ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე
ირაკლი ღარიბაშვილი
კახა კუჭავა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი გამონაკლისი პერიოდია, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობაა.
„მივესალმები ქობულეთს და ქობულეთელებს, განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით! ვიმყოფებით რა ამ არაჩვეულებრივ ადგილზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ როგორი საოცარი ქვეყნის პატრონები ვართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და თქვენთან ერთად, ძალიან მოკლედ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ და მე ვიტყოდი, ჩვენმა ოჯახმა, თქვენთან ერთად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში, ღირსეულად და დამაჯერებლად. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება, არამედ ეს იყო ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვება, რატომ, იმიტომ, რომ ჩვენი გამარჯვებით ქვეყანაში დასადგურდა, გამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომ მოიტანა განვითარება, რომელიც შევიდა ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში და სწორედ ამ განვითარებას სჭირდება ახლა შენარჩუნება და კიდევ უფრო, გაათმაგებული ტემპებით მუშაობა - მუშაობა და მუშაობა, 24 საათიანი მუშაობა ჩვენი ხალხისთვის.
მე ჩემს გამოსვლებში ვსაუბრობ მოახლებული თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ და ჩვენი მოსახლეობა ირჩევს მათ წინამძღოლს, მერებს, რომლებმაც უნდა გაუკეთონ 24 საათის განმავლობაში, ემსახურონ ჩვენს ხალხს, ადგილზე გადაუჭრან, გადაუწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, პრობლემა დროულად და ეფექტურად, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის, ბარიერების და ბიუროკრატიის გარეშე.
ჩვენ ბოლო წლებში გვქონდა პროგრესი არაერთი მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა. ჩვენ მართლაც სერიოზული შედეგი დავდეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული, ვაღიაროთ პირდაპირ, მაგრამ ამ შეცდომების და გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ძლიერი ხალხი ძლიერად დგას ფეხზე. მმართველებს ბევრი ეშლებათ, ბევრი შეცდომა დაუშვეს. ვიწრო პოლიტიკური ელიტები მოდიან და მიდიან, ამ დროს ძალიან ბევრ პრობლემას უტოვებენ ჩვენს მოსახლეობას და ეს მძიმე მემკვიდრეობა არის ის დანატოვარი, რომელიც ჩვენს ხალხზე გადადის და აისახება ჩვენი ხალხის ყოფაზე. ამიტომ, მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეული მუნიციპალიტეტის, ქალაქის მერს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობით დაწყებული, რადგან ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენზე, მთავრობაზეა, თუმცა არანაკლებია ადგილზე, რადგან მერი უშუალოდ ხალხის მიერ არის არჩეული და უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ადგილზე წყვეტდეს პრობლემებს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას და ჩვენ ჩვენი ქმედებით, საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ გაურბის პასუხისმგებლობას და იღებს ვალდებულებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
შემთხვევითი არ არის ის, რომ ეს არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, როცა ქვეყანაში გვაქვს მართლაც უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე მითხარით, რა შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში - არაფერი. არც სოფლის მეურნეობა განვითარდება, არც ჯანდაცვა, არც განათლება იქნება ხარისხიანი, არც ტურისტი არ შემოვა. სულ რაღაც 2-3 წლის წინ იყო გამოწვევა, დესტაბილიზაციის მცდელობა იყო თბილისში, რამაც პირდაპირ შეწყვიტა ტურისტული ნაკადი, რომელიც აისახა თქვენს რეგიონზეც ამ ულამაზეს ადგილზე და საბოლოო ჯამში, ჩვენს მოსახლეობაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.
31 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 21:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.


