21 მაისი 2026, 17:16 / სანდო წყარო

აჭარის უმაღლეს საბჭოში, მინისტრის საათის ფორმატში,სოფლის მეურნეობის მინისტრი წარდგა. კანონმდებლებმა, ასევე მოისმინეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ანგარიში

აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დავით გაბაიძისთვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.

საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, დავით გაბაიძე სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, რაც უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატთან შეუთავსებელ თანამდებობად ითვლება. კანონმდებლებმა მას საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვეს.

სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე წარდგა. მან სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და 2026 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მინისტრის ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 86%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 11%-ით გაიზარდა და 40.9 მილიონ ლარს შეადგენს. უწყება 16 პროგრამასა და 13 ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლითაც ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 29 ათასმა ფერმერმა ისარგებლა. პროგრამები მიმართულია აგროსექტორის მდგრად განვითარებაზე, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციასა და სოფლის მოსახლეობის მხარდაჭერაზე. დისკუსიის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.

ამავე სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687.7 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 755.4 მილიონი ლარი, ანუ გეგმის 109.8% შეადგინა. შემოსავლების ძირითადი ნაწილი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, რომლის შესრულებამ 110% შეადგინა. მინისტრმა ასევე ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმართულებებზე და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. სხდომის ბოლოს უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი დაამტკიცა.

ყველა სიახლე

ილონ მასკი

21 მაისი 2026, 17:48

მსოფლიო

ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს

სოციალურ ქსელ X-ის და Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი გაერთიანებული სამეფოს პოლიციას არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და სასიკვდილოდ დაჭრილ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

კაია კალასი

21 მაისი 2026, 17:36

მსოფლიო

ევროპარლამენტარები კაია კალასს ახლო აღმოსავლეთის საკითხზე სტრატეგიის არ არსებობასა და აბსურდული არგუმენტებით თავის მართლებაში ადანაშაულებენ

ახლო აღმოსავლეთში კრიზისთან დაკავშირებთ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის ევროპარლამენტში გამოსვლას ევროდეპუტატების ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

აბას არაღჩი

21 მაისი 2026, 17:24

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ისე ბრძოლისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზად არის როგორც მოლაპარაკებისთვის, ასევე ბრძოლის გასაგრძელებლადაც.

21 მაისი 2026, 17:24

საზოგადოება

მართვის მოწმობის მიღების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

21 მაისი 2026, 17:17

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი Resilio Access Project-ის კვლევაზე: მაშინ, როდესაც არსებობს დემოკრატიის შემოწმების, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო ხელისუფლების და ინსტიტუტების მდგრადობის გაზომვადი მოცემულობა, საქართველო ყველგან იღებს უმაღლეს შეფასებას

მაშინ, როდესაც არსებობს დემოკრატიის შემოწმების, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო ხელისუფლების და ინსტიტუტების მდგრადობის გაზომვადი მოცემულობა, საქართველო ყველგან იღებს უმაღლეს შეფასებას და მონტენეგროსთან ერთად 10 კანდიდატ ქვეყანაში საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა Resilio Access Project-ის კვლევაზე საუბრისას.

21 მაისი 2026, 17:14

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: ხელოვნება და კულტურა არის ის ძალა, რომელიც არ ცნობს ხელოვნურ ბარიერებს, მავთულხლართებსა და გამყოფ ხაზებს

„ეს ღონისძიება „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში იმართება და არის ჩვენი იდენტობის ზეიმი, ჩვენი ენის, ტრადიციებისა და იმ სულიერი ერთობის განმტკიცება, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველას, რომ აფხაზეთი ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და, რაც მთავარია, ის ჩვენი გარდაუვალი მომავალია“.

21 მაისი 2026, 17:06

სპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტები აქტიურ ფაზაშია

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფონდი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რაგბის კავშირთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს და მაქსიმალურად მეტი ქალაქი მოვიცვათ“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ.

21 მაისი 2026, 17:00

მსოფლიო

CNBC: არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% აშენებულია

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ახალი ნავთობსადენის დაახლოებით 50% უკვე ააშენა. ინფორმაციას CNBC აბუ-დაბის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის გენერალურ დირექტორზე სულთან აჰმედ ალ ჯაბერზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მაისი 2026, 16:55

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან - ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.

21 მაისი 2026, 16:53

კულტურა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის (TAF 2026) გახსნას ღონისძიების ორგანიზატორთა მიწვევით დაესწრო

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო სფეროების დაკავშირება.

21 მაისი 2026, 16:50

სპორტი

20-წლამდე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთივე სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

სტადიონებზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

21 მაისი 2026, 16:37

საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით - 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამებში იკვეთებოდა წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.

21 მაისი 2026, 16:36

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. პროკურორებმა შეხვედრა თბილისის N115 N176, N 51 და N215 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

აჰმედ ალ-შარაა

21 მაისი 2026, 16:34

მსოფლიო

Reuters: სირია „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დაპატიჟეს

სირია ივნისში საფრანგეთში გასამართ „დიდი შვიდეულის“ სამიტში სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მაისი 2026, 16:24

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, გიორგი ოქროშიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელმძღვანელის პოზიციაზე, გიორგი ოქროშიძე წარუდგინა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

21 მაისი 2026, 16:02

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, დათესვა მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა.

გიორგი გვარაკიძე იზაბელა კასტროჯიოვანი

21 მაისი 2026, 15:45

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა

პროკურატურის ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.

21 მაისი 2026, 15:35

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლებისათვის ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებს მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის 22 მაისიდან დაიწყებს, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

21 მაისი 2026, 15:27

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.