თორნიკე რიჟვაძე: მაშველები მეთორმეტე საათია აკეთებენ შეუძლებელს. მართლა გმირულად, თავგანწირვით ცდილობენ ადამიანების გადარჩენას
თორნიკე რიჟვაძე
ფოტო: აჭარის მთავრობა
მაშველები მეთორმეტე საათია აკეთებენ შეუძლებელს. მართლა გმირულად, თავგანწირვით ცდილობენ ადამიანების გადარჩენას, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„შესაბამისმა უწყებებმა ძალიან სწრაფად, ოპერატიულად უზრუნველყო ყველა შესაბამისი რესურსის გამოძებნა. 300-ზე მეტი მაშველია მობილიზებული და ისინი მუშაობენ ძალიან ინტენსიურად, რომ ეს სამაშველო ოპერაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს.
მანამდე, დაახლოებით ერთი საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში, დაახლოებით, 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კორპუსის ნგრევისას დაშავებულებსა და დაზარალებულებს სახელმწიფო დაეხმარება.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 17:38
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „TV პირველი“ რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა, დანაშაულზე აპელირებს და ამბობს, რომ აი ნახე რა ხდება ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებებზე იყო მყისიერი
TV პირველი რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა, დანაშაულზე აპელირებს და ამბობს, რომ აი ნახე რა ხდება ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებებზე იყო მყისიერი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „TV პირველის“ ეთერში გასულ ანონსზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.
14 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია
რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 17:21
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.
14 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს
წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.
14 ივნისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა
ბელფასტში რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
14 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
14 ივნისი 2026, 16:20
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
14 ივნისი 2026, 15:34
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.
14 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა
უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.
14 ივნისი 2026, 14:21
სპორტი
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.
14 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
სწავლების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.
14 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ
„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
14 ივნისი 2026, 14:03
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენზე: სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით
სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ სტუდენტური პროექტზე - სტუდფესტზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 14:02
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა
„ეუდჟენ ტომაკმა დღეს დილით თავისი მანდატი უკან გაითხოვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადრიან ვეშტიას კანდიდატურას წარვადგენ. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
14 ივნისი 2026, 14:01
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა - ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში.


