ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანაში დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
რაც შეეხება რეგიონების განვითარებას, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება, გზების, ხიდების მშენებლობა. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად მთავრობა გამოყოფს 32 მლრდ ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ლევან ზოიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი წყლის გამოწვევაზე და აღნიშნა, რომ 2024 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება
„ასევე გვაქვს სერიოზული გეგმები წყლის მიმართულებით, ვინაიდან წყალი და ზოგადად, ხარისხიანი წყალი არის გამოწვევა ჩვენი მოქალაქეების. 3 000-ზე მეტ სოფელს არ მიეწოდება დღეს ხარისხიანი წყალი, რაც კატასტროფაა, პირდაპირ უნდა ითქვას და სირცხვილია 21-ე საუკუნეში, რომ მითუმეტეს, წყლის რესურსებით მდიდარ ქვეყანაში, საქართველოში, ჯერ კიდევ არის გამოწვევა ხარისხიანი სასმელი წყალი. ამიტომ, ამ მიმართულებით, რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მობილიზება გვაქვს გაკეთებული და დაიწყება ინტენსიურად მუშაობა. 2024 წელს, ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და ჯამში, ყველა სოფლის წყლით მომარაგება დასრულდება, დაახლოებით, 2028 წლამდე, გეგმების მიხედვით. ეტაპობრივად, ყოველ წელს, რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
ამას გარდა, მე ვიცი, ამ სოფლებში, ჯერ კიდევ იყო და არის გარკვეული სოფლები, რომლებიც არ იყო გაზიფიცირებული, ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, მიმდინარეობს ახლა სამუშაოები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, წყლის პროექტია ძალიან მნიშვნელოვანი, გზები, 128 კილომეტრზე მეტი გზა დაიგო, დაახლოებით, 130 მილიონამდე არის დახარჯული, ზოგადად, ამ მიმართულებით. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და კიდევ უფრო გაათმაგებული ტემპებით მუშაობა.
ადგილობრივი წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც განაპირობებს და შექმნის დამატებით ღირებულება და დამატებით სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვგეგმავთ მილიარდი ლარის ინვესტირებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში და ჯამში, 2.5 მილიარდის ინვესტირება მოხდება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ და ჩვენ გავაფართოვეთ ის სფეროები, რომლებიც მოექცევა ამ სიაში და მოექცევა ადგილობრივი წარმოების ჩამონათვალში. ჯამში, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება გადამამუშავებელი, სხვადასხვა ინდუსტრიების, რეალური წარმოების განვითარება, ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ერთის მხრივ, ეკონომიკური განვითარება, მეორე - სოციალური ზრუნვა და უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების, იქნება ეს ხარისხიანი ჯანდაცვა, ასევე განათლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, პროფესიული განათლება.
მე მინდა ასევე ორი სიტყვით გითხრათ, ჩვენ, ბოლო წლებში, დაახლოებით, 175 ახალი სკოლა ავაშენეთ და დაახლოებით, 250 გავარემონტეთ. ახლა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. ხარისხი უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხელწერა და ხარისხის გარეშე არავითარი საქმე არ უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპული სტანდარტის მიხედვით და უნდა დავნერგოთ ყველა ქალაქში, სოფელსა და მუნიციპალიტეტში რეალურად ევროპული სტანდარტი. განათლების მიმართულებით, ბატონი განათლების მინისტრი გვესწრება და მე მინდა, მას ვთხოვო მოგვიანებით ჩვენს მოსახლეობას აუხსნას, რა იგეგმება, რა გეგმები გვაქვს. დაახლოებით 800 სკოლა ჯერ კიდევ არის ჩვენი გამოწვევა, ვინაიდან იქ პირობები არის მოძველებული, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა არაფერი ამ სკოლებში, თუმცა ჩვენ, ახლა, მაქსიმუმი რაც შევძელით ამ წლებში, მოვასწარით და 800 სკოლის მოწყობა, რეაბილიტაცია, აშენება უნდა მოხდეს ამ ერთიანი, მაღალი დონის ევროპული სტანდარტის მიხედვით. ეს უნდა იყოს ჩვენი გამოწვევა, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს ასეთ განვითარებულ, გალამაზებულ ევროპულ გარემოში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რეაბილიტაცია, სკოლების მშენებლობაც და ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება და გაგრძელება და მესამე, მთავარი, ეს არის ზოგადად, ჩვენი დემოკრატია, თავისუფლება და სტაბილურობა, რასაც სჭირდება შენარჩუნება, მეგობრებო.
რეალურად, დღეს, ქვეყანაში, მართლაც უნდა ვთქვათ, რომ დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, დემოკრატიულ ინსტიტუტებს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განვითარება, განმტკიცება, გამყარება, რაც იქნება საფუძველი ჩვენი შემდგომი გრძელვადიანი განვითარების“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.
31 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 21:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე
ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.


