ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია 2026 წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ქარსაფარი ზოლების სავარაუდო ფართობი 8.72 ჰექტარს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - 662 ჰექტარს, იმერეთში სამიზნე ფართობი 1 879.54 ჰექტარია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2 342.78 ჰექტარი.
„ინვენტარიზაციის ფარგლებში აღირიცხება ქარსაფარ ზოლებში შემორჩენილი ხე-მცენარეთა სახეობები, რაოდენობა, ხნოვანებითი სტრუქტურა და ფაქტობრივი მდგომარეობა. პარალელურად, მზადდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, რის საფუძველზეც ხდება აღნიშნული ტერიტორიების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქარსაფარი ზოლების სტატუსით რეგისტრაცია.
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს. მისი მთავარი მიზანია ქარსაფარი ზოლების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რაც მათ სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.
2021-2025 წლებში ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაცია ჩატარდა 30 მუნიციპალიტეტში და ჯამურად 12,046.3 ჰექტარი მოიცვა. ამავე პერიოდში, ქარსაფარი ზოლის სტატუსით უკვე დარეგისტრირდა 6,707.9 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა. რეგისტრაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
2026 წელს საქართველოს მასშტაბით ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის დასრულება იგეგმება, რაც სისტემური, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის. ზუსტი მონაცემთა ბაზა სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად დაგეგმოს ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, რაც ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის პრევენციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
26 მარტი 2026, 16:21
მსოფლიო
აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის შეტყობინებები, სადაც განიხილებოდა გეგმა ბაიდენის ხელახალი არჩევისთვის თანხების გადარიცხვის შესახებ - სტატიას ამ თემაზე დონალდ ტრამპიც აზიარებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია სახელწოდებით „შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა უკრაინის მთავრობის გეგმა, რომელიც ეხებოდა შეთქმულებას ბაიდენის მეორე ვადით ასარჩევად თანხების გადამისამართების მიზნით“.
26 მარტი 2026, 16:16
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენება, სამელიორაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემის გამართული ფუნქციონირება. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
26 მარტი 2026, 16:09
მსოფლიო
ნატოს გენმდივანი: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა. საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა წინ მიიწევს
ნატოს მოკავშირეებმა 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს გადახედეს, თუმცა თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან წინ მიიწევს, - აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.
26 მარტი 2026, 16:07
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმინეს, განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი
წუთიერი დუმილით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარული სხდომა - კანონმდებლებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის - ილია მეორის ხსოვნას.
26 მარტი 2026, 15:59
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:55
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:45
კულტურა
ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, „ქართულ ფილმსა" და შპს „ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, სს "ქართულ ფილმსა" და შპს "ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:37
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 141,589 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტადონს (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს, ხოლო ნაწილი სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
26 მარტი 2026, 15:30
ეკონომიკა
გია არაბიძე: ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება
„თუ სხვა მატებაზე არ იქნება საუბარი, 2023 წლამდე არსებული ელექტროენერგიის ტარიფის დაბრუნება მაინც, აუცილებლად მიმაჩნია. ტარიფის ზრდა დარგის განვითარებისთვის გამართლებული იქნება”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ სემეკში, 30 მარტს დაგეგმილ საჯარო სხდომასთან დაკავშირებით, სადაც ელექტროენერგიის ტარიფებზე იმსჯელებენ.
26 მარტი 2026, 15:25
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), ელვის ანტონიო ალამ ლორას შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:25
სამართალი
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მესტიის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ მესტიის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
26 მარტი 2026, 15:22
ეკონომიკა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, საქართველოში Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა, რომელშიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ქართული კომპანიების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
26 მარტი 2026, 15:10
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში მაისში ჩავა
ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში. ტრამპი ასევე გეგმავს, რომ წლის ბოლოს სი ძინპინს ვაშინგტონში უმასპინძლოს. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს Truth Social-ზე დაწერა, ოფიციალური პირები უკვე „ასრულებენ მზადებას ამ ისტორიული ვიზიტებისთვის“.
26 მარტი 2026, 15:08
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სტუდენტები 200 და 300-ლარიან სტიპენდიებს მიიღებენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სხდომაზე განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ საკითხებზე იმსჯელეს.
26 მარტი 2026, 15:05
საზოგადოება
მიზნობრივი მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლები საირიგაციო წყლის მიწოდების საფასურის სუბსიდირების სქემაში ჩაერთო. ინიციატივის მიზანია ადგილობრივი ფერმერებისთვის ფინანსური ტვირთის მაქსიმალურად შემცირება, აგრარული საქმიანობის ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სტაბილური პირობების შექმნა იმ რეგიონებში, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დამატებით სირთულეებს უკავშირდება.
26 მარტი 2026, 14:54
საზოგადოება
მეუფე სტეფანე: თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი, 9 წელია მეუფე შიო ერთგულად ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით
„მე თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.
26 მარტი 2026, 14:50
სამართალი
ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.
26 მარტი 2026, 14:48
ეკონომიკა
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს
ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს ფინანსური სექტორის აქტუალური საკითხების, მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად.
26 მარტი 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ
ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.


