26 მარტი 2026, 12:12 / სანდო წყარო

შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ მენთეშაშვილი, პროგრამაში ჩართულ ვეტერინარებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მიმდინარეობის გრაფიკისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„იმისათვის, რომ დაცული იყოს თითოეული ადამიანისა და მისი ოთხფეხა მეგობრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია, მათი იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, რაც უზრუნველყოფს ყველა ძაღლის აღრიცხვას და მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას“, - განაცხადა იოსებ მენთეშაშვილმა.

შიდა ქართლის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი დაესწრო.

აღინიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.

ყველა სიახლე

26 მარტი 2026, 13:25

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

26 მარტი 2026, 13:24

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Barclays“-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

26 მარტი 2026, 13:06

საზოგადოება

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვის ცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (კმ170-კმ185) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

26 მარტი 2026, 13:04

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გაეცნო მათ საჭიროებებს.

ალირეზა ტანგსირი

26 მარტი 2026, 12:59

მსოფლიო

მედია: ისრაელმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, ალირეზა ტანგსირის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

26 მარტი 2026, 12:54

ტექნოლოგიები

სასამართლომ Meta და Alphabet-ი სოცქსელებზე დამოკიდებულების გამოწვევაში დამნაშავედ ცნო და $6 მილიონის გადახდა დააკისრა

Meta-ც და Alphabet-იც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავენ. კერძოდ, Meta-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ მოსარჩელის ფსიქოლოგიური პრობლემები გამოწვეული იყო რთული ოჯახური გარემოთი და არა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით. სარჩელში​ მოპასუხეებად TikTok-ი და Snapchat-იც ფიგურირებდნენ, თუმცა მათ პროცესის დაწყებამდე ქალთან შეთანხმებას მიაღწიეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2026, 12:38

მსოფლიო

ზელენსკი: ვფიქრობთ, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ხოლო აშშ-ში ამბობენ, რომ პუტინს ომის დასრულება უნდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომის დასრულების სურვილს არ ავლენს, თუმცა აშშ-ის ხელისუფლება ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბრძოლო მოქმედებების დასრულება სურს.

26 მარტი 2026, 12:33

რეგიონი

აჭარის კულტურის მინისტრი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძემ მუსიკალური სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა. მასტერკლასის შემდეგ შეხვედრა გაიმართა სკოლის დირექტორთან მარტუნი კოსტანდიანთან. მხარეებმა ისაუბრეს ბათუმისა და ერევნის მუსიკალურ სკოლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

26 მარტი 2026, 12:07

საზოგადოება

რუსთავმა პროფესიულ სახელმწიფო ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის” დასს უმასპინძლა

რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო ინტეგრირებულ თეატრ “აზდაკის ბაღის” დასს უმასპინძლა. ინტეგრირებულმა დასმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზის" საკუთარი ვერსია შესთავაზა.

დონალდ ტრამპი

26 მარტი 2026, 11:58

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, მაგრამ ამის შესახებ არ ამბობენ, რადგან ეშინიათ, რომ მოკლავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ამერიკასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ხმამაღლა ამის შესახებ არ საუბრობენ, რადგან ეშინიათ, რომ მათ მოკლავენ.

26 მარტი 2026, 11:46

პოლიტიკა

შვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან

შვედეთის და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან.

26 მარტი 2026, 11:43

მსოფლიო

მედია: რუსეთიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა

რუსეთის პორტიდან გამოსულ თურქულ ტანკერზე სახელწოდებით ALTURA, რომელსაც 140 ათასი ტონა ნავთობი გადაჰქონდა, აფეთქება მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

26 მარტი 2026, 11:43

სამართალი

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილი საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლებისგან მათი საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

26 მარტი 2026, 11:40

რეგიონი

სოფელ ქარიატას დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატას დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა ქარიატას მასივის დამშრობი სისტემის სატუმბი სადგურის პროექტირება-მშენებლობის ტერიტორია.

26 მარტი 2026, 11:39

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის წარდგენა ჩინეთში გაიმართა

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში ,,Fine Wine Hotel Exhibition” მონაწილეობდა.

26 მარტი 2026, 11:33

ტექნოლოგიები

სოციალური ქსელის X მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

სოციალურ ქსელ X-ის (ყოფილი ტვიტერი) მუშაობაში შეფერხება მოხდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლებს შეეხო. შეფერხების შესახებ სერვის Downdetector-ის მონაცემებიც მოწმობს.

ირაკლი ფურცელაძე

26 მარტი 2026, 11:29

ჯანდაცვა

NCDC-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე: სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სკრინინგის პროგრამაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნისთვის, უპრეცედენტოა.

თამარ ტალიაშვილი

26 მარტი 2026, 11:28

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი პირველი ლედის ვიზიტზე: ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლების მიმართულებით თავის წვლილს შეიტანს

ეს ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლების მიმართულებით თავის წვლილს შეიტანს, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა პირველი ლედის ვიზიტთან დაკავშირებით.

26 მარტი 2026, 11:26

საზოგადოება

ComCom-მა მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 26 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის გამოაცხადა. კონკურსი მოზარდებში ციფრულ სივრცეში ნავიგაციის, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.