IMEDI /  27 იანვარი 2022, 09:26 / სანდო წყარო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა თანასოფლელი მოკლა

გურჯაანიის მუნიციპალიტეტში კაცმა თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კალაურში მოხდა. არსებული ინფორმაციით, 60 წლის გ.მ.-მ 36 წლის მეზობელი, გ.ჩ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება.

„ყველამ ვიცით, რომ 2013 წელს გ.ჩ.-მ გ.მ.-ს დისშვილი მოკლა. დღეს სახლთან მთვრალს ჩამოუვლია გ.ჩ.-ს, რა დროსაც გ.მმ-მ შეაგინა. ამის შემდეგ მღებრიშვილი მას სანადირო თოფით გამოეკიდა და ესროლა”, - ჰყვება მეზობლი.

პოლიციამ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული უკვე დააკავა. ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ბრალდებას წარუდგენენ.

ყველა სიახლე

16 მაისი 2022, 16:10

საზოგადოება

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსზღვრული 2020 წლის 1 იანვრისა. ამას ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.

ავთანდილ თალაკვაძე

16 მაისი 2022, 16:10

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა

„მთავრობასთან ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად მუშაობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის და განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის მიმართულებით - წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. დავიწყეთ მზადება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მოსაწესრიგებლად - შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო-სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა და ჩემმა მოადგილეებმა აქტიურად იმუშავეს - ეს არის მედიკამენტები. პრემიერ მინისტრის ინიციატივამ თურქეთთან იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, სერიოზული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს და ფასების არსებითი შემცირება გამოიწვია მედიკამენტებზე. როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენც ვასრულებთ პირობას და ხელი მოვაწერე მემორანდუმს სააფთიაქო ქსელებთან, რომელიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება - მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს შეიძინენ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 16:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 15:57

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს

ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელანი ჟოლი

16 მაისი 2022, 15:56

მსოფლიო

მელანი ჟოლი: კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს

„ჩვენ უნდა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირება მოვახდინოთ. სანქციებთან დაკავშირებით კანადა ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ ვართ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მომხრე და უფრო მეტიც, მათი სწრაფად გაწევრიანება უნდა მოხდეს. კანადას ბევრი რამ აქვს საერთო ფინეთთან და შვედეთთან. ჩვენ ღირებულებები გვაკავშირებს. კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს. ჩვენ ამის გაკეთება რამდენიმე დღეში შეგვიძლია. ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა მათაც სწრაფად შეძლონ პროცედურების წარმართვა“, - განაცხადა მელანი ჟოლიმ.

16 მაისი 2022, 15:53

საზოგადოება

ხვალიდან საქალაქთაშორისო მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 მაისიდან მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება.

თამარ გაბუნია

16 მაისი 2022, 15:38

საზოგადოება

სისხლის დონორობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ - ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ +15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - ეს საკითხი გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო პოლიტიზირებული, აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნეს

„ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო“.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები; ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

16 მაისი 2022, 15:31

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მომგებიანი“ პოზიციაა, 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“

ძალიან „მომგებიანი“ პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებითა და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“ - ძალიან „მომგებიანი“ პოზიციაა, - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს.

16 მაისი 2022, 15:25

პოლიტიკა

ივან კორჩოკი: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამივე ასოცირებულ ქვეყანას, მაგრამ უპირველესი რაც უნდა გავაკეთოთ, იმ ქვეყნის მორალური წახალისებაა, რომლის მოქალაქეებიც იღუპებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვას და საქართველოს განზე გადადება ხდება

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სამივე ასოცირებულ ქვეყანას, მაგრამ უპირველესი რაც უნდა გავაკეთოთ, იმ ქვეყნის მორალური წახალისებაა, რომლის მოქალაქეებიც იღუპებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ მოლდოვას და საქართველოს განზე გადადება ხდება. საქართველოშიც და მოლდოვაშიც იციან სლოვაკეთის პოზიცია. მე ვაგრძელებ ამ პოზიციის დაფიქსირებას. მე წარმოვადგენ სლოვაკეთის დამოკიდებულებას. დღეს შევხვდებით დმიტრო კულებას. კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის ეგზისტენციალურ მომენტში სწორი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კორჩოკმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:22

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს

ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

16 მაისი 2022, 15:20

საზოგადოება

IX, X და XI კლასელებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მეხუთედ აცხადებს, - ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

16 მაისი 2022, 15:16

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 13-14 მაისს ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“-ის ფარგლებში სასემინარო შეხვედრა და მხატვრების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსში „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტის „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“-ის ფარგლებში, 13-14 მაისს სასემინარო შეხვედრა და მხატვრების პრეზენტაცია გაიმართა.

თამთა მეგრელიშვილი

16 მაისი 2022, 15:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნოდარ მელაძე რომ სასამართლომ გაამართლა, ყიჟინა ჰქონდათ ატეხილი, გავიმარჯვეთო, სასამართლო ახლა გახდა მართული? როგორ არის ეს ამბავი?

რამდენიმე დღის წინ, ნოდარ მელაძე რომ სასამართლომ გაამართლა და „რუსთავი2“-ს მისთვის 80 000 ლარის გადახდა დააკისრა, ყიჟინა ჰქონდათ ატეხილი - აი, გავიმარჯვეთო, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

16 მაისი 2022, 15:06

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა აგრესიის მსხვერპლია და ამიტომ ვართ ფოკუსირებულებულები მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მომავალზე ვალდებულებას არ ვიღებთ

„უკრაინას კანდიდატის სტატუსი უნდა მივანიჭოთ. პოლიტიკური თვალსაზრისით, მე დაბრკოლებას ვერ ვხედავ. ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს ევროკავშირში ხვალვე გაწევრიანებას“.

ანალენა ბერბოკი

16 მაისი 2022, 15:02

მსოფლიო

ანალენა ბერბოკი: ევროპული იდენტობისა და ევროპისადმი კუთვნილების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინა დღეს ევროპის მშვიდობის წესრიგისთვის იბრძვის

ევროპული იდენტობისა და ევროპისადმი კუთვნილების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ჩვენ ახლა ვხედავთ, - ამის შესახებ „ქრონიკას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკიმ განაცხადა. მან კომენტარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გააკეთა.

ზურაბ ქადაგიძე

16 მაისი 2022, 15:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს ხელუხლებელი „კასტა“, რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისთვის, თუმცა საქართველოში არის მცდელობა, ჩამოყალიბდეს რაღაც ხელუხლებელი "კასტა", რომელთაც ყველაფრის უფლება აქვთ და ნებისმიერ დანაშაულს აირიდებენ პოლიტიკური საფარველით, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.