imedi /  26 სექტემბერი 2022, 17:02 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა და აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბრეგაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე.

მინისტრმა ნაზატ შამიმ ხანთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა; ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა და წამება; არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

მან იმედი გამოთქვა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს კვალდაკვალ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოც, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარ ფაქტებს, შესაბამის სასჯელს დააკისრებს ყველა დამნაშავეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესში.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. იუსტიციის სამინისტრო, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის მაკოორდინირებელი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ჩხეტიანი

07 ივნისი 2026, 22:24

საზოგადოება

ნიკოლოზ ჩხეტიანი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ 100%-ით დაფინანსებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუს” მიერ. ეს არის უნიკალური მდგომარეობა, სადაც ქველმოქმედმა, მეცენატმა დააფუძნა არა კერძო უნივერსიტეტი, არამედ დააფუძნა და აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებელს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი „ქართუს“ უმნიშვნელოვანესი პროექტია - ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდის საქველმოქმედო პროექტების, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ისაუბრა.

კაპიტონ ჟორჟოლიანი

07 ივნისი 2026, 22:11

რეგიონი

კაპიტონ ჟორჟოლიანი: 1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა. მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და იქიდან ხალხი არ დაცალა, მაგრამ 2016 წლიდან, როდესაც მაინინგი შემოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში

1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა. მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და იქიდან ხალხი არ დაცალა, მაგრამ 2016 წლიდან, როდესაც მაინინგი შემოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

07 ივნისი 2026, 22:10

ჯანდაცვა

ფონდი „აი ია“ - სიკეთის სახლი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ გაგაცნობთ ბიჭს, რომელმაც კოხლეარული იმპლანტაციის შემდეგ ხმა პირველად გაიგონა - ეს არის მომენტი, რომელიც სიტყვებით ძნელად გადმოიცემა.

ნიკოლოზ ჩხეტიანი

07 ივნისი 2026, 21:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ ჩხეტიანი „დინოტოპიასთან“ დაკავშირებულ სპეკულაციებზე: ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ ცრუ ბრალდებებს. გამოაგორებენ უსახელო ექსპერტებს, რომლებიც ჭკვიანი სახით და უცხოური ტერმინების რახარუხით ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროექტ დინოტოპიის“ შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინიციატივა სახელმწიფოსგან წამოვიდა.

07 ივნისი 2026, 21:46

ეკონომიკა

თბილისმა მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა - პატარა ქვეყნების დიდი გამოწვევა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საერთაშორისო ექსპერტები, ანალიტიკოსები, მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისა და ბიზნესორგანიზაციების ხელმძღვანელები, დიპლომატები და პოლიტიკოსები - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი ანალიტიკური ხედვებით გლობალური დღის წესრიგის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

07 ივნისი 2026, 21:20

საზოგადოება

ქველმოქმედების მტრები „დინოპარკის“ წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ოპოზიციამ თუ მათთან დაკავშირებულმა ე.წ. ექსპერტებმა სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება. თითქოს თანმდევ პროცესად აქციეს ყველა იმ ქველმოქმედების მიმართ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებენ.

გიორგი მიქაია

07 ივნისი 2026, 21:16

სამართალი

გიორგი მიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული

თაღლითურ ქეისებში არსებობდა დოკუმენტები, თითქოს წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებს, გაყალბებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბარათები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, სადაც თითქოს მითითებული იყო, რომ მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე საუბრისას.

07 ივნისი 2026, 21:00

პოლიტიკა

სიძულვილის ენა საქართველოშიც დაისჯება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ნებისმიერი სიტყვა ან გამონათქვამი, რომლის გამოც შესაძლოა, სასამართლოს წინაშე აღმოჩნდეთ, თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა გააკონტროლოს - მნიშვნელოვანია ქცევის, ემოციებისა და ოპონირებისას თუ შეფასებისას, სიძულვილისგან თავისუფალი, ცივილური და პასუხისმგებლობიანი კომუნიკაცია.

07 ივნისი 2026, 20:40

სამართალი

მესტია - ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების ეპიცენტრი და კონტროლი კრიპტომაინინგზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მესტია კრიპტომაინინგის ჩრდილიდან გამოსვლას იწყებს. დაბა ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების ეპიცენტრად იქცა, რის გამოც სახელმწიფოს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოუხდა.

07 ივნისი 2026, 20:34

მსოფლიო

სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა - საპარლამენტო არჩევნები დაკავებების ფონზე. ბოლო ცნობები ერევნიდან „იმედის კვირაში“

სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.

07 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ყალბი „ქეისები“ ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მისაღებად - ბრალდებულები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე თაღლითური გზით გამდიდრებას ცდილობდნენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ყალბი „ქეისები“ ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მისაღებად - ბრალდებულები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე თაღლითური გზით გამდიდრებას ცდილობდნენ. მათი ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილზე კი ძებნაა გამოცხადებული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 ივნისი 2026, 19:47

პოლიტიკა

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

07 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 48,92% შეადგინა

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინა, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 17:00 საათის მონაცემებით ხმა 989 972 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 38,17%-ს შეადგენდა.

07 ივნისი 2026, 18:07

სპორტი

სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

07 ივნისი 2026, 18:04

მსოფლიო

სამართალდამცველებმა გიუმრიში „ძლიერი სომხეთის“ ოფისში პარტიის წევრები დააკავეს

ბლოკმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადვოკატებს ოფისში შესვლისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ.

პატრიარქი შიო III

07 ივნისი 2026, 18:01

საზოგადოება

პატრიარქი შიო III: თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით

თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

ფრიდრიხ მერცი

07 ივნისი 2026, 18:00

მსოფლიო

INSA: ფრიდრიხ მერცის საქმიანობით გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი

ასევე, გამოკითხვამ დააფიქსირა თავად მერცის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში: INSA-ს გამოკითხვის რესპონდენტთა რეკორდულმა 77%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით, რაც 6 პუნქტით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.

07 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ.

07 ივნისი 2026, 17:35

სპორტი

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

07 ივნისი 2026, 17:35

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი მიმდინარეობს

600-ზე მეტი ბავშვის ნათლია, რომლებიც ოჯახების, მესამე და მომდევნო შვილებია, შიო მესამე იქნება. ის ილია მეორის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს.