27 აგვისტო 2021, 18:18 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: იმედი მაქვს, რომ აბაშა დაგვიჭერს მხარს მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ ერთად დაწყებული საქმის კეთება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის, გიგა გაბელიას წარდგენის ღონისძიებაზე, აგრარული დარგის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროექტების შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეული ოჯახი იყოს ეკონომიკურად ძლიერი.

„აბაშის მუნიციპალიტეტებში გვაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომელიც უნდა ავითვისოთ და უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ თითოეულ ჰექტარზე. შესაბამისად, სახელმწიფომ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი დაუჭიროს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. 2012 წლიდან სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ეს არ ყოფილა ფუჭი სიტყვები. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსება, მაგრამ არა სახელმწიფო საწარმოების შექმნის დაფინანსება და თქვენი ინიციატივებისთვის კონკურენციის გაწევა, არამედ, თითოეული ფერმერის კონკრეტული, კერძო ინიციატივის მხარდაჭერა. 50 მლნ-იანი საბანკო პორტფელი, რაც სოფლის მეურნეობის დაფინანსების მთელი ოდენობა იყო 2012 წლისთვის, გავზარდეთ და დღეს ის 2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. სახელმწიფომ ასეულობით მლნ ლარი თანადაფინანსება მოახდინა საპროცენტო განაკვეთის იმისათვის, რომ ეს საკრედიტო რესურსი ყოფილიყო შეღავათიანი, ფაქტობრივად უფასო. თქვენ რა კრედიტსაც იღებთ, იმას აბრუნებთ და ამით შეგიძლიათ სოფლის მეურნეობა განავითაროთ. შეღავათიანი აგროკრედიტი იყო პირველი ნაბიჯი, ქართული ოცნების დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და, ვფიქრობ, რომ ამან მოგვცა ის შედეგი, რომელსაც ყველა ვხედავთ სოფლის მეურნეობაში - ეს არის გაზრდილი შემოსავლები სოფლის მეურნეობაში, დამატებით ღირებულება. გარდა ამისა, თითოეულ მიმართულებაში ჩვენ შემოვიტანეთ საგრანტო დაფინანსება; დავიწყეთ ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა დანერგე მომავალი და გულისხმობს გრანტებს ახალი ბაღების გაშენებისთვის”, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პირველად წარმოებასთან ერთად, გააგრძელებს თანადაფინანსებას შემნახველი მეურნეობების, სამაცივრე მეურნეობების, გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით, რომლებიც დაასაქმებს მოსახლეობას და შექმნის დოვლათს თითოეულ მუნიციპალიტეტში.

მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროექტზეც ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მხარდაჭერით მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და მისი განხორციელებისთვის 50 მლნ ლარი დაიხარჯება.

„საგრანტო თანადაფინანსებით თქვენ საშუალება მოგეცემათ ახალი ტექნიკა შეიძინოთ ეს იქნება მცირეგაბარიტიანი, საშუალო თუ მსხვილმასშტაბიანი ტექნიკა ან ნებისმიერი იმპლემენტი. ის, რაც გაგიადვილებთ შრომას და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენ სოფლის მეურნეობას”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის 10 წლიანი განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ქვეყანა.

„ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა გამოვკვებოთ, დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის განვითარებაში. ამაზე გვაქვს მკაფიო ორიენტირები, კონკრეტული ინდიკატორები და, როგორც ყოველთვის, აქაც ვართ პასუხისმგებლიანები და ანგარიშვალდებულები. ამ ანგარიშს ჩაგაბარებთ წლიდან წლამდე, თუ რას მივაღწევთ. მაგრამ მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ წლების განმავლობაში გვიჭერდით მხარს, გვაძლევდით საშუალებას, რომ ერთად გვეკეთებინა საქმე. იმედი მაქვს, რომ აბაშა დაგვიჭერს მხარს მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ ერთად დაწყებული საქმის კეთება”, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 19:40

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა, ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

24 ივნისი 2026, 19:17

მსოფლიო

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება

რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტია SOS რუმინეთის პარლამენტარებმა წარადგინეს, ოთხშაბათს დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 19:14

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

24 ივნისი 2026, 18:52

მსოფლიო

EUobserver: ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს

ბრიუსელის დიპლომატიურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს ან ფუნდამენტურ რეფორმებს, - წერს გამოცემა EUobserver-ი.

24 ივნისი 2026, 18:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მოქმედებს სხვადასხვა პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ვაგრძელებთ, რათა რეგიონები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოებისა და მეურნეობების საქმიანობას გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:36

პოლიტიკა

პარლამენტმა „დიზაინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 83 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

24 ივნისი 2026, 18:34

ეკონომიკა

IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:33

რეგიონი

დავით სონღულაშვილი ბაღდათში ღვინის მარნის „ლაბარა“ საქმიანობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარე ღვინის მარან „ლაბარაში“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

24 ივნისი 2026, 18:29

ეკონომიკა

IMF: ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია - ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:28

პოლიტიკა

ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია: კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის

კრიტიკის ქარცეცხლში მორიგ ჯერზე გატარება არახალია ქართველი ხალხისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:27

მსოფლიო

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეები ჯანმრთელობისთვის საშიშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

24 ივნისი 2026, 18:27

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:24

ეკონომიკა

IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

24 ივნისი 2026, 18:21

საზოგადოება

ქეთი მელაძე: კულტურულ გიდებზე კვოტა ნულოვანია, მოთხოვნას აბსოლუტურად ვართმევთ თავს

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, უცხოელი გიდებისთვის სპეციალური შეზღუდვებია დაწესებული.

24 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: ევრობიუროკრატები მიხვდნენ, რომ იმდენად ძლიერად მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ კონკრეტული პარტიის, ან პოლიტიკოსის მხარდაჭერა შედეგს ვერ გამოიღებდა და გადავიდნენ პოლიტიკურ ზეწოლაზე ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებით, რასაც დღეს ვუყურებთ

რასაკვირველია თინა ბოკუჩავას ჩამოლაბორანტება დიდი დანაკლისი იქნება მისი პარტიისთვის; მას საგარეო მიმართულებით თავისი ლობისტები ჰყავდა, რომლებიც ეხმარებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან სწორი იყო ხელისუფლება, როდესაც ამბობდა, რომ მათი ჩართულობით იყო მცდელობები საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე დაზიანებულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ.

24 ივნისი 2026, 18:16

მსოფლიო

უკრაინული მედია: პარასკევს, ევროკავშირი შეეცდება დაარწმუნოს უნგრეთი, არ დაბლოკოს უკრაინისთვის კლასტერების გახსნის შესახებ წერილი

პარასკევს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფი (COELA) ხელახლა განიხილავს უკრაინისთვის 2-6 კლასტერების სკრინინგის შედეგების შეფასების საკითხს, რომელიც 23 ივნისს უნგრეთმა შეაფერხა. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჯგუფი ევროკავშირს შესთავაზებს უკრაინას გაუგზავნოს წერილი თითოეულ კლასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკების პოზიციის წარდგენის მოწვევით, რათა დაიწყოს მათი გახსნის შესახებ განხილვა. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ევროკავშირის ორმა ჩინოვნიკმა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ორმა დიპლომატმა განუცხადა.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 18:12

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს

ჯერ კიდევ არის რისკები და საფრთხეები იმისა, რომ რაღაც კონკრეტული თავდასხმები და შანტაჟის რიტორიკა შენარჩუნდეს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს საჭიროება უდგას თავად ევროკავშირს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე საუბრისას.

24 ივნისი 2026, 18:09

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

24 ივნისი 2026, 18:06

საზოგადოება

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი: კულტურული გიდების ნულოვანი კვოტირება გამართლებულია. ქვეყანაში საკმარისი რესურსია სხვადასხვა ენობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის ამოქმედება ადგილობრივი გიდების ინტერესების დაცვისთვის აუცილებელი იყო.

ნინო წილოსანი

24 ივნისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება

„ერთი მხრივ, არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მინიმუმ იმიტომ გაგრძელდება, რომ თუნდაც მებრძოლ უკრაინელებს დაანახონ რომ თუ ისინი იბრძოდნენ და საქართველო ასცდა ამ ომს, საქართველო ამისთვის ისჯება“, - მიიჩნევს წილოსანი.