შტორმის შედეგად დაზიანებულ ბათუმის ბულვარში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა
ფოტო: Facebook
შტორმის შედეგად დაზიანებულ ბათუმის ბულვარში სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, შტორმის შედეგად დაზიანებული მონაკვეთები შემოისაზღვრა და შესაბამისი სამუშაოები შესრულდა. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთებზე აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა.
„შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბ.მ პლაჟწარმომქმნელი მასალა“, - აცხადებენ მერიაში.
ყველა სიახლე
16 ივნისი 2026, 14:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა.
16 ივნისი 2026, 14:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას
თქვენ დაქვემდებარებული და მეორე ხარისხოვანი ერი გინდათ იყოთ, რომელიმე გაერთიანებაში?!, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა - შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი უკან გამოიწვიოს.
16 ივნისი 2026, 14:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში
ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
16 ივნისი 2026, 14:45
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა.
16 ივნისი 2026, 14:42
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცური“ იდეოლოგია არის ანტიქართული იდეოლოგია
ნათამაშები დაპირისპირებებს, გაყოფასა და შეკოწიწებას უკვე 14 წელია ვაკვირდებით. პრობლემა არ არის იმაში, ვინ ვის ებრძვის და საკუთარი მმართველების წინაშე ვის უნდა რომ ქულები ჩაიწეროს, პრობლემა არის იდეოლოგიური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
16 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრის სამდივნომ ცენტრალური ევროპის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულება MCC Brussels-ს რეგისტრაცია შეუჩერა: „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა, რომ ჩვენი ხმა ჩაახშონ, რადგან დაუღალავად ვაკრიტიკებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ მანქანას“
ევროკავშირის ბიუროკრატია MCC Brussels-ს უტევს. ინფორმაციას ცენტრალური ევროპის წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ცენტრის, მათიას კორვინუსის კოლეგია - MCC Brussels-ი ავრცელებს.
16 ივნისი 2026, 14:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში გვექნება ხელშესახები შედეგი და ჩვენ შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ორმხრივი შეხვედრისას საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პერსპექტივების შესახებ.
16 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე მაკრონის პასუხის შესახებ: ბუნებრივია ბატონი მაკრონის წუხილი - არავის უხარია, როდესაც საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ქვეყანა ერევა
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ტრამპის მუქარაზე ემანუელ მაკრონის პასუხს ეხმიანება, რომელმაც თქვა, „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს.”
16 ივნისი 2026, 14:20
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი მაკრონის განცხადებაზე: უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს
„პირველ რიგში, უკეთესი იქნება, რასაც სხვას ურჩევს, ის თვითონ რომ გაითვალისწინოს, ვინაიდან გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ერეოდა საფრანგეთი საქართველოში, იქნებოდა ეს გამჭვირვალობის შესახებ, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი თუ სხვა. სინამდვილეში, ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. როდესაც თვითონ [საფრანგეთს] ეხება გარკვეული საკითხები და მერე გამოთქვამს პროტესტს, რა თმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ კრიზისზე, რაც ორმაგმა სტანდარტმა მოიტანა ევროპაში“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
16 ივნისი 2026, 14:17
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა
16 ივნისი 2026, 14:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“, რომელსაც სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ რაც სხვადასხვა დროს მოქალაქეს მიჰყიდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
16 ივნისი 2026, 14:08
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: სერბეთთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის გაფართოებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა.
16 ივნისი 2026, 14:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას
„საქართველოსა და სერბეთს შორის უკვე არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი საქართველოში პრეცედენტულია, როგორც საპრეზიდენტო რანგის პირველი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან დიდ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
16 ივნისი 2026, 14:06
სამართალი
პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა
მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის. მისი თქმით, ფინანსური დანაშაული სულ უფრო დახვეწილ ფორმებს იღებს და იყენებს ვირტუალურ აქტივებსა და სხვა ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებს; ამ გამოწვევაზე რეაგირების საუკეთესო მექანიზმი კი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.
16 ივნისი 2026, 14:05
პოლიტიკა
სერბეთის პრეზიდენტი: მადლიერი ვარ პრემიერ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო კონკრეტული თანამშრომლობის, უფრო ძლიერი პოლიტიკური გაგებისა და მეგობრობის პერიოდი დგება
მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრ კობახიძის თბილი მიღებისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ახალი ბიზნეს ინიციატივების, სატრანსპორტო კავშირების, ტურიზმის, ასევე გლობალური და რეგიონული გამოწვევების შესახებ მოსაზრებების გაცვლისთვის, - ასე ეხმაურება სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში.
16 ივნისი 2026, 14:05
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის. ფაქტობრივად, ევროკავშირი უკრაინელი ხალხის მკვლელობის გაგრძელებას აფინანსებს
ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს, რაც, ევროპელი ლიდერების შეშფოთებას იწვევს.
16 ივნისი 2026, 14:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე, დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს
16 ივნისი 2026, 13:59
მსოფლიო
ტრამპი: ირანში არანაირ ფულად ინვესტიციას არ ვდებთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ირანში არანაირი ფულადი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს.
16 ივნისი 2026, 13:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება
„შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ, კონკრეტულად კი ბელგრადსა და თბილისს შორის, რომელიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია სერბეთიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
16 ივნისი 2026, 13:48
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობაში დახმარების და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


