წელს პანდემია იყო. რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. ქვეყანა იყო ჩაკეტილი, ტურისტები არ შემოდიოდნენ და ზოგადად, დაკეტილი იყო სასტუმროები და ა.შ. ყველაფერი. ვიცი, რომ ძალიან გაუჭირდა ჩვენს ხალხს. წელს ეტაპობრივად დავიწყეთ გახსნები, დაახლოებით 5-6 თვის წინ, მოვხსენით რეგულაციები, რამაც, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, წაახალისა ეკონომიკის ზრდა. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა რეგიონში კი არა, მთელს მსოფლიოში. მე ვესაუბრები არაერთ ჩვენს კოლეგას, ვიცი, რა ხდება ევროპაში, ზოგადად მსოფლიოში როგორი ტენდენციებია. ასეთი ზრდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არის მართლაც გამორჩეული, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება. ამ გახსნებით და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპებით, ჩვენი მოსახლეობა დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილებს. მე ვიცი, რომ ტურისტებით სავსე არის თითქმის ყველა სასტუმრო და ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული აჭარაში და მაგალითად, ქობულეთში. კონკრეტულად ქობულეთზე რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ადამიანი ისევ დაუბრუნდა თავის სასტუმროებს, რესტორნებს, გახსნეს თავიანთი კომერციული ობიექტები და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, იქმნება დოვლათი და კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს მოქალაქეებზე. მაგრამ, მეგობრებო, გულახდილად და გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება, დამეთანხმებით. ეს რომ შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, პანდემია და მეორე მხრივ, პანდემიის მართვა, ეს უსასრულობამდე არ შეიძლება გაიწელოს. მთავრობას აქვს შეზღუდული რესურსი, ამ შემთხვევაში. რამდენჯერ შეიძლება მთავრობამ ჩაკეტოს და გაამკაცროს რეგულაციები და შეზღუდვები?! ეს შეიძლება იყოს დროებითი ღონისძიებები. მუდმივად ხომ ვერ ჩავუკეტავთ ჩვენს მოსახლეობასა და ბიზნესს?! ეკონომიკას ვერ გავაჩერებთ. შარშან რომ ჩავკეტეთ, შემდეგ 3 მლრდ. დოლარი საგარეო ვალის აღება დაგვჭირდა. წელს, მეგობრებო, იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და 6 თვეში გვაქვს 12.7% ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ გვქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ახლა როგორ შევინარჩუნოთ ეს ტემპი და ტენდენცია, რომელიც არის ძალიან პოზიტიური. ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი არის სწორედ ვაქცინაცია. მე დავღალე ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს ამის საჭიროება და აუცილებლობა, იმიტომ, რომ ვაქცინაცია, რომელიც არის გამოგონებული, შექმნილი, მეცნიერების მიერ, საუკეთესო მეცნიერების მიერ მსოფლიოში, არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც დაგვამარცხებინებს ჩვენ, თქვენთან ერთად, პანდემიას და შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნის. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. შემოვიტანეთ საუკეთესო ვაქცინები. მოსახლეობას აქვს ფართო არჩევანი, მიიღოს მაგალითად ახალი თაობის ვაქცინა, როგორიც არის „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, თუ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინა, როგორიც არის „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, რომლითაც მსოფლიოში უკვე მილიარდობით ადამიანია აცრილი. ეს ყველაფერი გამოცდილია, აპრობირებულია და ამას ზედმეტი ეჭვის თვალით ყურება არ სჭირდება, რომ მივუდგეთ ამ საკითხს გონივრულად და პრაგმატულად.
ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ჩვენ, ყველანი, მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ და ამით ვიჩენთ და ვაძლევთ მაგალითს სხვებს. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება არაერთი საშუალებით, იქნება ეს ტელევიზია, სხვადასხვა საშუალება, სოციალური მედია თუ სხვა, მაგრამ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და სხვას არავის. მთავარი არგუმენტი, რაც გვაქვს, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, მეგობრებო. არავინ არ იცი, როგორ განვითარდება ესა თუ ის დაავადება, ქრონიკული, თუ ა.შ. დამალული ამა თუ იმ ადამიანში, ვინაიდან, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და ამა თუ იმ ადამიანში, სხვადასხვანაირად, ინდივიდუალურად ვითარდება აღნიშნული ინფექცია. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და მართლაც, არ წარმოვჩინდე ჯანდაცვის ექსპერტად, ვინაიდან ძალიან დილეტანტი ვარ, თუმცა მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი ამ შემთხვევაში, მით უმეტეს ჩემი პოზიციიდან, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებს ველაპარაკო ამის აუცილებლობასა და საჭიროებაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.


