ენგურჰესში ციფრული მმართველობის დანერგვა იწყება
ფოტო: ენგურჰესი
ციფრული მმართველობის დანერგვის მიზნით, ენგურჰესს ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა თაღოვანი კაშხლის ტერიტორია დაათვალიერეს, არსებულ ნაგებობებს დეტალურად გაეცნენ და ორგანიზაციაში მოქმედი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დონის შესაფასებელი სამუშაოები ჩაატარეს. ციფრული მმართველობის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური დავალების გასაწერად, ავსტრიელი ექსპერტების ძირითად ამოცანას ენგურჰესის საკონტროლო სისტემის შემოწმება და საოპერაციო სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება წარმოადგენს.
„გლობალურ სამყაროში ციფრული ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ კი ამ ინიციატივით საწარმოს მართვის პროცესს ვამარტივებთ, რათა მოხდეს ყველა იმ რისკის გადაზღვევა, რაც ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, დაგეგმილია ენერგეტიკული ბირჟის გაშვება. შესაბამისად, რეფორმების ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ივაჭრებს და რა სტრატეგიით წავა კომპანია. ამასთანავე, ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამინდის პროგნოზთან, ჰიდროლოგიასა და საწარმოო-ტექნიკურ მდგომარეობასთან, ციფრული მმართველობით გადაზღვეული იქნება“, - განაცხადა ენგურჰესის კომერციულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ.
„ჰიდროელექტროსადგურებში მუშაობის გამოცდილების კუთხით, ჩვენი ორგანიზაცია ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია. მოხარულები ვართ, რომ ენგურჰესის საოპერაციო ტექნოლოგიების შეფასების მიზნით სწორედ ჩვენ მოგვიწვიეს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ უნდა გავცეთ რეკომენდაციები, რომლებიც ჰესის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად, რომელთა მოწვევითაც აქ ვიმყოფებით. ამ ვიზიტის მიზანია საოპერაციო სისტემის პერსონალთან გასაუბრება, რათა მივიღოთ ყველა ის ინფორმაცია თუ ცოდნა, რაც სიტუაციის შეფასებისთვის გვჭირდება. აქ პირველად ვარ და ვხედავ, რომ ეს არის ძალიან დიდი საწარმო, რომელიც მონიტორინგის სისტემის სრულ პაკეტს მოითხოვს და ამ პროცესში ძალიან ბევრი ტექნიკური აღჭურვილობაა ჩართული“, - განაცხადა ავსტრიული კომპანია „ვერბუნდის“ საკონსულტაციო და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვილფრიდ რაიხმა.
„ეს პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში, ეს არის ენგურჰესში ინფორმაციული ტექნოლოგიების დონის შეფასება. კერძოდ, რა დონეზე და რა სახის ტექნოლოგიებია აქ გამოყენებული, რამდენად პასუხობს ის თანამედროვე მოთხოვნებს, რა შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ მართვა უფრო ეფექტური გავხადოთ და წარმოების ხარისხი გავაუმჯობესოთ. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაცემების მიღება სხვადასხვა სენსორიდან ეფექტურად და სწრაფად მოხდება, შესაბამისად, რეაგირების ხარისხი და დრო გაუმჯობესდება. ეს კი ელექტროენერგიის გამომუშავებაზე პირდაპირ აისახება და რაც მთავარია, საშუალებას მოგვცემს, გრძელვადიანად დავგეგმოთ სარემონტო სამუშაოები, სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია, რამე პრობლემა ხომ არ აქვს რომელიმე დანადგარს და ა.შ. ვინაიდან ენგურჰესი ბაზარზე გასვლას აპირებს, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და ანალიტიკის ნაწილი,“- განაცხადა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იუჯითის“ ბიზნეს განვითარების დირექტორმა ზურაბ მაღრაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დეკემბერში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც ენგურჰესის ციფრულ მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მოიცავს 3 ეტაპს: 1. არსებული სიტუაციის აუდიტი, ანალიზი და ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, 2. შესაბამის მოწყობილობებთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და 3. ციფრული მმართველობის დანერგვა.
ტენდერში გაიმარჯვა შპს „იუჯითიმ“, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის ავსტრიული კომპანია „ვერბუნდი“ (მისი 51%-ის მფლობელია ავსტრიის სახელმწიფო). სწორედ ამ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების მიზნით ჩამოვიდნენ ავსტრიელი ექსპერტები საქართველოში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სამუშაო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან, რომეო მიქაუტაძესთან. უცხოელი სპეციალისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოშიც იმყოფებოდნენ. ავსტრიელი ექსპერტები ადგილზე განთავსებული ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 12:20
პოლიტიკა
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.
21 ივნისი 2026, 12:19
რეგიონი
რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა
„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 ივნისი 2026, 12:11
ტაბლოიდი
სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა
მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.
21 ივნისი 2026, 11:37
სპორტი
გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.
21 ივნისი 2026, 11:22
მსოფლიო
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აქცია გაიმართა
სერბეთის ქალაქ ნოვისადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საპროტესტო აქცია გაიმართა.
21 ივნისი 2026, 11:21
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელექტროსკუტერების ჩემპიონატი ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
21 ივნისი 2026, 11:16
მსოფლიო
ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა
ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. პოლონურ ჯილდოებზე უარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმავ თქვეს.
21 ივნისი 2026, 11:15
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბეგონია გომესი კორუფციული საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა. მას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას ედავებიან. მას პასპორტის ჩაბარება და სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება თვეში ორჯერ მოუწევს.
21 ივნისი 2026, 11:11
რეგიონი
ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
21 ივნისი 2026, 11:10
ჯანდაცვა
თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს.
21 ივნისი 2026, 11:06
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.
21 ივნისი 2026, 11:05
საზოგადოება
სკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.
21 ივნისი 2026, 10:56
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
21 ივნისი 2026, 10:55
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
21 ივნისი 2026, 10:40
მსოფლიო
ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების პრიორიტეტები დაასახელა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
21 ივნისი 2026, 10:23
მსოფლიო
მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც ლგბტქ+ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.
21 ივნისი 2026, 09:37
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება
ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
21 ივნისი 2026, 09:15
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
21 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
21 ივნისი 2026, 08:44
მსოფლიო
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.


