08 მაისი 2026, 13:37 / სანდო წყარო

ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის და საკრებულოს პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის სისტემური განვითარებისთვის, ქალაქთან ერთად, აუცილებელია მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაძლიერება; სწორედ ამიტომ, ადგილზე გასვლების დროს, მთავრობის ყველა მიმართულების წარმომადგენელი მაქსიმალურად იქნება ჩართული საკითხების კოორდინირებულად რეაგირების პროცესში, რაც შემდგომ საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის; მისივე თქმით, სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ხელისუფლების მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით, არაერთი პროექტის განხორციელება იგეგმება და აჭარის მთავრობის ძალისხმევით, ამ პროცესებში, რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ყველა რგოლი თანაბრად იქნება ჩართული.

,,მოხარული ვარ, რომ აჭარის მაღალმთიანეთში განვითარების ტემპი წლიდან წლამდე იზრდება. ეს პროცესი წარმოუდგენელია მთავრობის, მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ჩვენი სტრატეგიული კურსი ჩვენი რეგიონის განვითარებაა და ამ გზაზე მაღალმთიანი აჭარის როლი უმნიშვნელოვანესია.

მოსახლეობის მხრიდან გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. გვაქვს ამბიციური გეგმები, რომლებიც როგორც ქალაქს, ისე მთას მოიცავს. ვაცნობიერებთ არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსაც. ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ კეთილდღეობა - ყველა სოფელში იყოს მოწესრიგებული გზა, გაზი, წყალი და ინტერნეტი. ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის კონკრეტული ამოცანა, რომლის შესასრულებლად სრული რესურსი გაგვაჩნია“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონის განვითარებისთვის მთის გაძლიერება და სოფლად ხალხის დამაგრება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გაკეთდება.

ყველა სიახლე

08 მაისი 2026, 14:28

საზოგადოება

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კონფერენცია იმართება

კონფერენციის მონაწილეები პროგრამის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევა“ მიმდინარეობას და სამომავლო გეგმებს განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

ირაკლი კობახიძე

08 მაისი 2026, 14:27

პოლიტიკა

პრემიერი: მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია, ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის

მთავრობის გადაწყვეტილებით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 მაისი 2026, 14:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხვიჩა კვარაცხელიას მივულოცავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას ზედიზედ მეორედ, მისი წვლილი ყველაზე დიდი იყო ფინალში გასვლაში, რაც განსაკუთრებით გვახარებს და რაც არის ჩვენი სიამაყის განსაკუთრებული საგანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლას ულოცავს.

თენგიზ შარმანაშვილი

08 მაისი 2026, 14:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: მათ თუ ჰგონიათ, რომ თუ მოტივი არის პოლიტიკური, ამიტომ ნებისმიერი დამნაშავე შეიძლება პოლიტპატიმრად შერაცხო, ასე ტერორიზმსაც გაამართლებ - ქართველმა ერმა პირდაპირ ეთერში იხილა მათი დანაშაული

მათ თუ ჰგონიათ, რომ პოლიტიკური თუ არის მოტივი, ამიტომ ნებისმიერი დამნაშავე შეიძლება პოლიტპატიმრად შერაცხო, მაშინ ასე ტერორიზმსაც გაამართლებ - იქაც არის პოლიტიკური მოტივი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

08 მაისი 2026, 14:23

პოლიტიკა

პრემიერი: გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი ამბიცია, ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით

გუშინ დაკავებული იქნა ძალოვანი სტრუქტურების 5 წარმომადგენელი, რომლებსაც ბრალი ედებათ კონკრეტულ პირებზე ძალადობაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი მიტინგების მიმდინარეობისას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანი

08 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩზე: ქართველ ხალხს ემუქრება ბნელ დროში დაბრუნებით, სამოქალაქო ომით. ეს არ არის ევროპული საქციელი

ქართველ ხალხს ემუქრება ბნელ დროში დაბრუნებით, სამოქალაქო ომით. ეს არ არის ევროპული საქციელი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

გურამ მაჭარაშვილი

08 მაისი 2026, 14:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და ეუბნები საზოგადოებას, წავიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, შევიჭრათ, დავამხოთ, ეს უკვე არის საჯარო მტკიცებულება - არ მგონია, ვინმეს გაჰკვირვებოდა, რა განაჩენიც დადგა ამ ადამიანების მიმართ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებისთვის გამოტანილ განაჩენს აფასებს. „იმ შემთხვევაში, როდესაც საჯაროდ გამოდიხარ და ეუბნები საზოგადოებას, წავიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან, შევიჭრათ, დავამხოთ, ეს უკვე არის საჯარო მტკიცებულება. შესაბამისად, არ მგონია, ვინმეს გაჰკვირვებოდა, რა განაჩენიც დადგა ამ ადამიანების მიმართ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

08 მაისი 2026, 14:17

პოლიტიკა

კობახიძე: სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ ჩვენ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს

4 წლის განმავლობაში კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა იყო 5, აქედან 4 იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს 4 ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

08 მაისი 2026, 14:16

პოლიტიკა

პრემიერი: პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო, ასევე, კიდევ ერთხელ მივულოცავ ბატონ ზურაბ პატარაძეს და ბატონ გეკა გელაძეს

პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი სულხან თამაზაშვილი, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე

08 მაისი 2026, 14:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის

ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

კირ სტარმერი

08 მაისი 2026, 14:01

მსოფლიო

მე ამირჩიეს გამოწვევებთან გასამკლავებლად და არ ვაპირებ გავექცე მათ და ქვეყანა ქაოსში გავხვიო - კირ სტარმერი მისი პარტიის არჩევნებში წაგების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა „ლეიბორისტულმა“ პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში წააგო, ის გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

08 მაისი 2026, 13:56

პოლიტიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

ცვლილებები სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ნაიჯელ ფარაჯი

08 მაისი 2026, 13:39

მსოფლიო

BBC: კირ სტარმერის პარტია ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში მარცხდება

დიდი ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომლის ლიდერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

08 მაისი 2026, 13:30

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

08 მაისი 2026, 13:12

საზოგადოება

ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

08 მაისი 2026, 13:11

მსოფლიო

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტს რუმენ რადევი უხელძღვანელებს

ბულგარეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

08 მაისი 2026, 13:10

საზოგადოება

დავით ფაცაცია თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა.

08 მაისი 2026, 13:08

ეკონომიკა

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივას უერთდება

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. ასოციაცია გამოხატავს სრულ მზაობას, აქტიურად ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში.

შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან

რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.