თორნიკე რიჟვაძე: ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენების ჯილდო 1 მილიონ ლარს გადააჭარბებს და გაორმაგებულ, გასამმაგებულ თანხას მიიღებენ
თორნიკე რიჟვაძე
ფოტო: აჭარის მთავრობა
ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილის ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.
,,მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის მიმართულებით გვაქვს არაერთი წარმატება. ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეულ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისთვის მოტივაციის გაზრდის და წახალისების მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ საპრიზო თანხა. გაორმაგდება და რიგ შემთხვევაში გასამმაგდება შესაბამისი საპრიზო ფონდი. თუ აქამდე იყო 400 ათას ლარზე მეტი, კორექტირების დროს შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და რა თქმა უნდა, წარმატებებიც პროპორციულად აისახება ჩვენი სპორტის სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს. გაზრდილ ჯილდოს ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებზე (დიდებში) გამარჯვებულები მიიღებენ.
რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა. სრულდება ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, ძალოსნები ისარგებლებენ ახალ თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო დარბაზით. ბათუმს კიდევ ერთი სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გამოცხადდა საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობის ტენდერი, რაც დადებითად აისახება სპორტსმენების მომზადების ხარისხსა და მათ წარმატებაზე.
ყველა სიახლე
10 ივლისი 2026, 12:59
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შემადგენლობით, ქალაქ იაუნდეში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
10 ივლისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც
„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია - არ შეიძლება, გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ.
10 ივლისი 2026, 12:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ზუსტად ეს მიდგომა - გარეთ სანქცია, შიგნით აქცია ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც
ზუსტად ეს მიდგომა - გარეთ სანქცია, შიგნით აქცია ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას.
10 ივლისი 2026, 12:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრული ორგანიზაციის ხელმძრვანელებთან, განვიხილეთ შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში, ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ განსაკუთრებით შემდეგი ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით
დღეს შეხვედრა მქონდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან. ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში, ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიასთან.
10 ივლისი 2026, 12:36
საზოგადოება
ცესკოსა და ახალგაზრდების შეხვედრაზე ბაკურიანში არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, საარჩევნო უფლება, არჩევნებში მონაწილეობის ფორმები, არჩევნების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა განიხილეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი სამგორის რაიონის გამგეობის ინიციატივით დაგეგმილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
10 ივლისი 2026, 12:35
სამართალი
სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას დეპარტამენტის დირექტორი ლევან კვიციანი და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
10 ივლისი 2026, 12:26
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: მიმართულებების რაოდენობა, საიდანაც რუსეთი შეტევას ახორციელებს, ორჯერ შემცირდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ფრონტზე ფაქტობრივად ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, პირადი შემადგენლობისა და ტექნიკაში ორმაგი უპირატესობის მიუხედავად.
10 ივლისი 2026, 11:58
საზოგადოება
გივი მიქანაძე UNESCO-ს სათავო ოფისში განათლების საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილე ქუნ ჩენს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ქუნ ჩენთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
10 ივლისი 2026, 11:51
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, რეგიონული და ადგილობრივი საბჭოების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
10 ივლისი 2026, 11:48
რეგიონი
ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება
იუსტიციის მინისტრმა, მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად, ბათუმის ახალ ბულვარში ახალი ქორწინების სახლის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. ადგილზე მათ პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტები და დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები განიხილეს.
10 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს დონალდ ტრამპის სახელი მიანიჭეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფლორიდის შტატში მდებარე პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტს მისი სახელი მიანიჭეს.
10 ივლისი 2026, 11:27
მსოფლიო
The Telegraph: ირანი აშშ-ის წინააღმდეგ სტრატეგიას ცვლის – მთავარი იარაღი მისი გეოგრაფიული მდებარეობაა
ირანის ხელისუფლება აშშ-თან დაპირისპირების ახალ ეტაპზე ქვეყნის გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებას გეგმავს.
10 ივლისი 2026, 11:23
სპორტი
RAF Georgia-ს მონაწილეებმა თბილისი დაათვალიერეს
RAF Georgia-ს მონაწილეებმა თბილისი დაათვალიერეს. მსოფლიო დონის მოჭიდავეები, მათ შორის UFC-ის ყოფილი ჩემპიონები მერაბ დვალიშვილი და ჰენრი სეხუდო, დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ესტუმრნენ.
10 ივლისი 2026, 11:20
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: როდესაც ზოგიერთი კვლავ ცდილობს ამტკიცოს, თითქოს საქართველო „მსოფლიოს რუკიდან გაქრა“, საერთაშორისო დისკუსიები ხშირად სწორედ იმ პროექტებს ეხება, რომელთა განხორციელებაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია
თურქეთში მიმდინარე NATO-ს და „Allies in Ankara“-ს პლატფორმაზე მიმდინარე დისკუსიების მსგავსებასა და განსხვავებებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის განმარტავს, ერთი ფორუმი მსოფლიო კრიზისების შედეგებს ეხებოდა, მეორე კი, განიხილავდა სამომავლო პროექტებს, რომლის აქტიურ მონაწილედ საქართველო განიხილება.
10 ივლისი 2026, 11:07
მსოფლიო
Depaul Ukraine-ის კვლევა: უკრაინაში უსახლკაროებს შორის გამოკითხულთა 40% იძულებით გადაადგილებული პირია - მათი წილი იზრდება
უკრაინაში, უსახლკარო ადამიანებს შორის, რომლებიც დახმარებისთვის მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციას, ყველაზე დიდი მოწყვლადი ჯგუფი იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები არიან და ისინი უსახლკაროთა 40%-ს შეადგენენ. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს საქველმოქმედო ფონდის Depaul Ukraine ავრცელებს.
10 ივლისი 2026, 10:51
პოლიტიკა
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის ( Regulatory Governance ) რეიტინგს აქვეყნებს.
10 ივლისი 2026, 10:42
მსოფლიო
The Caspian Post: როგორ შეიძლება ანკარის ნატოს სამიტმა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა შეცვალოს
ნატოს ანკარის სამიტმა, შესაძლოა, ალიანსის სტრატეგიულ ხედვაში სამხრეთ კავკასიის როლის ზრდას შეუწყოს ხელი. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით გამოცემა The Caspian Post-ი აქვეყნებს.
10 ივლისი 2026, 10:28
სამართალი
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
10 ივლისი 2026, 10:25
ეკონომიკა
გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.
10 ივლისი 2026, 10:24
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


