Imedi /  14 სექტემბერი 2021, 19:32 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ხურვალელებს შევპირდი და ჩვენ იმავე წელს ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა დავიწყეთ

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ხურვალელებს შევპირდი და ჩვენ იმავე წელს ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა დავიწყეთ, - ამის შესაებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, გორი კარგი მაგალითის მიმცემია მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა (ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლის) მიმართულებით დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულზე ყველაზე მეტი კომპეტენციაც სწორედ გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ.

მინისტრმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისივე განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლით უზრუნველყოფილი ფართობების მოცულობა 200 ათას ჰექტრამდე გაიზარდა.

„რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის შესაბამისი სარწყავი ინფრასტრუქტურა. ვისაც სოფლის მეურნეობასთან შეხება გვაქვს, ყველას გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი. წყლის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში წყლით უზრუნველყოფილი გავხადეთ 16 000 ჰა-ზე მეტი. როდესაც საოკუპაციო ხაზის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა, ხურვალეთზე ვსაუბრობ, მათ შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა. დღეს უკვე მიდის კაპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დამატებით ათასი ჰექტარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი სოფელი გასარწყავიანდება“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო

დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა უარი უთხრა საკუთარ პარტიას ამ არჩევნებში დიდი ფულის ჩადებაზე, ვინაიდან მაინც არაფერი შეიცვლებაო. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ამიტომ მან ფული არ მისცა საკუთარ გუნდს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ და სააკაშვილმაც დაისვენოს ციხეში

ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო, ვის შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, ორ თუ სამ მის ლობისტს. რატომ არის საინტერესო? მით უმეტეს არჩევნების წინ, ჩვენ მოსახლეობას უნდა ველაპარაკოთ ჩვენს გეგმაზე, ჩვენს ხედვაზე, განვითარების გეგმებზე და ა.შ. უამრავი პრობლემა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას დღეს. ეს უნდა იყოს მთავარი სამსჯელო და საფიქრალი და არა სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.​

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია

„მისი საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის ნიკა მელია არის წინააღმდეგი სააკაშვილის ამ პროვოკაციული ქმედების. მეტს გეტყვით, რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ჩამოვა. თვითონაც ამბობდა, რომ ეს არის მორიგი ტყუილი. ვინაიდან მან არ დააფინანსა საკუთარი პარტია და პრაქტიკულად უფულოდ ჩაატარებინა მთელი საარჩევნო კამპანია, ამ მიზნით თქვა რომ ჩამოვა. ჩამოვიდეს, რას იმუქრება?“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:22

პოლიტიკა

პრემიერი სააკაშვილზე: ამ კომიკური კაცის მორიგ ანონსზე ზედმეტ ემოციებს ნუ დავხარჯავთ

„სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას კანონის შესაბამისად და, რა თქმა უნდა, ეს არასერიოზული კაცი შევა ციხეში“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე: გვაქვს ერთი გეგმა - კანონის აღსრულება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა

ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა: კანონის აღსრულება. ჩვენ კომპრომისს არ ვუშვებთ - ჩვენი ხელისუფლების პირობებში არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს ის. , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა, რითაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას გამოეხმაურა.

28 სექტემბერი 2021, 23:16

სამართალი

გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ლ.ბ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ურთიერთშელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ჯენ ფსაკი

28 სექტემბერი 2021, 23:12

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცი რომ დაეტოვებინა, შედეგად ომს მივიღებდით

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ „თალიბანთან“ ომში იქნებოდა, 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთში რომ დაეტოვებინა.

ზურაბ ჩიკვილაძე; კახა კალაძე

28 სექტემბერი 2021, 23:09

პოლიტიკა

მომავალ წელს ივერთუბანში მასშტაბური რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრეს.

კონსტანტინე შარაშენიძე

28 სექტემბერი 2021, 22:54

სამართალი

სასამართლომ ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო

სასამართლომ ოზურგეთის მოქმედი მერი და ოპოზიციის კანდიდატი მერის არჩევნებში კონსტანტინე შარაშენიძე სამართალდამრღვევად ცნო. შარაშენიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მერიის თანამშრომლების ერთი ნაწილი უკანონოდ შეკრიბა, რითაც დაარღვია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 93-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.

ზურაბ ჩიკვილაძე

28 სექტემბერი 2021, 22:53

პოლიტიკა

ზურაბ ჩიკვილაძე: ზემო ჩუღურეთში ყველა ქუჩა მოვაწესრიგეთ და გავანათეთ

დღეს ვერავინ იტყვის, რომ ჩუღურეთში რომელიმე ქუჩა მოუწესრიგებელი და გაუნათებელია, - ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჩიკვილაძემ, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძესთან ერთად, სოციალური ქსელში ვიდეო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ჩუღურეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.

28 სექტემბერი 2021, 22:46

COVID19

CDC: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები მეორე დოზის შემდგომი გვერდითი მოვლენების მსგავსია

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ.

28 სექტემბერი 2021, 22:44

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში ახალი საექიმო ამბულატორია გაიხსნა. სოფელ ქსოვრისში ახლადგახსნილი ამბულატორია ადგილობრივ მოსახლეობას პირველად სამედიცინო მომსახურებას ახალ გარემოში გაუწევს.

28 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოთხ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გავაკეთოთ

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ამავე რაიონის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. მოსახლეობასთან შეხვედრა კვლავ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2021, 22:26

კულტურა

„ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა📷

სერიალის მეორე სეზონის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ ეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში ამჯერად ენტონი ბრიჯერტონი და მისი სიყვარულის ისტორია მოექცევა, თუმცა მაყურებელი პირველი სეზონის გმირებსაც ნახავს. სერიალის მსახიობების გუნდს სიმონ ეშლი შეუერთდა, რომელიც კეიტ შარმას როლს შეასრულებს. სწორედ ის დააინტერესებს ვიკონტს.

იენს ჰანინგი

28 სექტემბერი 2021, 22:01

ტაბლოიდი

დანიელმა მხატვარმა მუზეუმისგან $84 ათასი მიიღო, სანაცვლოდ ცარიელი ტილოები გადასცა და საკუთარ ქმედებებს ხელოვნების ნიმუში უწოდა

ტელეარხის ცნობით, მხატვარმა მუზეუმისგან თანხა თავისი ძველი ნამუშევრის რეპროდუქციისთვის მიიღო. კონცეპტუალური ნამუშევარი დანიისა და ავსტრიის მოქალაქეების შემოსვლის შედარებას წარმოადგენდა და ორი ჩარჩოსგან შედგებოდა, რომლებშიც ბანკნოტები იყო მოთავსებული. მაგრამ ჰაანინგმა მუზეუმში ცარიელი ტილოები გააგზავნა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის თანხის დაბრუნებასაც არ აპირებს.

28 სექტემბერი 2021, 21:35

მსოფლიო

უგანდაში 84 წლის კაცმა მის სახლში შეჭრილი ყაჩაღი მაჩეტეთი მოკლა

უგანდაში 84 წლის კაცმა მის სახლში შეჭრილ ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი მათგანი მაჩეტეთი მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

28 სექტემბერი 2021, 21:13

სამართალი

გორში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ვაჟი ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ლევან ბიძინაშვილის ვაჟი ლუკა ბიძინაშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს და ლუკა ბიძინაშვილი გამოკითხვაზე პოლიციამ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაიყვანა.

ილონ მასკი

28 სექტემბერი 2021, 21:09

ეკონომიკა

ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

რეიტინგი Forbes Real-Time რეალურ დროში, უმსხვილესი კომპანიების აქციების მიმდინარე ღირებულების მიხედვით ახლდება. აქედან გამომდინარე, მილიარდერები მასში ყოველთვის იცვლიან ადგილებს, რადგან მათი კომპანიების აქციების ფასის ზრდა ან კლება მათი ქონების ავტომატურ შემცირებასა ან ზრდას იწვევს.

ნათია თურნავა

28 სექტემბერი 2021, 21:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი სტარტაპები განსაკუთრებული კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, წარმატებას აღწევენ გლობალურ ბაზარზე და მილიონობით ახალ ინვესტიციებს იზიდავენ

ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას განსაკუთრებით ახალგაზრდა, კრეატიულ ადამიანებს, შექმნან ჯგუფები, ახალი იდეებით წარმოჩინდნენ და მოიზიდონ ინვესტორები. ეს ინდუსტრია ამ ბოლო დროს გახდა ძალიან მოთხოვნადი, საკმაოდ დიდ ლოკომოტივად იქცა ჩვენი ეკონომიკის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულებაა, ამიტომ მომავალი არის სწორედ ინოვაციების, სტარტაპების და ჩვენ, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დავუდგებით ამ მიმართულებას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოებაზე განაცხადა, სადაც 246 აპლიკანტს შორის 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ნათია თურნავა

28 სექტემბერი 2021, 20:59

რეგიონი

ნათია თურნავა: „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ იქნება კიდევ ერთი, საინტერესო წამოწყება - 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 2 000 ადამიანს დაასაქმებს

ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის - ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი,“ რომელსაც მთავრობის სხდომამ გუშინ დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად, შემდგომი წლების განმავლობაში მომსწრე გავხდებით ახალი, მასშტაბური განვითარების, რაც, პრაქტიკულად, ახალი უბნის აშენებას გულისხმობს შავ ზღვაში, ხელოვნურ კუნძულზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.