თორნიკე რიჟვაძე: საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა ტურისტების მზარდი დინამიკა
თორნირე რიჟვაძე
ფოტო: აჭარის მთავრობა
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ჰქონდა.
,,საზღვაო ტურისტული სეზონი წარმატებული იყო, ჩვენ შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა მზარდი დინამიკა, სტატისტიკა ვიზიტორების. მორჩა რა საზღვაო ტურისტული სეზონი, ძალიან ხმამაღლა და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რას ემსახურებოდა ის კამპანიური ხასიათის სრულ სიყალბეზე დაფუძნებული დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებდნენ მტრულად განწყობილი ჯგუფები.
2019 წელთან შედარებით 20%-ით გავზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე 46%-ით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა. მიმდინარე წელს საზღვაო ტურისტულ სეზონზე, მაინც იმუშავა იმ კამპანიამ და შესაბამისად, გარკვეულ პოტენციურ ვიზიტორებზე მაინც მოახდინა გავლენა წყლის ხარისხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა კამპანიამ.
ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება და ხელწერა ამ რადიკალური ჯგუფების, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ცრუ კამპანიებით ჩვენი მოსახლეობის ფინანსური დაზარალება და შემდეგ ეს უკმაყოფილება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნებისთვის“ განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
აჭარაში 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია +46.3 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია +20.2%-ით. ფრენების მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია +12%-ით,ხოლო 2019 წელთან შედარებით +6%-ით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ყველა სიახლე
23 მაისი 2026, 14:30
საზოგადოება
საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის „NBSAP Accelerator Partnership” მხარდაჭერით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და გარემოსდაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
23 მაისი 2026, 14:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია
დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
23 მაისი 2026, 14:25
სამართალი
სასამართლო ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, 250 ათასი ლარი, მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო.
23 მაისი 2026, 14:24
მსოფლიო
New York Post: აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილზე ივანკა ტრამპზე თავდასხმა იგეგმებოდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 14:20
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა
მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. პროგრამის ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვან ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
23 მაისი 2026, 13:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:56
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:53
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:53
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:50
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად გაეცნო.
23 მაისი 2026, 13:48
რეგიონი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება
მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდებისათვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
23 მაისი 2026, 13:48
სამართალი
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
23 მაისი 2026, 13:43
სამართალი
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თბილისის სკოლებში შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. შეხვედრები პროკურორებმა თბილისის N61, N55, N41, N106, N145, N176, N29 საჯარო და კერძო სკოლა „ალბიონში“ გამართეს.
23 მაისი 2026, 13:28
მსოფლიო
Reuters: მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 13:22
საზოგადოება
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors) 32-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.
23 მაისი 2026, 13:14
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
23 მაისი 2026, 12:58
მსოფლიო
Bloomberg: ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას CIA-ს ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს
ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 12:52
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
23 მაისი 2026, 12:49
საზოგადოება
ნალექი, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
„23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.“
23 მაისი 2026, 12:40
რეგიონი
ახალციხის რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქისა და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს
ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა ორგანიზაციის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს და მათგან პასუხები მიიღეს. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს კი პროექტში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.


