საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას არასწორსა და არასრულს უწოდებს.
დეპარტამენტი განმარტავს, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციას, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად შეადგენს 62 კმ-ს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია.
„პროექტი ითვალისწინებს გზების სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორებიცაა გზის საფუძვლის გამოცვლა, სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და საყრდენი კედლების აშენება, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. პროექტის შემადგენელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) 8.5 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებულია საყრდენი კედლების 80%, წყალგამტარი ნაგებობების 72%, სანიაღვრე არხების 50% და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება გზის საფარის მოწყობა. ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად, გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის შეტანა და ტექნოლოგიით გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესაბამისად, დაიწყება გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოწყობა. ნასაკირალის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრული 12 თვე და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის 27 მაისია. შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობს სამუშაოები პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც, ხოლო ჩოხატაურის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია - დაგებულია ასფალტო-ბეტონის საფარი და დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 27 იანვარი. გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა სიახლე
14 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპი სი ძინპინს: ჩემთვის პატივია ვიყო თქვენი მეგობარი, ხოლო ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გახდება უკეთესი, ვიდრე ოდესმე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მეგობარი იყოს.
14 მაისი 2026, 08:46
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში - ისინი პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.
14 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის არგუმენტებისგან და ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.
14 მაისი 2026, 08:28
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ევროპა მიდის უკან - საბჭოთა კავშირისაკენ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
უკან საბჭოთა კავშირში, - ასე აფასებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტისა და მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე მორიგ თავდასხმას. მათი თქმით, ევროპარლამენტსა და მოლდოვას ქართული მედიების წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ გააჩნია, შესაბამისად აღნიშნული ქმედება მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად შეიძლება, შეფასდეს.
14 მაისი 2026, 08:04
პოლიტიკა
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა - საქართველოს უმაღლესი შესრულება აქვს
ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, უმაღლესი შესრულება აქვს საქართველოსა და მონტენეგროს. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები ჩამორჩებიან საქართველოსა და მონტენეგროს. ქვეყნები შემდეგი ინდიკატორებით შეაფასეს: კორუფციის არარსებობა: კორუფციის კონტროლის უნარი; რეგულაციების აღსრულება: კანონების წარმატებით აღსრულების უნარი, ამ ნაწილში მონტენეგროსა და საქართველოს პროფილები ყველაზე მეტად ემთხვევა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.
14 მაისი 2026, 08:00
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა გაგრძელდება
ცვლილების თანახმად, დაზუსტდება კანონის გარდამავალი დებულების შინაარსი და მკაფიოდ განისაზღვრება, რომ კრედიტების რაოდენობის ცვლილება ვრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.
14 მაისი 2026, 04:12
მსოფლიო
რუბიო: აშშ იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ჩინეთს, ჰორმუზის სრუტის გახსნაში უფრო აქტიური როლი იკისროს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ იმედოვნებს, რომ შეძლებს ჩინეთის დაყოლიებას იმაზე, რომ მან უფრო „აქტიური როლი იკისროს“ ირანზე ზემოქმედებაში ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით.
14 მაისი 2026, 04:06
მსოფლიო
რუბიო: ჩინეთი ერთდროულად წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამავე დროს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთიერთობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები შეეცდებიან დაარწმუნონ ჩინეთი, უფრო „აქტიური როლი“ იკისროს ირანის კონფლიქტის მოგვარებაში.
14 მაისი 2026, 03:45
მსოფლიო
The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს სტატია: ირანთან ომი კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკაში დემოკრატიის რღვევის პროცესს
პრეზიდენტ ტრამპის ომი ირანთან ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებაა ამერიკის ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტმა კონგრესის ყოველგვარი თანხმობის გარეშე წამოიწყო, - ნათქვამია გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო საბჭოს სტატიაში სათაურით „ირანთან ომი კიდევ უფრო აძლიერებს ამერიკაში დემოკრატიის რღვევის პროცესს“.
14 მაისი 2026, 03:17
მსოფლიო
აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“. მისი თქმით, ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს ერთი ტონა ურანის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებამდე.
14 მაისი 2026, 02:48
მსოფლიო
Euronews: მადიარი ფონ დერ ლაიენს წერილს გაუგზავნის, რომელშიც ჩამოაყალიბებს თავისი მთავრობის პოზიციას ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურად რთულ პირობებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი ხუთშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს გაუგზავნის, რომელშიც ჩამოაყალიბებს თავისი მთავრობის პოზიციას ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურად რთულ პირობებზე. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
14 მაისი 2026, 02:37
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნეთანიაჰუს ვიზიტს გმობს
ირანის ხელისუფლების განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც ისრაელთან ერთად თეირანის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, „უგუნურ რისკზე“ მიდიან. აღნიშნული განცხადება ისრაელის მთავრობის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის დროს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტი გამართა.
14 მაისი 2026, 01:08
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ზედიზედ მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი
„პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლანსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და გახდა საფრანგეთის ჩემპიონი ფეხბურთში.
14 მაისი 2026, 00:55
მსოფლიო
POLITICO: მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოკავშირეებს სთხოვა, მშპ-ის 0.25% უკრაინას გამოუყონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
14 მაისი 2026, 00:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეხამუშებათ რომ მედიამრავალფეროვნებაა საქართველოში, პოლიტმრავალფეროვნებაც არის, მაგრამ ამ პოლიტმრავალფეროვნების ხარისხი უკიდურესად დაბალია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, გაბანკროტებულია
„აქაც ძალიან მძიმედ აქვთ საქმე. მედიაზე ვილაპარაკეთ, ეხამუშებათ რომ მედიამრავალფეროვნებაა საქართველოში, პოლიტმრავალფეროვნებაც არის საქართველოში, მაგრამ ამ პოლიტმრავალფეროვნების ხარისხი უკიდურესად დაბალია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, გაბანკროტებულია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 მაისი 2026, 00:19
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: სინდოშიც, სამღვდელოებაში განსხვავებული აზრებია, განსხვავებული ხედვებიც არის, ეს ცუდს არ მოასწავებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო III ძლიერი პიროვნებაა, ის კარგი ბერი იყო თავის დროზე, ძალიან სერიოზული და ბეჯითია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიოს III-ზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალ პატრიარქს უყვარს გუნდური მუშაობის პრინციპი და ისმენს რჩევებს.
14 მაისი 2026, 00:07
საზოგადოება
დღეს თამარობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.
14 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
გიორგი ფუტკარაძე: სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. როდესაც უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები არხის შეზღუდვას იწყებენ
სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემის, „იმედი LIVE“ წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ.
13 მაისი 2026, 23:59
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა
ხელახალი მისიონერობა იწყება, სამყაროს სხვანაირი დანახვა, მიტანა ადამიანებამდე იმის, რაც ქრისტემ მოგვიტანა და რაც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიოს III-ზე საუბრისას. მისივე თქმით, ახალ პატრიარქს ეპისკოპოსობის პერიოდში ნათქვამი აქვს, რომ ეკლესიის კარის ფართოდ გაღებაში სამღვდელოების ხალხში გასვლას გულისხმობს.
13 მაისი 2026, 23:55
საზოგადოება
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ილია მეორის წასვლა არის მისი საქმიანობის არა დასასრული, არამედ ახალი საქმიანობის დასაწყისი - უწმინდესი შიო მის გზას გააგრძელებს
უწმინდესი შიო არის ნამდვილად ღირსეული და ყველასთვის საყვარელი. ყველამ დავინახეთ, როგორი სითბოთია და სიყვარულით სარგებლობს ეს ადამიანი ხალხში, როგორი პოზიტიური განწყობაა მთელს ერში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შიო მესამე ილია მეორის გზას გააგრძელებს.


