შალვა პაპუაშვილი: აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული - საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ერი და უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და აქვეყნებს 2004 წელს ილია მეორის ინტერვიუს, სადაც უწმინდესი საფრთხეებზე საუბრობს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში. არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს.
მისი თქმით, აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური, პრორუსული თუ ანტი-რუსული, პრო-ჩინურ-ირანულ-ევროპული თუ პირიქით. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული.
,,ამ დღეებში, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას, ასევე ვიხსენებთ მის სიტყვებს და მოწოდებებს, რაც მრავლად დაგვიტოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის სიტყვები, სადაც აღწერდა როგორც შექმნილ ვითარებას, ასევე იმ პროცესებს, რისი გავლაც ეკლესიას და სახელმწიფოს მოუწევდა.
მისი წინამძღოლობით ეკლესია იქცა ნავსაყუდელად, ერთადერთ სიმყარედ იმ ეპოქაში, როდესაც ქარიშხალი არ წყდებოდა. ათეიზმის ძალმომრეობა, დევნა, იდენტობის რღვევა, სამოქალაქო დაპირისპირება, სიღარიბე და სასოწარკვეთა, ამ ყველაფრის შუაგულში იდგა ეკლესია, როგორც უკანასკნელი საყრდენი.
და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია.
პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში. არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს.
და თუ ეკლესია არ ჩადგება მათი გლობალისტური დღის წესრიგის სამსახურში, ისინი შეეცდებიან მის დანგრევას - გაყოფით, დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით, ანტიდასავლური თუ პრორუსული იარლიყების მიკერებით. ამ პროცესს ისინი არქმევენ ცრუ სახელებს - „სამოქალაქო საზოგადოება“, იგონებენ ცრუ იდეოლოგიებს - „გენდერული იდენტობა“ და გვთავაზობენ მათ, როგორც უპირობო პროგრესს, აპრიორი სათაყვანებელს და გადამრჩენს.
გვთავაზობენ სამყაროს, სადაც ხალხის ნებაზე მაღლა უნდა იდგნენ არავისგან არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ტრადიციაზე მაღლა უნდა დადგეს მოდური თეორიები, და სადაც სარწმუნოებაზე მაღლა დაგვიყენებენ დროებით იდეოლოგიებს.
სწორედ ამ სიცრუეს და საფრთხეს ამხელს პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ დროს, როდესაც ეს პროცესები მხოლოდ იწყებოდა და ბევრისთვის უხილავი იყო. ის ხედავდა, რომ წინ გველოდა რთული წლები, რომელმაც ცხრა წლით დაასამარა ეკლესიისა და სახელმწიფოს ბუნებრივი თანხვედრის იდეა.
დიდია საქართველოს პატრიარქის ღვაწლი გასული ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ ერის სადარაჯოზე დგომის ეს სიმტკიცე, სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა მას ერის ჭეშმარიტ მამად აქცევს. ის იყო გამაერთიანებელი, მაშინაც კი, როდესაც საზოგადოება იყოფოდა. ის იყო დიპლომატი, მაგრამ არასოდეს დაუთმია არცერთი მისხალი იქ, სადაც საკითხი საქართველოს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს ეხებოდა.
საბედნიეროდ, ის მოესწრო დროს, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში დაბრუნდა უმთავრესი ეროვნული ცნებები - დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, რომლის სულიერ შემკვრელიც ორიათასწლოვანი ქართული ეკლესიაა.
აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტი-დასავლური, პრორუსული თუ ანტი-რუსული, პრო-ჩინურ-ირანულ-ევროპული თუ პირიქით. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული.
არსებობს საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგომი, ქვეყნის ინტერესებით მოქმედი, მისი ჭირ-ვარამის მტვირთველი პატრიოტი; და არსებობს უცხო ქვეყნის ინტერესებით შეგნებულად თუ შეუგნებლად მოქმედი, მათი დროშების ქვეშ მდგომი, უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი.
აქ გადის ზღვარი.
ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ არაერთი საუკუნეა. ეს არის ბრძოლა რწმენის, იდენტობის და თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ისევე, როგორც საუკუნეები ვიმარჯვებდით“, - წერს პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 141,589 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტადონს (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს, ხოლო ნაწილი სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
26 მარტი 2026, 15:30
ეკონომიკა
გია არაბიძე: ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება
„თუ სხვა მატებაზე არ იქნება საუბარი, 2023 წლამდე არსებული ელექტროენერგიის ტარიფის დაბრუნება მაინც, აუცილებლად მიმაჩნია. ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ სემეკში, 30 მარტს დაგეგმილ საჯარო სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ელექტროენერგიის ტარიფებზე იმსჯელებენ.
26 მარტი 2026, 15:25
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ანტონიო ალამ ლორას შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:25
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:22
ეკონომიკა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, საქართველოში Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა, რომელშიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ქართული კომპანიების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
26 მარტი 2026, 15:10
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში მაისში ჩავა
ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში. ტრამპი ასევე გეგმავს, რომ წლის ბოლოს სი ძინპინს ვაშინგტონში უმასპინძლოს. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს Truth Social-ზე დაწერა, ოფიციალური პირები უკვე „ასრულებენ მზადებას ამ ისტორიული ვიზიტებისთვის“.
26 მარტი 2026, 15:08
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სტუდენტები 200 და 300-ლარიან სტიპენდიებს მიიღებენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სხდომაზე განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ საკითხებზე იმსჯელეს.
26 მარტი 2026, 15:06
საზოგადოება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:05
საზოგადოება
მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლები საირიგაციო წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების სქემაში ჩაერთო. ინიციატივის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ფინანსური ტვირთის მაქსიმალურად შემცირება, აგრარული საქმიანობის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სტაბილური პირობების შექმნა იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.
26 მარტი 2026, 14:54
საზოგადოება
მეუფე სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი, 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით
„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
26 მარტი 2026, 14:50
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.
26 მარტი 2026, 14:48
ეკონომიკა
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს ფინანსური სექტორის აქტუალური საკითხების, მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად.
26 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ
ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
26 მარტი 2026, 14:39
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ცდილობენ, ელენე ხოშტარია წარმოადგინონ დევნის ობიექტად, გაამართლონ მისი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება - კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით შვედეთის და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, მათ ამ განაჩენის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
26 მარტი 2026, 14:37
საზოგადოება
დათა კობახიძე: სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი იმ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია
სატყეო რეფორმა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი იმ ეროვნული ღირებულებისთვის, რასაც ტყის დაცვა ჰქვია, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ.
26 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება
თუ სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარე ჩარევებისგან, ჩვენც გვაქვს ამის უფლება, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულებების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, რაზეც ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
26 მარტი 2026, 14:36
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე: ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან
„ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაღაც შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რათა დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფი. აღმოჩნდა, რომ თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან“, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.
26 მარტი 2026, 14:33
მსოფლიო
The Wall Street Journal: პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებას ახლო აღმოსავლეთში გადაამისამართებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთში გადასროლის საკითხს განიხილავს, რადგან ირანში ომი ამერიკული ჯარის ჭურვების მნიშვნელოვან მარაგებს ანულებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 14:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე: თუ იმავეს გავიმეორებთ, რასაც ბრიტანელები ამბობდნენ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის გაუმართლებელი და არაპროპორციული შეზღუდვა
თუ იმავეს გავიმეორებთ, რასაც ბრიტანელები ამბობდნენ, ეს არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცის გაუმართლებელი და არაპროპორციული შეზღუდვა, როგორც იტყოდნენ რუსული კანონის განხორციელება, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
26 მარტი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ხოშტარიას მხარდამჭერ განცხადებებზე: ეს არის ერთი მხრივ პასუხისმგებლობისგან განრიდება და მეორე მხრივ დანაშაულის წახალისება სხვებისთვის
„ეს არის ერთი მხრივ ჩარევა მართლმსაჯულებაში უცხოელების მხრიდან, რომ მაქსიმალურად განარიდონ ეს პირი პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ ეს არის ნიშანი და გზავნილი სხვებისთვის, რომ წაახალისონ - მიდით, თქვენც იგივე გააკეთეთ, მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით, სხვანაირ შეფასებებს გავაკეთებთ, თვალს დავხუჭავთ რეალურ დანაშაულზე. აი ეს არის - ერთი მხრივ პასუხისმგებლობისგან განრიდება და მეორე მხრივ დანაშაულის წახალისება სხვებისთვის“, - მიიჩნევს მახაშვილი.


