12 იანვარი 2026, 10:47 / სანდო წყარო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბორჯომის კოლორიტს, ღვაწლმოსილ ექიმს, 98 წლის ლალი მაყაშვილს სახლში ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბორჯომის კოლორიტს, ღვაწლმოსილ ექიმს, 98 წლის ლალი (ლილი) მაყაშვილს სახლში ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა. მერმა ლალი მაყაშვილს მადლიერების სიგელი და ვაუჩერი გადასცა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალბატონი ლალი თანაქალაქელებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. მან ჯანდაცვის სფეროში ექვს ათეულ წელზე მეტი იმსახურა და თავისი კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ბორჯომელების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ყველასათვის საყვარელ ქალბატონს ვულოცავთ შობა-ახალ წელს! მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის.

ყველა სიახლე

17 მარტი 2026, 19:57

საზოგადოება

გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 19:47

მსოფლიო

ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება

ჩვენი ნატოელი „მოკავშირეების“ უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ მათ არ სურთ ჩაერთონ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

17 მარტი 2026, 19:23

მსოფლიო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ირანში მიმდინარე ომმა შესაძლოა მილიონობით ადამიანი მწვავე შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს.

17 მარტი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 92 ხმით მხარი დაუჭირა.

ირინა წაქაძე

17 მარტი 2026, 19:12

ჯანდაცვა

პარლამენტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

ემანუელ მაკრონი

17 მარტი 2026, 19:04

მსოფლიო

მაკრონი უარს ამბობს არსებულ კონტექსტში ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ეს ომი არ აურჩევია“.

17 მარტი 2026, 18:46

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

17 მარტი 2026, 18:43

პოლიტიკა

პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება, რომ ეტიკეტზე მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი ტექსტობრივი ინფორმაცია და გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მიკრულია, დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვა სახით, დამაგრებულია სამომხმარებლო ტარაზე. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება.

კაია კალასი

17 მარტი 2026, 18:41

მსოფლიო

Reuters: კაია კალასი აშშ-სა და ისრაელს ირანთან ომის დასრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, დაასრულონ ომი ირანთან და განაცხადა, რომ ევროკავშირი კონსულტაციებს მართავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მთავრობებთან კონფლიქტის დასრულების გზების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

17 მარტი 2026, 18:35

საზოგადოება

პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკითხი პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ავტომობილების იმპორტის წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე: მე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა, მოხდეს ისეთი ავტომობილების იმპორტი, რომლებსაც ასაკი ექნება პატარა, მაგრამ იქნება ძალიან დაზიანებული

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებსაც შესაძლოა, ავტომობილების იმპორტის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები შეიცავდეს.

შიო მუჯირი

17 მარტი 2026, 18:29

საზოგადოება

მეუფე შიო პატრიარქზე: როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა - თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს

ჯერჯერობით მეტი არაფერი ვიცი, ჩვენც ველოდებით ახალ ინფორმაციას. ვფიქრობ, საღამოს რაღაც გვეცოდინება. როგორც ვიცი, არის მცირედი უკეთესობა, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია II-ეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:25

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: რადიკალური რეგულაციით შესაძლოა საპირისპირო ან უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს დავტოვებთ მიმოქცევაში, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის უნარიანი, რომ იყიდოს ახალი ავტომობილი

გაჟღერებული მიზანი და სურვილი იმისა, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს ამ კანონპროექტმა, ამ სულისკვეთებას ჩვენ ვეთანხმებით, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს გზა არასწორია და მინიმუმ შედეგს ვერ მოიტანს და შესაძლოა სხვა მიმართულებით საპირისპირო შედეგიც დააყენოს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 18:24

პოლიტიკა

პარლამენტმა მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:21

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ - პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან

„მახსოვს გასული მოწვევის პარლამენტში არასამთავრობო სექტორის და უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტურის წარმომადგენლობა პარლამენტის შემადგენლობაში. ხშირად ისინი გადაწყვეტილებებზე მძლავრ ზეწოლას ახდენდნენ. იყო გარედან შიდა ინსტრუმენტებით იძულებით მართვა პარლამენტზე. დღეს პარლამენტს აქვს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კანონებს იღებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მხრიდან. ოპოზიციაც არის პარლამენტში საკმაოდ წარმოდგენილია“.

17 მარტი 2026, 18:15

პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მარტი 2026, 18:13

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ლიბერალები ცდილობენ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. არა უშავს, ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია გავუძლოთ ასეთ შემოტევებს

„ლიბერალები ნელა - ნელა კარგავენ ინსტრუმენტს, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი. ისინი ამით ცდილობენ, რომ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენი ხვალინდელი დღე განვსაზღვროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით.

ჯოზეფ კენტი

17 მარტი 2026, 18:09

მსოფლიო

„არ შემიძლია სუფთა სინდისით დავუჭირო მხარი ირანში მიმდინარე ომს. ირანი ჩვენი ქვეყნისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ - აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა

აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ჯოზეფ კენტი ირანში მიმდინარე ომის გამო თანამდებობიდან გადადგა.

17 მარტი 2026, 18:05

პოლიტიკა

პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილებებით ზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ ახორციელებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 18:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზეა იმისთვის, რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის

„ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება ეს ავი სურვილი, საქართველოს გამოყენებისა იმ გარკვეული გეგმების ჭრილში, რაც ჯერ კიდევ თავში აქვთ იმ არაფორმალურ ძალებსა და ცხელ თავებს - რაღაც გარკვეული იქნებ მოახერხონ მაინც საქართველოში კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების რევოლუციით დემონტაჟი, იქნებ მოახერხონ ხალხის მოტყუება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ჰააგის ხსენებაც სწორედ მაგიტომ იყო. შემდგომ გაემიჯნნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ყველაფრის სურვილი ხომ ჩანს? ტყუილის მასშტაბს ხომ გრძნობს ჩვენი საზოგადოება? ამიტომაც არის, რომ ეს ტყუილი არ გასდით. არც გაუვათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზე და მოწოდების სიმაღლეზეა, იმისთვის რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.