imedi /  09 ოქტომბერი 2021, 09:20 / სანდო წყარო

ბათუმში სახლის ჩამონგრევის საქმეზე პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ორი დაქირავებული მუშა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.

დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 გარდაცვლილია. კიდევ 2 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 10:30

რეგიონი

ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, თვალამრიდები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები.

სი ძინპინი დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 10:28

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, სი ძინპინი აშშ-ს 24 სექტემბერს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ხელოვნური ინტელექტის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 10:23

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის აეროპორტი

24 ივლისი 2026, 10:13

საზოგადოება

TAV GEORGIA: თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უშუქობის გამო არასდროს ექმნება პრობლემა, შესაბამისად რეისებიც არ შეფერხებულა, - განუცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ „იმედინიუსს“.

24 ივლისი 2026, 09:40

რეგიონი

ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა

ჩოხატაურმა ახალგაზრდულ კულტურულ პროექტს უმასპინძლა. ადგილობრივებს მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობები შეხვდნენ. ისაუბრეს თეატრის, კულტურისა და ხელოვნების როლზე. შეხვედრის შემდეგ ჩოხატაურის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის დასის წარმოდგენა „ქალები“ გაიმართა.

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება გემებს, ანაზღაურდება იმ ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია.

24 ივლისი 2026, 09:21

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე დარტყმების მორიგი სერია განახორციელა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე საჰაერო დარტყმები წარმატებით განახორციელეს.

24 ივლისი 2026, 09:14

საზოგადოება

„ორივე უკეთ არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“ - ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, შმაგი ჭიოკაძემ განაცხადა, სავარაუდოდ ისინი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ,

24 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინამ რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრები კვლავ დაბომბა

რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის, Wildberries-ის, ლოგისტიკური ცენტრები სანქტ-პეტერბურგში, ტვერსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 08:50

მსოფლიო

ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი სამხედროებიდან ერთი დაიღუპა. ინციდენტი სამხედრო ბაზაზე, პრაღიდან 180 კილომეტრის მანძილზე მოხდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.

24 ივლისი 2026, 08:35

მსოფლიო

აშშ-მა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ავიარეისები გააუქმოს. ამის გამო სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა მათ, მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის.

24 ივლისი 2026, 08:25

რეგიონი

უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში — სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ისევე როგორც სოფელ შოყაში — დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც.

24 ივლისი 2026, 08:17

სამართალი

ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ვერაზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

24 ივლისი 2026, 08:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

24 ივლისი 2026, 08:01

საზოგადოება

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა

მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

მიხეილ ყაველაშვილი

24 ივლისი 2026, 07:47

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის

„ჩვენმა სახელმწიფომ ხუთი, თუ ოთხი რევოლუციის მცდელობა აღკვეთა. წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგა იყო პარლამენტში, ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანს, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და უცებ ასეთი ადამიანი ასეთ საქციელს სჩადის. კითხვა იბადება, რას უნდა უკავშირშირდებოდეს, რამ განახორციელებინა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?! თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ, ვის მიერ იგეგმება და არაერთხელ გვისაუაბრია აკერმანის ტრენინგებზე, სხვა კი არაფერი ხდება.

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 05:15

მსოფლიო

ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები - „ზოგიერთ ადგილს შეხედეთ, თუნდაც კალიფორნიას, იქ ყოველ უქმეებზე ძაბვის ვარდნა და ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვებია“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადგილობრივ თემებს მოუწოდებს, თავად ააშენონ მონაცემთა ცენტრები და ელექტროსადგურები.

24 ივლისი 2026, 04:55

მსოფლიო

აშშ 60 სავაჭრო პარტნიორს 10%-იდან 12.5%-მდე ტარიფებს უწესებს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ხუთშაბათს ათეულობით ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი ტარიფები გამოაცხადა, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროებით 10%-იან ტარიფს ჩაანაცვლებს - ამ უკანასკნელს ვადა აღმოსავლეთის დროით შუაღამისას ეწურება.

ილონ მასკი

24 ივლისი 2026, 04:35

მსოფლიო

ილონ მასკი: USAID-ი პოლიტიკური ორგანიზაცია იყო - რეჟიმების ცვლილების ყველაზე დიდი დაფინანსებელი

ილონ მასკმა გამოცემა The Economist-ის მთავარ რედაქტორთან, ზანი მინტონ ბედოუსთან ინტერვიუში კატეგორიულად უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეკვეცას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

24 ივლისი 2026, 02:32

საზოგადოება

GWP: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო აბონენტების ნაწილისთვის წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვის შესახებ ავრცელებს განცხადებას.