imedi /  26 სექტემბერი 2022, 17:02 / სანდო წყარო

რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილე ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა და აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბრეგაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან. ამ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე.

მინისტრმა ნაზატ შამიმ ხანთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უკვე დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდა; ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მკვლელობა და წამება; არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა.

მან იმედი გამოთქვა, რომ, სტრასბურგის სასამართლოს კვალდაკვალ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოც, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში მომხდარ ფაქტებს, შესაბამის სასჯელს დააკისრებს ყველა დამნაშავეს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენის პროცესში.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და თანმიმდევრული სტრატეგიული სამართალწარმოება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. იუსტიციის სამინისტრო, როგორც საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის მაკოორდინირებელი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოებში.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

01 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „მეამას" ვითომ მედასავლეთე დირექტორმა ლაშა შარიქაძემ „პოსტივისა" და „იმედს" ბოიკოტი გამოუცხადა; ამ ტელეარხების მრავალრიცხოვანი მაყურებლის ბოიკოტით კომპანიას დააზარალებს ეს ანგაჟირებული მარკეტოლოგი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში “მეამას” განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “იმედთან და “პოსტივისთან” თანამშრომლობას წყვეტს.

რომის პაპი

01 მარტი 2026, 15:47

მსოფლიო

რომის პაპი ირანში მიმდინარე მოვლენებს „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს

„უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედიის საფრთხის წინაშე, მივმართავ ჩართულ მხარეებს, აიღონ მორალური პასუხისმგებლობა და შეაჩერონ ძალადობის სპირალი, ვიდრე ის გამოუსწორებელ უფსკრულად იქცევა“, - განუცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.

ზურაბ ქადაგიძე

01 მარტი 2026, 15:46

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე „მეამაზე“ : თუ საკუთარი ქვეყნის დასანქცირების მომხრეებს „უსამშობლოებს“ ვუწოდებთ, მაშინ კომპანია, რომელიც ამ სანქციებს შიდაპოლიტიკური დევნისთვის იყენებს და ეროვნულ ინტერესებს ღიად უპირისპირდება, რა ეწოდება?

რა საინტერესოა „მეამას“ გადაწყვეტილება, რომ ითანამშრომლოს უცხოურ სანქციებთან და არა ქართულ მედიასთან. სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს და შესყიდვებს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც პოლიტიკურ ინსინუაციებს ეწევიან - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კაია კალასი

01 მარტი 2026, 15:33

მსოფლიო

კაია კალასი: გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის​

„ალი ხამენეის გარდაცვალება ირანის ისტორიაში გარდამტეხი მომენტია. რა მოხდება შემდგომ, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა ახლა გაიხსნა გზა სხვა ირანისკენ, სადაც მისი ხალხი, შესაძლოა, მეტ თავისუფლებას მიიღებს თვითგამორკვევისთვის“, - წერს კალასი.

შაკო კუჭაშვილი

01 მარტი 2026, 15:26

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი კომპანია „მეამაზე“: იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!

„როცა ბიზნესი ამ ხელისუფლების პირობებში ააწყვე, ფეხზე გაიმართე, ფული იშოვე. იმ ტელეკომპანიასთან გასულმა რეკლამებმა უამრავი დივიდენდი მოგიტანა, ვისაც ახლა გარე დავალებით ემიჯნები - შენ იმსახურებ ბოიკოტს ქართველი ხალხისგან!”- წერს კუჭაშვილი.

თამარ ჩიბურდანიძე  

01 მარტი 2026, 15:21

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე „მეამას" განცხადებაზე: 1 300 000-მდე მოქალაქის პროტესტი უფრო მძიმე იქნება „მეამას" კომპანიისთვის, თუ ბრიტანეთის სანქციები „იმედსა" და “პოსტივიზე”? ასეთი განაჩენი თვითლიკვიდაციის ტოლფასია

„ხალხის ძალის" წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, „მეამას" განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ისინი არ აპირებენ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტივისთან" თანამშრომლობას.

ლაშა ბექაური

01 მარტი 2026, 15:01

სპორტი

ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალშია. მან ნახევარფინალში იაპონელი რიკუ ოკადა დაამარცხა.

01 მარტი 2026, 14:59

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის მაღალი რანგის სამხედროების უმრავლესობა გაანადგურეს

„პრევენციული ოპერაციის დაწყებისთანავე, ისრაელის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 40 მაღალი რანგის მეთაური - ეს არის ისტორიული დარტყმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების სადაზვერვო მონაცემების წყალობით გახდა შესაძლებელი“, - ნათქვამია „ცაჰალის“ განცხადებაში.

ვატო შაქარიშვილი

01 მარტი 2026, 14:53

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი „მეამას” დირექტორის განცხადებაზე, რომ არ ითანამშრომლებს „იმედთან” და „პოს ტვ”-თან: სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი კომპანიის “მეამა” დირექტორის, ლაშა შარიქაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან” და „პოს ტვ”-თან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

01 მარტი 2026, 14:48

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, ენჯეოებიდან ტელევიზიებამდე, ამის აბსოულუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს - ომი ახარებთ და ბომბების წვიმას შენატრიან საქართველოში

უსამშობლოებით და აგენტებით რომ არის დაკომპლექტებული სრულად ოპოზიციური ველი, ენჯეოებიდან ტელევიზიებამდე, ამის აბსოულუტურად ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია წერს სოციალურ ქსელში.

01 მარტი 2026, 14:48

რეგიონი

სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამოც, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარიამ ლაშხი

01 მარტი 2026, 14:40

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გვექნება ორმხრივი შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე თეთრ სახლში და საქართველოს მხრიდან გაჟღერდება მზაობა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს

სუვერენული ერების ალიანსის პირველი ფორუმი იმართება, სადაც სრულუფლებიან წევრებად ვიქნებით წარმოდგენილები. ამ ღონისძიების მთავარი არსია ის, რომ სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.

აიათოლა ალირეზა არაფი

01 მარტი 2026, 14:35

მსოფლიო

ირანის უზენაესი ლიდერის მოვალეობებს აიათოლა ალირეზა არაფი შეასრულებს

არაფი დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჟეისთან ერთად იმუშავებს.

01 მარტი 2026, 14:30

საზოგადოება

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზების წმენდა გრძელდება. გაიწმინდა თბილისის ქუჩები არსებული გადასასვლელები, გაჩერებები. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე: გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან

გვექნება საუბრები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

ანტონიუ გუტერეში

01 მარტი 2026, 14:23

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს

„საბრძოლო მოქმედებები ჯაჭვური რეაქციის რისკს მოიცავს, რომლის კონტროლსაც ისედაც არასტაბილურ რეგიონში უკვე ვერავინ შეძლებს. საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგითა და მოლაპარაკებებითაა მიღწევადი“, - განაცხადა გუტერეშმა.

01 მარტი 2026, 14:19

მსოფლიო

ევროკავშირი ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩართვის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ. ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - წერს კალასი.

01 მარტი 2026, 14:14

ეკონომიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

1 მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.

ცოტნე ანანიძე

01 მარტი 2026, 14:10

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად უნდა ვხედავდეთ, რომ სამეზობლოში მეოთხე ომისა და გარე უსამართლო წნეხის პირობებში, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას და ირანში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, სოციალურ ქსელში ეხიანება და აცხადებს, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობსა და სტაბილურობას.

01 მარტი 2026, 14:04

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო დარტყმების ვიდეომასალას ავრცელებს

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ ირანში სამიზნეების განადგურებაა ასახული. სამხედრო უწყების განცხადებით, ირანი გაფრთხილებულია, რომ არმია შემდგომი ქმედებების შესახებ განკარგულების მოლოდინშია.