ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა
ფოტო: Facebook
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში ახალი საფეხბურთო სტადიონი აშენდა. ბარამიას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედნის მოსაწყობად 224 400 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
დღეს, ბარამიას ახალ სტადიონზე, ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ის ორგანიზებით, ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თაბუკაშვილისა და ბარამიას დევნილთა ჩასახლების საფეხბურთო გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
,,ბარამიას ქუჩაზე ახალი სტადიონის მშენებლობა მმართველი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბარამიას დასახლებაში ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს და ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის ხელშეწყობის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებული მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას - ადამიანს რომელმაც უამრავ ბავშვს მისცა მოტივაცია და სპორტის სიყვარული გაუჩინა” - აღნიშნა მერმა.
ტურნირს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საქართველოს პარლამენტის წევრები - ზუგდიდის დელეგატი ედიშერ თოლორაია, გრეტა წიწავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და მერის მოადგილეები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 12:19
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სახლართი ბადით თევზჭერის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში სამეგრელოში, იმერეთსა და ქვემო ქართლში უკანონო თევჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს.
19 მაისი 2026, 12:18
მსოფლიო
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნაწილს გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გამოყოფას კიევის მიერ არაპოპულარული საგადასახადო რეფორმების გატარებას დაუკავშირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: საქართველოდან ჩინურ ბაზარზე ექსპორტი ძალიან გაიზარდა. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი და ბუნებრივია, ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის მოხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო ლაპარაკი იმაზე, როგორ გახდეს უფრო მჭიდრო და უფრო საქმიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
19 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ჩინეთში ვიზიტზე: ის მაღალი დონის შემადგენლობა, რომლითაც გვხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელაა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დონე და რაც მთავარია, პერსპექტივა
ის მაღალი დონის შემადგენლობა, რომლითაც გვხვდებოდნენ, კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელაა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული დონე და რაც მთავარია, პერსპექტივა, - განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ჩინეთში, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
19 მაისი 2026, 12:11
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ჩვენი ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ხელისუფლების გადატრიალების ნებისმიერ მცდელობას. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას და ჩვენი მიზანია, სამართალდარღვევები არ დავტოვოთ დაუსჯელი
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანა, მაქსიმალურად ჩავყვეთ ყველა საქმეს. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართულებით. ნახეთ, რომ 4 ოქტომბერს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იმოქმედა შსს-მ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ხელისუფლების გადატრიალების ძალიან ღია და უხეში მცდელობა. შსს-მ შეძლო, ყოველგვარი ექსცესების და ინციდენტების გარეშე დაჰპირისპირებოდა ხელისუფლების გადატრიალების ამ მცდელობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ამ ხელწერას უნდა გავუფრთხილდეთ. იყო კონკრეტული ექსცესები, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ამ ხელწერას, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს. ჩვენი მიზანია, არ დავტოვოთ სამართალდარღვევები დაუსჯელი და აქ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ბოლო 1 თვის განმავლობაში, ასევე პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ხელწერა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს ხელისუფლების გადატრიალების, ძალადობრივი, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ ჩვენი სუფთა, ჰუმანური ხელწერით უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ ასეთ მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19 მაისი 2026, 12:10
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, სოსო ობოლაძესთან ერთად, თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები, მათ შორის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი“, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის სათაო ოფისი მოინახულა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:08
მსოფლიო
მედია: თეირანი ვაშინგტონისგან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად საზღვაო ბლოკადის მოხსნას, ირანის გაყინული აქტივების განბლოკვას, ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული უშიშროების კომიტეტს აშშ-თან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარუდგინა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
19 მაისი 2026, 12:01
საზოგადოება
იტალიელი დოკუმენტალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფილმს იღებენ
მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია Gambero Rosso TV-სთვის საქართველოს შესახებ ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. Gambero Rosso TV იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიაა მოგზაურობისა და კულინარიის მიმართულებით. ფილმში საქართველოს ტურისტული ადგილები, კულტურა, გასტრონომია და ღვინო იქნება ნაჩვენები.
19 მაისი 2026, 11:56
პოლიტიკა
პრემიერი: გვაქვს ახალი კანონი, რომელიც უპირისპირდება სიძულვილის ენას და ყოველგვარი ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა იყოს ამოქმედებული კანონმდებლობა - ეს პრაქტიკა უნდა შეეხებოდეს თანაბრად ყველა მხარეს
რა არის სიძულვილის ენა და რა არა, ამაზე როგორც იურისტს შეიძლება მქონდეს ჩემი პოზიცია, თუმცა პრაქტიკა უნდა დაამკვიდრონ შესაბამისმა ორგანოებმა, შსს-მ, სასამართლომ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
19 მაისი 2026, 11:51
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი პატრიარქის ქადაგებაზე: ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან პატრიარქის ქადაგება ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს
ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
19 მაისი 2026, 11:47
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სარჩელზე, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასეთი არაჯანსაღი, ანტისახელმწიფოებრივი ძალებისა და აგენტურისთვის არ უნდა იყოს ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სივრცეში
გადახედეთ ლიდერებს - „ნაცმოძრაობის“ ერთი და იგივე გაცვეთილი სახეები, ბუნებრივია, ამ სახეებს წარმატების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
19 მაისი 2026, 11:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას
ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 11:40
რეგიონი
ლევან ხარაბაძემ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
19 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
პრემიერი: სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისთვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი
სხვადასხვა მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ შსს-მ მიიღოს ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შესაბამისმა ქვედანაყოფმა იმისათვის, რომ რეაგირება სამართალდარღვევებზე იყოს მყისიერი და ეფექტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
19 მაისი 2026, 11:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე
„მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია პრობლემების შესახებ მივიღოთ პირველწყაროსგან. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს რეგიონებსა და ქალაქებში. იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ვისაუბრეთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალების არსებობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ძალები არ იქნებიან ორიენტირებული ლანძღვა-გინებაზე. ეს კი ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არსებობს რაიმე ტიპის გამოწვევა, ამაზე უნდა ვისაუბროთ კონსტრუქციულად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
19 მაისი 2026, 11:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მედიასთან ისაუბრა იმერეთში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.
19 მაისი 2026, 11:31
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH) შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად
პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება: სტრატეგიული ინვესტიცია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა.
19 მაისი 2026, 11:29
ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.
19 მაისი 2026, 11:25
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 111 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.6 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 16.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 16.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.5 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.


