09 ივლისი 2026, 16:42 / სანდო წყარო

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახს“ ეწვივნენ, მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიზნით არსებულ პროგრამებს გაეცნენ და პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მცირე საწარმოების მხარდასაჭერად და საოჯახო ბიზნესის დაწყების მიზნით, სახელმწიფო და კერძო კომპანიების დაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ შექმნილია საგრანტო ფონდი, რომელიც ყოველწლიურად შემოსულ განაცხადებს განიხილავს და შესაბამის პროექტებს აფინანსებს.

„ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ ბენეფიციარებთან შეხვედრისას იმ პროგრამებსა და მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რომელიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ეს ბენეფიციარები იღებენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ელელიძეებში ერთ-ერთ საწარმოს ესტუმრნენ, რომელიც „ქალთა ოთახის“ დაფინანსებით შეიქმნა.

„ქალთა ოთახი“, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბაზაზე არსებობს, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვან პროექტებს აფინანსებს. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებს შევხვდით და მათი ბიზნეს იდეები და საჭიროებები მოვისმინეთ. ჩვენ ასევე ვესტუმრეთ ერთ-ერთი ბენეფიციარის საწარმოს, რომელიც ქალთა ოთახის მხარდაჭერით შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბიზნესის წარმოება და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაგრძელდეს“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრას პარლამენტის წევრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2026, 18:13

პოლიტიკა

შალვა თხელიძე: შუა დერეფანი არის ლოგიკურად ევროკავშირის ინტერესი, თუმცა ამ ლოგიკაში არ ჯდება მათი დამოკიდებულება და მიმართება საქართველოსთან მიმართებაში. ეს გამოწვევას უქმნის გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებას

ლოგიკა გვეუბნება, რომ ინფრასტრუქტურა შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ევროპული მხარისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

შოთა თხელიძე

09 ივლისი 2026, 18:05

პოლიტიკა

შოთა თხელიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე: ობიექტურობა ამ ორგანიზაციამ დაკარგა. ეუთო გამოიყენება საერთაშორისო წნეხის ინსტრუმენტად დასავლეთის მხრიდან. როდესაც მხარეს ბრალს გდებენ იმაში, რაც არ ჩაგიდენია, ცოტა არასერიოზულია. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკური წონაც აჩვენა ქართულმა მხარემ, როდესაც დემონსტრაციული დემარში განახორციელა

როდესაც მხარეს გდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩაგიდენია ცოტა არასერიოზულია. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკური წონაც აჩვენა ქართულმა მხარემ, როდესაც ასეთი დემონსტრაციული დემარში განახორციელა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ.

09 ივლისი 2026, 18:04

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის ინიციატივით, ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მაია ბითაძე

09 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჯო უილსონი ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას, მათ შორის წინსწრებით, ერთი წლით ადრე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიცემა თითქოს უფრო მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით

ჯო უილსონი ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას, ემუქრება წევრი სახელმწიფოს დელეგაციას, მათ შორის წინსწრებით, ერთი წლით ადრე იმასთან დაკავშირებით, რომ გამოიცემა თითქოს უფრო მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

09 ივლისი 2026, 17:58

საზოგადოება

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა - გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

გიორგი შარაბიძემ პრეზენტაციის - „საქართველოს საარჩევნო გამოცდილება - ინსტიტუციური და ტექნოლოგიური განვითარება, ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები“ წარდგენისას საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო ორ საერთო არჩევნებზე ფართო მასშტაბით გამოიყენა ელექტრონული ტექნოლოგიები და ორივე არჩევნების ადმინისტრირება მაღალ პროფესიულ დონეზე, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

09 ივლისი 2026, 17:56

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საუბრობს იმაზე, რომ თითქოს საქართველოში თავისუფალი მედია იზღუდება და რომ თითქოს დემონსტრაციებს კრძალავს ვინმე

ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები და „მოსკოვის მექანიზმის“, რომელიც ამ დიდი სცენარის ერთი კომპონენტი იყო საქართველოს წინააღმდეგ, „მოსკოვის მექანიზმია“ ამოსავალი წერტილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე

09 ივლისი 2026, 17:55

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ჩვენი განცხადებები ყურს მიღმა არ დარჩენილა, უფრო ღიად ვსაუბრობთ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ

„ერთია, რომ ეს საოლქო ჩანაწერებში რჩება და მეორეა, რომ უფრო ღიად ვსაუბრობთ ამ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. დაიწყო ევროპარლამენტით, გაგრძელდა ევროსაბჭოთი და ახლა ბოლო ბასტიონი აიღო ჯო უილსონმა - ეუთო ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ეს აფრთხობს მათ შორის საპარლამენტო ასამბლეას, იმიტომ რომ ეს არ არის ის, რისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ყველაზე ცუდი, რაც მოხდა - ეუთოს სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის ანგარიში ეუთომ თვითონვე დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის აბსურდი საერთაშორისო სამართლისთვის“, - განაცხადა ბითაძემ.

09 ივლისი 2026, 17:54

მსოფლიო

ირანმა იორდანიის ალ-აზრაქის სამხედრო ავიაბაზას 10 ბალისტიკური რაკეტა ესროლა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ აშშ-ის თავდასხმებზე პასუხის „მეორე ეტაპის“ ფარგლებში იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის სამხედრო ავიაბაზის მიმართულებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2026, 17:28

მსოფლიო

Financial Times: ტრამპის პოზიციის მოულოდნელმა ცვლილებამ, უკრაინასთან დაკავშირებით, ნატოს ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა

ნატოს ევროპელი ლიდერებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული განცხადებები ალიანსის მისამართით ანკარაში გამართულ სამიტზე მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თბილი გზავნილები უკრაინის მიმართ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 17:17

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

არჩილ გორდულაძე

09 ივლისი 2026, 17:16

სამართალი

არჩილ გორდულაძე: სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მეათე მუხლი, ანუ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მეათე მუხლი, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს სხვათა უფლებების დასაცავად, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

ბაჩანა სურმავა

09 ივლისი 2026, 17:16

სამართალი

ბაჩანა სურმავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს. თუკი არსებობს ისეთი წინაპირობები, რომ სხვა უფრო მსუბუქი სახდელები ვერ უზრუნველყოფდა იმ მიზნის მიღწევას, რომ ამ ადამიანს სხვა ადამიანების რეპუტაცია და ღირსება არ შეელახა, ასეთ უკიდურეს შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ სასჯელის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით კონვენციასთან შესაბამისი იყო

პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ბაჩანა სურმავა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

09 ივლისი 2026, 17:00

სპორტი

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა რუსეთს ყველა სანქცია მოუხსნა

რუსეთის სპორტის მინისტრის, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ დეგტიარევის განცხადებით, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა (UIPM) რუს სპორტსმენებს ყველა სანქცია მოუხსნა.

09 ივლისი 2026, 16:58

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება - სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარების გამო სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება. სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო სოფიო ტყავაძე, მას ჯარიმის სახით სამი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

დიმიტრი პესკოვი

09 ივლისი 2026, 16:48

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ტრამპი ცდება, როცა ჰგონია, რომ სამხედრო ესკალაცია უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდება, როცა ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

09 ივლისი 2026, 16:44

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ეწურება. შეხვედრას, ასევე დაესწრო თომას კაირისი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაიკავებს.

09 ივლისი 2026, 16:11

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტების არალეგალურ წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინეს.

გოგა ხაინდრავა

09 ივლისი 2026, 16:06

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან

„შაბათის ფორმულამ“ მიზანმიმართულად მოამზადა ზედიზედ ორი გადაცემა, სადაც ჩემი სახელი ისე გამოიყენეს, რომ კომენტარისთვის ერთხელაც არ მომმართეს. არავითარ კავშირში არ არის ეს ჟურნალისტურ ვარაუდებთან“, - ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ შეფასებას, სადაც ითქვა, რომ „საქართველოში ჟურნალისტები გამოთქმული ვარაუდების გამო ისჯებიან“.

გივი მიქანაძე

09 ივლისი 2026, 16:01

საზოგადოება

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში – „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ (Transforming Education Summit), რომელიც UNESCO-ს სათავო ოფისში ჩატარდება.