ბათუმში მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან მეხუთე გარდაცვლილი ამოიყვანეს
ფოტო: Facebook
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილთაგან ერთი ასაკოვანი ქალი, ორი კაცი და ორი ბავშვია.
რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 10:45
სამართალი
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის ერთს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
21 აპრილი 2026, 10:34
სამართალი
პოლიციამ მარნეულში სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისა და ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
21 აპრილი 2026, 10:31
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
21 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
21 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 10:26
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 10:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
21 აპრილი 2026, 10:00
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე: ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდა კაპიტულაციის მაგიდად აქციოს
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში ისლამაბადში ამერიკელებთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდა კაპიტულაციის მაგიდად აქციოს.
21 აპრილი 2026, 09:47
კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 09:39
მსოფლიო
AXIOS: ვენსი დღეს პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე ჩავა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს პაკისტანში ჩავა, რათა ირანთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას AXIOS-ი სამ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 09:30
სპორტი
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს - პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე გავიდნენ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა შეძლეს ქართველმა ფალავნებმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუამ და 77 კილოგრამში რამაზ ზოიძემ.
21 აპრილი 2026, 09:24
რეგიონი
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე საგალობელით - „წმინდაო ღმერთო“ გაიხსნა
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა. ჩემპიონატი, პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, მისივე საგალობელით - „წმინდაო ღმერთო“ გაიხსნა.
21 აპრილი 2026, 09:15
კულტურა
ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ მასპინძლობს
ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ მასპინძლობს. ოთხი დღის განმავლობაში, მსოფლიო დონის მუსიკოსების მონაწილეობით, მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური თავგადასავალი ელოდება.
21 აპრილი 2026, 09:01
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: როგორ აიხსნება სააკაშვილის და ბოკერიას ერთ პლატფორმაში ყოფნა? ეს არის დასავლური პატრონების, დამფინანსებლების ძიებაში მყოფი დაბეჩავებული ოპოზიციის „კნავილი” - „აგერ ვართ და გამოგვიყენეთ”!
რას ნიშნავს სააკაშვილის და ბოკერიას „ერთ სივრცეში” გამოჩენა დღეს? ანუ როგორ აიხსნება მათი ერთ პლატფორმაში ყოფნა? - პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ეს უფრო ტაქტიკური გაერთიანებაა, ე.წ. პრაგმატული ნაბიჯი საერთო მიზნისთვის - ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინაცია. უპირველეს ყოვლისა ეს გაერთიანება არის სიგნალი დასავლეთისთვის: „ოპოზიცია ერთიანდება და მზადაა პასუხისმგებლობისთვის, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
21 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპმა სტარმერის მიერ აშშ-ში ელჩად მანდელსონის დანიშვნას ცუდი არჩევანი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერა ცუდი არჩევანი გააკეთა, როცა ვაშინგტონში ელჩად ჯეფრი ეპშტეინთან კავშირში მყოფი პიტერ მანდელსონი დანიშნა.
21 აპრილი 2026, 08:51
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორმა წევრმა პრემიერ სტარმერს მატყუარა უწოდა, რის შემდეგაც ისინი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორი წევრი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლი ანდერსონმა და ზარა სულტანამ პრემიერ სტარმერს „მატყუარა“ უწოდეს.
21 აპრილი 2026, 08:40
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე: ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ
იქნება სამართლებრივი დავა და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ბევრი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ისეთი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები სასამართლოში ვერ უარყოფენ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციოში შეტანილ ახალ სარჩელთან დაკავშირებით.
21 აპრილი 2026, 08:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ - არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას
ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
21 აპრილი 2026, 08:22
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელისუფლების „ნაცმოძრაობით“ შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები - იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინი წილოსანი.
21 აპრილი 2026, 08:14
სამართალი
ისლამური სახელმწიფოს რიგებში მყოფი ორი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს
ისლამური სახელმწიფოს რიგებში მყოფ ორ ადამიანს პროკურატურამ ბრალი 328-ე მუხლით წარუდგინა, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებასა და მათ დახმარებას გულისხმობს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს იმსჯელებს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, მათ 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


