რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივას უერთდება
ფოტო: Facebook
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. ასოციაცია გამოხატავს სრულ მზაობას, აქტიურად ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში.
„დარგისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობა, რის უზრუნველსაყოფადაც წლების განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ ინიციატივას ვაფასებთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს.
ასევე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ FMCG სექტორში ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია და მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს. შესაბამისად, მდგრადი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვა.
ჩვენი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის სასარგებლო, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია ყველა მხარის, მათ შორის რითეილ სექტორის, აქტიურ, თანაზომიერ მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე.
მზად ვართ ვითანამშრომლოთ საჯარო და კერძო სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ინიციატივამ პრაქტიკული შედეგი მოიტანოს და ხელი შეუწყოს ბაზარზე სტაბილურ და სამართლიან გარემოს", - აცხადებს „საქრძე“.
მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ - „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.
შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“, „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 14:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის
ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
08 მაისი 2026, 14:01
მსოფლიო
კირ სტარმერის განცხადებით, არჩევნებში წაგების მიუხედავად, ის გადადგომას არ აპირებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა „ლეიბორისტულმა“ პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში წააგო, ის გადადგომას არ აპირებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
08 მაისი 2026, 13:56
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
ცვლილებები სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
08 მაისი 2026, 13:39
მსოფლიო
BBC: კირ სტარმერის პარტია ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში მარცხდება
დიდი ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომლის ლიდერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
08 მაისი 2026, 13:37
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიის და საკრებულოს პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რეგიონის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
08 მაისი 2026, 13:30
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
08 მაისი 2026, 13:12
საზოგადოება
ლონდონის სხვადასხვა ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
08 მაისი 2026, 13:11
მსოფლიო
ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. მინისტრთა კაბინეტს რუმენ რადევი უხელძღვანელებს
ბულგარეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ახალი მთავრობა დაამტკიცა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.
08 მაისი 2026, 13:10
საზოგადოება
დავით ფაცაცია თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა.
08 მაისი 2026, 13:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან
რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 მაისი 2026, 12:52
სამართალი
პროკურორი ხაბეიშვილი-ზოდელავას სასამართლო პროცესზე მოსამართლეს: მომეტებულად სახიფათოა სახელმწიფო დამხობის მოწოდება - მშვიდობიანი დამხობა სიტყვების თამაშია, მოგმართავთ, ბრალდებულებს თითოეული ქმედების სამართლიანი სასჯელი განუსაზღვროთ
ბატონო მოსამართლე, ჩემ მიერ ჩამოყალიბებული პოზიციისგან განსხვავებული მსჯელობის შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომ ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული პირდაპირი მოწოდებები თურმე, ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ქვეყანაში, - ამგვარად მიმართა ხაბეიშვილი-ზოდელავას სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა მოსამართლეს.
08 მაისი 2026, 12:51
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.
08 მაისი 2026, 12:51
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: დარწმუნებული ვარ, ღვინის ეროვნული დღე ტრადიციად იქცევა, რომელიც გააძლიერებს ღვინის სექტორს, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას მსოფლიოში
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნეს.
08 მაისი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან
მე ერთადერთი ვისი აზრიც მაინტერესებს, ეს არის რამდენიმე ელჩის აზრი, - რას ფიქრობენ, ხელს ართმევენ თუ არა მათ, ვინც ცდილობს 26 მაისს კიდევ ერთხელ ძალადობა დააანონსოს. ამას მალე ვიხილავთ. ხვალ ევროკავშირის შეკრებაზე თუ ვნახავთ იმ ხალხს, ვინც ძალადობას აანონსებს, ეს იქნება პასუხი ჩვენ კითხვაზე, თუ ვინ დგას მორიგი არეულობის მცდელობის უკან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
08 მაისი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ტალინის მოსახლეობას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს და კაციშვილს ხმა არ ამოუღია. აბა ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, როგორი როგორი რეაქცია ექნებოდათ
„ესტონეთი ევროკავშირის წევრია. ისინი არისტოკრატები არიან და ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ის კანონები, რაც გვაქვს. სინამდვილეში ეს ხუმრობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რეალურად როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით. ასეთი ცინიზმი, აროგანტულობა, როდესაც თბილისისხელა ესტონეთი შენიშვნებს აძლევს საქართველოს და კარნახობს რა უნდა მიიღოს და რა - არა და თვითონ ხსნილი აქვს ყველაფერზე, ერთადერთი საკითხი არ არის. ბევრი რამ აქვთ ასეთი მიღებული. ტალინის მოსახლეობას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს და კაციშვილს ხმა არ ამოუღია. აბა ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, როგორი როგორი რეაქცია ექნებოდათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
08 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იმ ცალკეულ ინციდენტებს, რომლებიც აქციებზე ვიხილეთ, სახელმწიფო სათანადოდ გამოიძიებს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს. შესაბამისად, ამის შედეგებიც ვნახეთ
იმ ცალკეულ ინციდენტებს, რომლებიც აქციებზე ვიხილეთ, სახელმწიფო სათანადოდ გამოიძიებს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა, რომ კანონის უზენაესობა ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს. შესაბამისად, ამის შედეგებიც ვნახეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 მაისი 2026, 12:44
მსოფლიო
მედია: ფიცო მოსკოვში ვიზიტისას პუტინს ზელენსკის გზავნილს გადასცემს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, რომელიც 9 მაისს მოსკოვში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილს გადასცემს. ინფორმაციას სლოვაკური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანზე, რასტისლავ ხოვანეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 მაისი 2026, 12:42
პოლიტიკა
ჩიხელიძე: „ნაცმოძრაობა“ რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ეს დოკუმენტი ააფარეთ სახეზე - 2008 წლის დასაწყისში ხალხს ქვეყნის გაერთიანებას პირდებოდნენ, რამდენიმე თვეში კი საქართველოს 20% რუსეთს ჩააბარეს
„ნაცმოძრაობა“ რომ ვინმეს შეუსრულებელ დაპირებებზე დაუწყებს საუბარს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დოკუმენტი ააფაროთ სახეზე - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში და აქვეყნებს 2008-2012 წლების “ნაციონალური მოძრაობის” 50-თვიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებს, რომელშიც მათი დაპირებები და სამოქმედო გეგმა იყო მოყვანილი.
08 მაისი 2026, 12:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბრიუსელმა, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს
მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ ურთიერთობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.


