ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მერიის სხდომა გაიმართა
ფოტო: ოზურგეთის მერიის პრესსამსახური
ჭარბი ნალექის მოსვლის შედეგად განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა მერიაში, კონჭკათში, თხინვალში, შრომაში, ნატანებში, ჯუმათში, სილაურში, დაბა ნასაკირალში, ძიმითსა და გურიანთაში დააზიანა საცხოვრებელი სახლები, საავტომობილო გზები, ხიდები. ქალაქ ოზურგეთში და დაბა ურეკში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, გვქონდა მსხვერპლი და ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - მათ შორის ორი არასრულწლოვნის. კიდევ ერთხელ მინდა მთელი მერიის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. ყველანი დამწუხრებული ვართ მომხდარი ტრაგედიის გამო, -ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის შესახებ პირველივე შეტყობინებას მოყვა მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოზურგეთის მერიის და მთავრობის ყველა პასუხისმგებელი სტრუქტურის მხრიდან. შეიქმნა სპეციალური შტაბი. კოორდინირებულად იმუშავეს „ენერგო-პრომ“, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და სოკარ ჯორჯია გაზმა.
„ ჩვენი უპირველესი ამოცანა გახლდათ ადამიანების გადარჩენა და მათი უსაფრთხო ადგილებში გამოყვანა, შემდგომში კი სტიქიის შედეგების აღმოფხვრა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის შეფასება: ამ მიზნით მობილიზება გავუკეთეთ 35 ერთეულამდე მძიმე და სპეციალურ ტექნიკას; სტიქიის უშუალო ზონიდან გამოვიყვანეთ მოსახლეობა; დავიწყეთ მდინარეების ჩახერგილი კალაპოტებისა და საავტომობილო გზების გაწმენდა; მალევე დავიწყეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიით გამოწვეული ზიანის აღწერა/შეფასება. სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის საგზაო მოძრაობა აღდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ გზებზე: ორმეთი-სუსკურა-კონჭკათი; კონჭკათი-განთიადი-ბაილეთი; ხვარბეთი-კონჭკათი; ზედუბანი-თხივნალი; სილაური-მამათი; ჯუმათი-ძირიჯუმათი,“- განაცხადა მერმა.
გარდა ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის დამაკავშირებელი გზებისა, სამუშაოები აქტიურად გრძელდება შიდა საუბნო გზების მოწესრიგების მიზნით. ათეულობით მიმართულებაზე გახსნილია მოსახლეობასთან მისასვლელი გზები.
შპს „სატისის“ მიერ ჯუმათში, ჩატარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაცია, „სატისის“ თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გაიწმინდა სატუმბი სადგური, აღდგენილია წყალმომარაგების დაზიანებული ქსელი. ასევე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ აღდგენილ იქნა ქალაქ ოზურგეთში დაზიანებული ქსელი და 186 აბონენტს აღუდგა წყალმომარაგება.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 10:52
ეკონომიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა აშშ-ში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, პროექტ GRAIL-ის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის სისტემების შემდგომ გაძლიერებაზე.
29 აპრილი 2026, 10:52
ტაბლოიდი
აშშ-ში კაცმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი ააწყო🧩
გამოსახულება 60 ყუთისგან შედგებოდა, თითოეულში 1000 ნაწილი იყო. სალასის თქმით, მას რამდენიმე წელი დასჭირდა მხოლოდ იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ნაწილების ასეთ რაოდენობას და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა.
29 აპრილი 2026, 10:40
მსოფლიო
მოსკოვში 9 მაისის აღლუმი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაივლის
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 10:38
სპორტი
ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრს მადლობის წერილი გამოუგზავნა
ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
29 აპრილი 2026, 10:38
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი „მზადაა“ მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის გამო ისრაელი დაასანქციროს
„ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო ომის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, სანქციების სიაში შევიყვანოთ მესამე ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები. ჩვენ უკვე მივმართეთ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა Euronews-ს.
29 აპრილი 2026, 10:33
სპორტი
FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ
კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, 28 აპრილს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.
29 აპრილი 2026, 10:08
მსოფლიო
Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს
კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 10:01
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადასაცემად პირობების გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი აპირებს გაამკაცროს პირობები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოსაყოფად. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:30
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის გამოსახულებით პასპორტის ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას აპირებს, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
მეფე ჩარლზი ტრამპს: რომ არა ჩვენ, თქვენ დღეს ფრანგულად ისაუბრებდით
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ ვაშინგტონში გამართული სახელმწიფო ვახშმის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და აღნიშნა, რომ არა დიდი ბრიტანეთი, დღეს შეერთებულ შტატებში ინგლისურის ნაცვლად, ფრანგულ ენაზე ისაუბრებდნენ.
29 აპრილი 2026, 08:44
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
29 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ
მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას
ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
29 აპრილი 2026, 08:03
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.
29 აპრილი 2026, 08:00
ჯანდაცვა
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.


