24 აგვისტო 2022, 12:01 / სანდო წყარო

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართა. აგროოლიმპიადა 2022-ის გამარჯვებულები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა დააჯილდოვეს.

აგროოლიმპიადა 2022-მა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას და ზოგადად, აგრარულ დარგს განვითარების დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ სჭირდება კერძო სექტორს პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები. მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა გამარჯვებულმა მიიღო ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიადის ორგანიზატორებს, დონორ ორგანიზაციებს, რომლებმაც შეძლეს მოტივაცია გაეჩინათ აგრარული დარგით დაინტერესებული სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის - ფერმერებისთვის, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის. მადლობას ვუხდი ოლიმპიადის პარტნიორ ყველა კომპანიას, რომლებმაც მნიშვნელოვანი პრიზები გადასცეს გამარჯვებულებს. მინდა, მივულოცო და წარმატება ვუსურვო ეროვნული აგრარული ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს. მჯერა, რომ თითოეული მათგანი, თავის ცოდნას და გამოცდილებას ქვეყნის განვითარებას მოახმარს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა, ქვეყნის მასშტაბით და ზოგადად რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი კონკურსია. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას.

წელს, აგროოლიმპიადა 2022-ში 964 კონკურსანტი მონაწილეობდა და, კატეგორიების შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაში, 38 გამარჯვებული გამოვლინდა.

აგროოლიმპიადა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე, პოპულარიზაციისთვის, რომ სოფლის მეურნეობა მიმზიდველი, საინტერესო დარგია. მნიშვნელოვანია, ახალი შესაძლებლობები შეიქმნას, დარგში ახალი ძალები მოვიზიდოთ. მონაწილეების გაზრდილი რაოდენობა აჩვენებს, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულება სულ უფრო საინტერესო ხდება. ცალკე ხაზგასასმელია ბევრად მეტი პარტნიორის ჩართულობა - კომპანიებმა გამარჯვებულებს, პრიზების სახით, სტაჟირება და დასაქმებაც კი შესთავაზეს. სწორედ ეს არის ახალი გზა სოფლის მეურნეობის სფეროში მეტი ადამიანის მოზიდვისაკენ“, - აღნიშნა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

აგროოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას 4 კატეგორია - სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე წარმოადგენდა, ხოლო საკონკურსო მიმართულებები - აგრონომიას, ვეტერინარიას, ღვინის ტექნოლოგიას, სასურსათო ტექნოლოგიას, მექანიზაციას, სატყეო საქმესა და მოსწავლეებისთვის, გაერთიანებულ საკითხებს (სოფლის მეურნეობა, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია) მოიცავდა.

წელს, უპრეცედენტოდ მაღალი იყო აგროოლიმპიადის მიმართ ინტერესი და ჩართულობა კერძო კომპანიების მხრიდან. აგროოლიმპიადა 2022-ის პარტნიორები გახდნენ კომპანიები: შპს ნატსჯი; თიბისი ბიზნესისთვის; ბეკო; ფერმერთა ასოციაცია; შპს კერკი; შპს კულა; შპს აჩინებული (ალალი); ინვეტფიდი; შპს აგრომოტორსი; შპს აგროლეინი; დაცული ტერიტორიების სააგენტო; ჯეონატურალსი; შპს აგროქოზიყი; წერტი; აგროსფერო; აგრონომი; ალდაგი; ბარაქა და მეღვინეობა შუმი, რომლებმაც გამარჯვებულებისთვის მნიშვნელოვანი პრიზები - ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით, ფულადი პრიზები, წარმოებული პროდუქციის ნაკრები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა პიზები დააწესეს.

„ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, მოხარულნი ვართ და გვეამაყება, რომ უკვე მეორედ მხარს ვუჭერთ აგრარულ ოლიმპიადას და დღევანდელ ცერემონიას. ღონისძიება წარმატებული გამოდგა და ამას ამტკიცებს წელს ოლიმპიადის მონაწილეთა თითქმის გაორმაგებული რაოდენობა. ოლიმპიადა ნამდვილად არის სოფლის მეურნეობის სექტორის ადვოკატირების, მისი პოპულარიზაციის, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრადობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ხელს შეუწყობს საქართველოში (სოფლის მეურნეობის) პროდუქტიულობის გაზრდას. ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი მხარდამჭერი კომპანიის ჩართულობა პროექტში და ველით, რომ მომავალ წელს, ოლიმპიადა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა. დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით იმართება. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC), „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“ (ADA), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ყველა სიახლე

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

იოჰან ვადეფული

31 აგვისტო 2026, 14:32

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:30

სამართალი

საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა

საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.

31 აგვისტო 2026, 14:29

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

ირაკლი ქადაგიშვილი

31 აგვისტო 2026, 14:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია

ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 14:26

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

31 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.

ალექსანდრ სტუბი

31 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს

ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.

31 აგვისტო 2026, 13:48

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

31 აგვისტო 2026, 13:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.

31 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 13:05

რეგიონი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

31 აგვისტო 2026, 13:03

საზოგადოება

„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 12:44

მსოფლიო

„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.

31 აგვისტო 2026, 12:36

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.