imedi /  05 აგვისტო 2023, 20:38 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე: გეგმით გათვალისწინებული გადასასვლელი ხიდი მოწყობილია - სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, უკვე არის სპეციალური ტექნიკის მაღალი ჩართულობის შესაძლებლობა

გეგმით გათვალისწინებული გადასასვლელი ხიდი მოწყობილია. შესაბამისად, მოწყობილია, ასევე, მდინარეზე გადასასვლელი დროებითი გზა, რომელიც ძალიან გაზრდის მობილობას, მათ შორის ტექნიკის. ნებისმიერი სახეობის ტექნიკის გადაადგილება უკვე შესაძლებელია, ისევე როგორც მაშველების და ჯარის გადაადგილება', - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ალტერნატიული გზის მხრივ სამუშაოები წარმატებით განხორციელდა და დაახლოებით 50 მეტრამდე მონაკვეთი არის დარჩენილი, რომლის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება მდინარეზე გადასვლა. ეს იქნება ახალი მისასვლელი სტიქიის ზონასთან, რაც საშუალებას მისცემს მაშველებს გააფართოვონ ძიების პერიმეტრი.

,,სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, უკვე არის სპეციალური ტექნიკის მაღალი ჩართულობის შესაძლებლობა . თუ შევაჯამებთ ყველა ადგილას მომუშავე ტექნიკას, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 43 ერთეულია. ხვალ დამატებით კიდევ ველოდებით. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, სამაშველო სამსახური განსაზღვრავს იმ სტრატეგიას და ტაქტიკას თუ როგორ უნდა მოხდეს შესაბამისი სამაშველო ოპერაციის განხორციელება და სწორედ მათი გადაწყვეტილებით, მთავარი აქცენტი კეთდება იმ მდებარეობაზე, სადაც აღმოჩენილია ცხედრები და ასევე ეს არის კოტეჯებამდე მიმავალი მარშრუტი. ამავდროულად, უკვე ხიდის და გზის არსებობა საშუალებას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი ტექნიკა შევიყვანოთ. გარდა ამისა, ჩვენი გეგმის მიხედვით, ალტერნატიულზე უკვე ხვალ უნდა შევძლოთ გადასვლა და ეს იქნება ახალი, მესამე მისასვლელი, ეს არის ძველი შიდასახელმწიფოებრივი გზა ,რომელიც არსებობდა იმ გზის გასწვრივ. ასევე დღეს სხვა მიმართულებებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ძველი შიდა გზა, რომელზეც მნიშვნელოვნად დავწინაურდით და შესაბამისად ესეც ერთგვარ მისასვლელად შეიძლება განვიხილოთ ,იმისთვის რომ მოძიების არეალი კიდევ უფრო გავაფართოვოთ''-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ეწყობა, ასევე შემოვლითი გზა ტყეში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მდინარის კალაპოტთან მიახლოვება და შედეგად მნიშვნელოვნად მეტ არეალზე მუშაობა.

,, ინფრასტრუქტურის კუთხით სამუშაოებს რაც შეეხება, სრულად არის მობილიზებული საავტომობილო გზების დეპარტამენტი,ჩვენი კონტრაქტორი ორგანიზაციები და ასევე ტექნიკის დამატება სხვა ჩვენი მეგობარი ორგანიზაციებიდან, სხვადადხვა უწყებიდან , სხვადასხვა კონტრაქტორებიდან ხდება . ყოველ საათში მოდის უკვე ლაფეტებზე დატვირთული სპეციალური ტექნიკა . ის ტექნიკა, რომელიც შეიძლება ყველაზე ეფექტური იყოს. ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ მაქსიმუმი კეთდება, ჩართულია სამაშველო სამსახური, ჩვენი ჯარი და ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა ადგილზე არის მიმართული და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით სრულად გავაგრძელებთ სვლას''-აღნიშნა მინისტრმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, 20 ადამიანს კი ეძებენ.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში - შპს“ კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 10:08

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტი დღეს გაირკვევა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ჯორჯიაში, ატლანტას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მიხეილ ყაველაშვილი

15 ივლისი 2026, 10:00

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება.

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივლისი 2026, 08:54

პოლიტიკა

შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ

გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილ ტრილიონებთან “საქართველოს არ მიასუნინებენ”.

15 ივლისი 2026, 08:47

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში

15 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ, ირანის პარლამენტმა მუშაობა განაახლა

სხდომაზე უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის განცხადება წაიკითხეს, რომელსაც მაღალი რანგის წყაროების ცნობით, დარტყმის დროს სახე დაუმახინჯდა და დაზიანებები მიიღო, ირანელებს ის 8 მარტს დანიშვნის შემდეგ აღარ უნახავთ.

15 ივლისი 2026, 08:39

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, გზების ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოებს ვატარებთ

რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების პარალელურად, სხვადასხვა ქუჩაზე გზის ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

15 ივლისი 2026, 08:38

საზოგადოება

სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია

თელავში, კავკასიონის ქუჩიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია. მძიმე ტექნიკა ამ ეტაპზე ძირითადად სეხნიაშვილის ქუჩაზე მუშაობს, სადაც გაწმენდითი სამუშაო გრძელდება.

დავით მათიკაშვილი

15 ივლისი 2026, 08:33

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ეუთო-ს ძირითადი ოფისი ემიჯნება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, რეზოლუციას, ეს იგივეა, რომ საქართველოს მთავრობა გაემიჯნოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 08:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ეუთო-ს ოფისის მისამართით გაგზავნილ კითხვებზე: პირდაპირ უნდა აღიარონ, რომ ამ ინსტიტუტების პოლიტიზება ხდება და იყენებენ დამატებითი წნეხის მექანიზმად, ამას არ იზამენ და თავს აარიდებენ კითხვაზე პასუხს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს ეუთო-ს სათავო ოფისმა არ უპასუხა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გადაამისამართა.

ლევან მახაშვილი

15 ივლისი 2026, 08:22

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები

მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

15 ივლისი 2026, 08:14

სამართალი

დღეს სასამართლოში აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების საქმეზე იმსჯელებენ

საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას.

15 ივლისი 2026, 07:59

სამართალი

ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 02:39

მსოფლიო

ტრამპი: ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ არ ვიტყვი, რომ საკმარისია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები მანამ გაგრძელდება, სანამ თავად არ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისია.

15 ივლისი 2026, 01:10

სპორტი

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ლინდსი გრემზე: მე აქ რაიმე ბოროტ განზრახვას ვერ ვხედავ, ვიცი, რომ სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორია ვრცელდება და ვთვლი, რომ FBI დროს ფუჭად კარგავს - მას არტერიების დახშობა აწუხებდა, ნეტავ, თავის ჯანმრთელობაზე უკეთ ეზრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რატომ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის სახლში და დასძინა, რომ ბიურო „დროს ფუჭად კარგავს“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 00:35

მსოფლიო

AXIOS: ტრამპი ნეთანიაჰუს სირიიდან და ლიბანიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა დაიწყოს თავისი ძალების სირიიდან გაყვანა და მოუწოდა მას, იგივე გააკეთოს ლიბანშიც, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

14 ივლისი 2026, 23:52

მსოფლიო

ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია

ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 23:37

მსოფლიო

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო

სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.