ბათუმში კონფერენცია „Partnerships4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია“ გაიმართა
ფოტო: UN Global Compact
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმში, სასტუმროში „ლე მერიდიენ ბათუმი“ კონფერენცია Partnerships 4SDGs - მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია გაიმართა.
კონფერენციის ფარგლებში, 8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებისა და ადგილობრივი კერძო სექტორის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
კონფერენცია 9 ივნისს, პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ქათამაძემ გახსნეს.
ღონისძიება პანელური დისკუსიებით გაგრძელდა. პირველ პანელში მონაწილეობა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან გვალიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, ნათია წიქარაძემ, USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ახალაიამ და ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტმა, ოთარ ანთიამ მიიღეს. მსჯელობა 2030 წლის დღის წესრიგის პოლიტიკის დონეზე ლოკალიზაციას შეეხო.
მეორე პანელის ფარგლებში, ევრორეგულაციების და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საუკეთესო პრაქტიკა დამსწრეებს „თიბისი ბანკის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის კოორდინატორმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, იზა გოცაძემ, APM Terminals Poti-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა და Hilton Batumi-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, გენო ძიძიგურმა გაუზიარეს.
„კონფერენციის ფარგლებში, ბიზნეს სექტორთან და 12 მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება უკეთ განხორციელდეს მდგრადი განვითარების მიზნები ლოკალურად, ბიზნესისა და თვითმმართველობების ერთობლივი ძალისხმევით. იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ადგილობრივი დონეზე განხორციელდეს, უნდა შეიქმნას პოლიტიკის დოკუმენტები. ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს საქართველოს მთავრობას. 32 მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო გეგმები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ ბიზნეს სექტორი ჩავრთოთ ამ პროცესში.
მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება არ არის. ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ბიზნეს სექტორი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორის მხრიდან ეფექტურად მოხდეს ინფორმაციის შეგროვება, რას აკეთებენ იმისთვის, რომ შეასრულონ ის ინდიკატორები, რომლებიც სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრა. ამიტომაც, შეხვედრები, რომლებსაც რეგიონებში ვმართავთ, ხელს უწყობს, რომ ნაბიჯები ერთობლივი თანამშრომლობით გადაიდგას“, - განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 17:24
თავდაცვა
აშშ საელჩო: აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე, ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სფეროში ქართველ კოლეგებს შეხვდა - შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
23 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოაკვლიეს, სასამართლოში, კახა კახიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე გამოიკითხნენ.
23 სექტემბერი 2026, 17:22
პოლიტიკა
ერიკ ტრამპი: გასულ კვირას, ჩვენ ოფიციალურად გავხსენით Trump Tower Tbilisi! ეს ახალი, შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს ქალაქის თანამედროვე, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბებას
ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე წერს. „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალი ღირსშესანიშნაობა თბილისის ცენტრალური ნაწილის განვითარების ქვაკუთხედად იქცევა.
23 სექტემბერი 2026, 17:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
23 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებებზე გაამახვილა ყურადღება.
23 სექტემბერი 2026, 17:17
მსოფლიო
ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ
„ინციდენტის საპასუხოდ ჰაერში აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებლები, სახმელეთო თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ. ინციდენტის ხასიათი მოწმობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმებას“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
23 სექტემბერი 2026, 17:09
პოლიტიკა
„არა, კომენტარს არ ვაკეთებ“, - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ბახმაროს სემინარის შესახებ „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს
რა სახის მხარდაჭერა გაუწია ევროპის საბჭომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზატორობით გამართულ სემინარს - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს. ევროსაბჭოს მხარდაჭერილი სემინარით აუდიტის სამსახური დაინტერესდა და შესაბამის გარემოებებს სწავლობს. მმართველი გუნდი კი ევროპის საბჭოსგან განმარტებებს ითხოვს.
23 სექტემბერი 2026, 16:56
სამართალი
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
23 სექტემბერი 2026, 16:29
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
23 სექტემბერი 2026, 15:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნადირობის სეზონის გახსნიდან 1 თვეში 646 სამართალდარღვევა გამოავლინეს
ყველაზე მეტი - 196 ფაქტი დადასტურდა იმერეთში. 119 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 93 - გურიაში, 69 - შიდა ქართლში, 49 – სამცხე-ჯავახეთში, 39 - აჭარაში, 34 - მცხეთა-მთიანეთში, 21 - ქვემო ქართლში, 18 კი - კახეთში.
23 სექტემბერი 2026, 15:51
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: პატარა „სასახლის გადატრიალება“ „ტვ-პირველში“ და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემით ტერფამდე პარტიული ტელეარხი და, როგორც ჩანს, პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა. სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს ტვ-პირველის „სახე“ ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი „სახე“ გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
23 სექტემბერი 2026, 15:42
ჯანდაცვა
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაგა-ბაღებში გამოვლენილ შემთხვევებზე: ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ბაგა-ბაღებში გამოვლენილი შემთხვევების მოკვლევის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.
23 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: „იმედსა" და „პოს ტივის" ობიექტურობას უწუნებდა „ლელო". როგორც კი მათ ვუხსენებდით TV პირველს, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ: რას ამბობთ, რა შუაშია „ლელო" და “ TV პირველიო"? ხოდა, არც აციეს, არც აცხელეს და პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს TV პირველი
ექსპერტი ირაკლი ლატარია, „TV პირველის“ დირექტორად პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
23 სექტემბერი 2026, 15:08
საზოგადოება
ჯივიპი წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დეტალურად
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე გადასასვლელი ახალი ხიდის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო. ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესასვლელად აუცილებელია ახალ მილზე გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება.
23 სექტემბერი 2026, 14:44
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება დაახლოებით 36 საათით შეეზღუდება
სამუშაოების უსაფრთხოდ შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური სისტემის დაცლა. 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე ცენტრალურ მაგისტრალში წყლის მიწოდება შეწყდება. სისტემის დაცლის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყება ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად, დღის და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება.
23 სექტემბერი 2026, 14:40
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3%-მდე გაზარდა
ანგარიშში წერია, რომ პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა და ეკონომიკურმა ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა.
23 სექტემბერი 2026, 14:35
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი: რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს
„თეირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის ეს მთავარი მიზანია. რეჟიმის შეცვლა ქვეყნის დაბომბვის გზით არ არის რეალური და კარგი ვარიანტი, რადგან ეს არ მუშაობს და ბოლო ათწლეულებში ეს შეცდომა რამდენჯერმე დავუშვით. ახლა ირანში ვითარების მიღმა ჰორმუზის სრუტის გახსნის პრობლემაც გვაქვს. ეს კარტი რომ ხელში ჰქონდა, ირანმა რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა. ჩვენი მთავარია მიზანია, ვიპოვოთ სწორი შეთანხმება, რათა გავხსნათ ჰორმუზი და საწვავის ფასებზე წნეხი შევამციროთ“, - აცხადებს მაკრონი.
23 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
გია აბაშიძე: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება
სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
23 სექტემბერი 2026, 14:29
საზოგადოება
ასტროფიზიკოსი ვაჟა ყულიჯანიშვილი: დაკვირვებისთვის ძირითადად ვიყენებთ აბასთუმნის სამხრეთის ცას. ჯერ კიდევ 2007-ში, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, გიგი თევზაძესთან გვქონდა საუბარი, როგორღაც ეს ფრენები გადაწეულიყო. ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, უბრალოდ, ახლა იმატა ფრენების რიცხვმა, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა
50 წელზე მეტია ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხრეთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატარა ღრუბელი უკვე ხელს მიშლიდა და თუ შევწყვეტდი და სერია შემიწყდებოდა, ის დაკვირვება აღარ ვარგოდა, - განაცხადა ასტროფიზიკოსმა, ვაჟა ყულიჯანიშვილმა, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.
23 სექტემბერი 2026, 14:23
მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ გაჩენილი „დაღლილობა“ უნდა გადალახოს და მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს
„სავსებით გასაგებია, რომ თითქმის ხუთწლიანი ომის შემდეგ გარკვეული დაღლილობა იგრძნობა, თუმცა თავიდანვე ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება და გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ახლა მთავარია, არჩეულ კურსს არ გადავუხვიოთ“, - მიიჩნევს დომბროვსკისი.


