05 ივლისი 2022, 17:33 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათობით მლნ ლარის ინვესტირება განახორციელოს იმისთვის, რომ წყალტუბო თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი გახდეს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ უნიკალურ ადგილას, უნიკალურ კურორტ წყალტუბოში და გვსურს წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს მთავრობა ამ უნიკალური კურორტის განვითარებას, როგორია ჩვენი ხედვა, გეგმა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმა არის დასრულებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია წყალტუბოს უნიკალურობა.

„იყო მთავარი პრობლემა, - უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი იყო მოუგვარებელი. კერძოდ, ინვესტორი და მფლობელი ამ წყლის რესურსების იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ გამოვისყიდეთ და მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი. და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930-იანი წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, - აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ, ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, - წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც. ყველაფერი არის დასრულებული და ახლა ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს. და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, 500 მლნ ლარი წყალტუბოს აღსადგენად. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი თუ სხვ. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა კურორტი.

მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს, ინფრასტრუქტურა კურორტთან იყოს კეთილმოწყობილი. ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა უკვე მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის, ასე ვთქვათ, სიახლოვე დამატებითი უპირატესობა იქნება წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, რაც მთავარია, წყალტუბოს უნიკალურობა, მისი ბუნება, წყალი, ეს რესურსები ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს წყალტუბოს მხოლოდ 25 000 ვიზიტორი ეწვია და ჩვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდით ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ისე მთლიანად რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორისა და მთავრობის ძალისხმევით გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ, ამავე დროს, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია საზოგადოებას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.

პროექტის ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაცვით განხორციელდება, როგორებიცაა კურორტის იდენტობისა და ავთენტურობის შენარჩუნება, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო მნიშვნელობის შეძენა და საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად გადაქცევა.

პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას.

წყალტუბო დამსვენებლებს შესთავაზებს არა მხოლოდ უნიკალურ თერმულ წყლებს, არამედ უმაღლესი ხარისხის დასვენებას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, ბუნების ძეგლებს, რითაც ცნობილია არა მხოლოდ წყალტუბო და იმერეთი, არამედ - მთელი საქართველო.

წყალტუბოს მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2026, 18:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა

2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 18:41

მსოფლიო

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 43-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და ქალაქის პროკურატურა ავრცელებენ.

მეთიუ უიტაკერი

23 სექტემბერი 2026, 18:32

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტთა სიაში ევროპას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია.

გიორგი აბაშიშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:32

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მდგრადობას, რაც ერთგვაროვნად არის დამსახურება ხელისუფლების ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკისა - თუ ჩავხედავთ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს, დავინახავთ, რომ რეგიონში, ახლო სამეზობლოში საქართველო ამ კუთხით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ზრდის პროგნოზი

ეს არის ძალიან კარგი შედეგი ქართული ეკონომიკისთვის, იმ გარე და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც გვაქვს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზის გაზრდასთან დაკავშირებით.

23 სექტემბერი 2026, 18:31

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის თემტურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება.

გიორგი აბაშიშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:16

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში

ის, რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აშკარად ეს არის საქართველოს და სემეკის აღიარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

23 სექტემბერი 2026, 18:15

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს შემთხვევაში, არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს - დღეს საქართველოში რა ინვესტიციაც დაიწყო, ყველა წარმატებით გრძელდება

არ არსებობს ინვესტორი, რომელიც არ რეაგირებდეს, როდესაც მის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში ნეგატიური კამპანიაა, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 18:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან

პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ოლიგარქი გათავისუფლებული ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 17:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი

„ჩვენი ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია. ევროკავშირის არსებულ მმართველობას და ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა, საქართველოზე უდიდესი ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამ ზეწოლას ვუძლებთ და ქვეყნის განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 17:54

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე

დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

23 სექტემბერი 2026, 17:34

მსოფლიო

ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს

„ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ძალიან ბევრი სკა გვაქვს შესამოწმებელი. ახლა საფუტკრეებს ვუვლით და ვითარებას ადგილზე ვამოწმებთ“, - აღნიშნა მეფუტკრემ.

23 სექტემბერი 2026, 17:28

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის საქმის ორი ეპიზოდი განიხილეს - საქმის სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბერს გამოცხადდება

„განხილული იყო ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბატონი ზაურ ხატიაშვილის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სალომე არაბულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ასევე 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას. შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის შემდეგ.

გიორგი პატარიძე

23 სექტემბერი 2026, 17:28

საზოგადოება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მისამართით

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არცერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.

23 სექტემბერი 2026, 17:24

თავდაცვა

აშშ საელჩო: აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სფეროში ქართველ კოლეგებს შეხვდა - შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

23 სექტემბერი 2026, 17:23

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა

საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოაკვლიეს. სასამართლოში კახა კახიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე გამოიკითხნენ.

ერიკ ტრამპი

23 სექტემბერი 2026, 17:22

პოლიტიკა

ერიკ ტრამპი: გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად გავხსენით Trump Tower Tbilisi! ეს ახალი, შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს ქალაქის თანამედროვე, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბებას

ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე წერს. „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ახალი ღირსშესანიშნაობა თბილისის ცენტრალური ნაწილის განვითარების ქვაკუთხედად იქცევა.

23 სექტემბერი 2026, 17:21

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გიორგი ფეიქრიშვილმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარით) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.

23 სექტემბერი 2026, 17:19

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

23 სექტემბერი 2026, 17:17

მსოფლიო

ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ

„ინციდენტის საპასუხოდ ჰაერში აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებლები, სახმელეთო თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ინციდენტის ხასიათი მოწმობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმებას“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.