სასამართლომ Meta და Alphabet-ი სოცქსელებზე დამოკიდებულების გამოწვევაში დამნაშავედ ცნო და $6 მილიონის გადახდა დააკისრა
ფოტო: AFP
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta-ს (რომელიც ფლობს Facebook-სა და Instagram-ს) და Alphabet-ს (რომელიც Google-სა და YouTube-ს ფლობს) 20 წლის მომხმარებლისთვის 4,2 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმ ფსიქოლოგიური ზიანისთვის, რომელიც მას სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებამ მიაყენა. გარდა ამისა, Alphabet-მა და Meta-მა ჯარიმის სახით 1,8 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადონ.
ქალმა სასამართლოს იმ დამოკიდებულების გამო მიმართა, რომელიც მას YouTube-ისა და Instagram-ის სპეციფიკური, მიჩვევის გამომწვევი დიზაინის გამო ჩამოუყალიბდა. ნაფიცმა მსაჯულებმა აღიარეს, რომ კორპორაციებმა ამ პლატფორმების დიზაინის შემუშავებისას გულგრილობა გამოიჩინეს და მომხმარებლები მოსალოდნელი რისკების შესახებ არ გააფრთხილეს.
მედიაში აღნიშნავენ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პრეცედენტი, რომელიც ტექნოლოგიურ კორპორაციებს სამომხმარებლო შეთანხმებებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვას აიძულებს.
Meta-ც და Alphabet-იც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავენ. კერძოდ, Meta-ს იურისტები ამტკიცებდნენ, რომ მოსარჩელის ფსიქოლოგიური პრობლემები გამოწვეული იყო რთული ოჯახური გარემოთი და არა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით. სარჩელში მოპასუხეებად TikTok-ი და Snapchat-იც ფიგურირებდნენ, თუმცა მათ პროცესის დაწყებამდე ქალთან შეთანხმებას მიაღწიეს.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 14:24
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს ქვეყნებმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთეს, რათა დაგვეხმარონ გავუმკლავდეთ გიჟ, სამხედრო თვალსაზრისით აწ უკვე განადგურებულ ირანს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ნატოს ქვეყნები კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაეხმარნენ.
26 მარტი 2026, 14:21
საზოგადოება
თბილისის მერმა ვარკეთილის მრავალფუნქციური ცენტრის გარე სპორტული მოედნები დაათვალიერა
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მრავალფუნქციური ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ჰარდის ტიპის ჩოგბურთის ორი კორტი, 7x7 ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე, მცირე სკეიტ ზონა ბავშვებისთვის.
26 მარტი 2026, 14:18
სამართალი
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროკურატურასთან კოორდინაციით, რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 30 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი.
26 მარტი 2026, 14:08
პოლიტიკა
კახა კალაძე ბრიტანეთის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე: იმავეს აკეთებენ, რაც ჩვენ, რადგან მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს
არავის აქვს უფლება ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, რაზეც ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
26 მარტი 2026, 14:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული - საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ერი და უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი
მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს და აქვეყნებს 2004 წელს ილია მეორის ინტერვიუს, სადაც უწმინდესი საფრთხეებზე საუბრობს.
26 მარტი 2026, 14:06
საზოგადოება
თამარ ხახიშვილი: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის ევროპული დიპლომის მინიჭება იქნება როგორც მისი ეფექტიანი მენეჯმენტის, ისე ხელშეუხებელი ბუნების საერთაშორისო დონეზე აღიარება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ნომინაცია ევროპის დიპლომის მისაღებად 2025 წელს წარადგინა და პირველ ეტაპზე დადებითი შეფასება მიიღო. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ექსპერტთა საველე ვიზიტი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
26 მარტი 2026, 14:04
მსოფლიო
ტრამპი BBC-ის ახალი დირექტორის დანიშვნაზე: BBC-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს, რადგან ისინი უსამართლოები არიან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, BBC-მ დასკვნები უნდა გამოიტანოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 14:00
პოლიტიკა
კახა კალაძე ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით პოლონელი დეპუტატების მოთხოვნაზე: მათ უნდათ გაშუქდეს მხოლოდ ის, რაც აწყობთ
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სამი პოლონელი დეპუტატის მოთხოვნას, საქართველოში სამი ტელეკომპანიის დასანქცირებაზე.
26 მარტი 2026, 14:00
პოლიტიკა
კახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ
„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ რამდენიმე დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
26 მარტი 2026, 13:52
პოლიტიკა
პაპუაშვილი პატრიარქის 2004 წლის განცხადებაზე: ის ხედავდა, რომ გველოდა რთული წლები, რომელმაც ცხრა წლით დაასამარა ეკლესიისა და სახელმწიფოს ბუნებრივი თანხვედრის იდეა - ერის სადარაჯოზე დგომის სიმტკიცე მას ერის ჭეშმარიტ მამად აქცევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე წერს. იგი 2004 წელს გადაღებულ ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც პატრიარქი ქვეყნისთვის მოსალოდნელ განსაცდელზე და ანტიეკლესიურ კამპანიაზე საუბრობს.
26 მარტი 2026, 13:42
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს
აშხაბადში იმართება გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების განვითარებისათვის ცენტრალური აზიისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თურქმენეთის პარლამენტის, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში პარლამენტართა აზიური ფორუმი (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დაგეგმილი შეხვედრა.
26 მარტი 2026, 13:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს. არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 მარტი 2026, 13:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის და ილია მეორის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შეაფასა.
26 მარტი 2026, 13:35
მსოფლიო
Reuters: სტარმერმა რუსული გემების დაკავების ბრძანება გასცა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი რუსული გემების დაკავება უბრძანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 13:32
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა და ეს კამპანიები პერიოდულად იმართება-ხოლმე. მიზანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ისეთი ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხი, რომელსაც მოუსმენს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, გარკვეული ძალების მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც ქართველი ხალხი მოუსმენს და დაეყრდნობა.
26 მარტი 2026, 13:25
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 13:24
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Barclays“-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
26 მარტი 2026, 13:06
საზოგადოება
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვის ცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე (კმ170-კმ185) დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
26 მარტი 2026, 13:04
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი გაეცნო მათ საჭიროებებს.
26 მარტი 2026, 12:59
მსოფლიო
მედია: ისრაელმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია მოახდინა
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, ალირეზა ტანგსირის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.


