08 ოქტომბერი 2021, 17:14 / სანდო წყარო

სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარი ნგრევის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე.

სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კორპუსი, რომლის ნაწილიც ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში, დაახლოებით, 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ბათუმში ჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ოქტომბერი 2021, 08:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ კავშირშია კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებასთან

მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეჩერება დაახლოებით ისეთივე მოთხოვნაა, რომ ახლა ვინმემ მოითხოვოს ებრაელებმა ჰიტლერს აპატიონო და რეაბილიტაცია მოვახდინოთო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

20 ოქტომბერი 2021, 08:18

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში შეწყვეტს ცირკულაციას COVID 19-ის ვირუსი

COVID 19-ის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქვეყანაში კიდევ 800 000 ორჯერ აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს, - ამის შესახებ `„ქრონიკას“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 08:11

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. დაზიანებულია 11 ხიდი და შიდა სასოფლო გზები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

ხავიერ კოლომინა

20 ოქტომბერი 2021, 08:06

პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

20 ოქტომბერი 2021, 00:52

კულტურა

ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year გამარჯვებულები დასახელდნენ📷ფოტოგალერეა

ლონდონში ბრიტანეთის სამეფო მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year („ამინდის წლის ფოტოგრაფი“) გამარჯვებულები დასახელა. წელს კონკურსში 114 ქვეყნიდან 3 300-ზე მეტი ფოტოგრაფი მონაწილეობდა.

ჭინჭრის ჯინსები

20 ოქტომბერი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ბრენდმა Pangaia ჭინჭრისგან დამზადებული ჯინსების კოლექცია გამოუშვა

ახალი ქსოვილი ჰიმალაური ველური ჭინჭრისა და ორგანული ბამბისგან არის დამზადებული. ქსოვილის შეცვლის მიზანი პლანეტის ეკოლოგიაზე ზრუნვაა. საქმე იმაშია, რომ ჭინჭრის წარმოებას, ბამბის წარმოებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. ამასთან, მცენარე ბევრ წყალს არც ზრდის პროცესში ითხოვს.

20 ოქტომბერი 2021, 00:15

კულტურა

BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა

HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“, რომელიც 2002 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო სერიალად დაასახელა. 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

19 ოქტომბერი 2021, 23:54

ტექნოლოგიები

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს🌕

დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.

ხავიერ კოლომინა

19 ოქტომბერი 2021, 23:51

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ნატო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ნინო ლომჯარია

19 ოქტომბერი 2021, 23:35

სამართალი

ნინო ლომჯარია: ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული

„ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ, ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა, ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს. ამიტომ, ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

19 ოქტომბერი 2021, 23:35

სამართალი

შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში, 18 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს.

რატი ბრგაძე

19 ოქტომბერი 2021, 23:30

სამართალი

რატი ბრეგაძე: პატიმარ მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმების აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია კანონმდებლობის სრული დაცვით შესრულდება

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია, ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის სტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. ამ მიზნით შეიქმნა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ბექა დავითულიანი

19 ოქტომბერი 2021, 23:17

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ - გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება

„ოპოზიცია აგრძელებს ერთი და იგივე ნარატივის ტრიალს. სრულიად აბსურდულსა და უაზროს. მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ - გასხივოსნებული, ამით არაფერი შეიცვლება. მამუკა ხაზარაძეს აქვს თავისი კუთვნილი 2% და ამ 2%-ის ფარგლებში საკუთარ პარტიაში როგორი კაბინეტიც უნდა, შეუძლია ისეთი გააკეთოს“, - განაცხადა დავითულიანმა.

19 ოქტომბერი 2021, 23:10

მსოფლიო

FBI ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს

გამოძიების ფედერალურმა ბიურო (FBI) ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას სახლებში ჩხრეკას ატარებს.

კახა კუჭვა

19 ოქტომბერი 2021, 22:54

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ვაფასებთ ხავიერ კოლომინას მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

„სასიამოვნო იყო ხავიერ კოლომინასთან შეხვედრა და მივესალმები მის დანიშვნას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად. ძალიან ვაფასებთ მის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - წერს კუჭავა.

19 ოქტომბერი 2021, 22:54

COVID19

CDC: Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 12-18 წლის პირებში ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 93%-ით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 12-18 წლის პირებში ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 93%-ით ეფექტურია. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემები ცხადყოფს.

დონალდ ტრამპი
ჯო ბაიდენი

19 ოქტომბერი 2021, 22:27

მსოფლიო

თეთრი სახლი დონალდ ტრამპს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

ზურაბ ფაღავა

19 ოქტომბერი 2021, 21:51

სამართალი

ექიმი ზურაბ ფაღავა: პროფილაქტიკის მიზნით, უახლოეს პერიოდში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია მივეცით

მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ზურაბ ფაღავამ საპატიმროში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

19 ოქტომბერი 2021, 21:34

მსოფლიო

ევროკომისია: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული

სერიოზული დემოკრატიული ხარვეზების ფონზე, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე თურქეთის განაცხადი ჩიხშია შესული. ამის შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამია.

დავით ზალკალიანი

19 ოქტომბერი 2021, 21:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ხავიერ კოლომინას ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მძლავრი გზავნილი იყო

„მისი ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე იყო ძალიან სერიოზული, მძლავრი გზავნილი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, მიუღებლობის იმ საოკუპაციო პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი, მომავალ წელს არის ნატოს სამიტი. მნიშვნელოვანი სამიტი იქნება და ჩვენი სურვილია, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი პროგრესი იყოს დაფიქსირებული საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა უკვე არსებული პროგრესი გაღრმავდეს, განმტკიცდეს იმისთვის, რომ ჩვენს ნატოელ პარტნიორებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენს საგნობრივ, ხელშესახებ პროგრესს ასახავს შესაბამის გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა ზალკალიანმა.