ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ხელწერა
ფოტო: აჭარის მთავრობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე. იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მთის კურორტების განვითარების და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება, ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე, მოახლოებული ციტრუსის სეზონისთვის მზადების პროცესსა და ფერმერების მხარდაჭერაზე. მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინაციის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და გასული პერიოდის მიღწევებთან ერთად, კონკრეტულ გამოწვევებზეც ისაუბრა და მოსახლეობის ნდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ჩვენ ერთიან ძლიერ გუნდს - ქართულ ოცნებას, მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს - მისი პრაგმატული პოლიტიკით, ეროვნული მისწრაფებებით; ამ ეროვნული სულისკვეთებით ჩვენ ვმართავთ სახელმწიფოს და წლიდან წლამდე იზრდება ნდობაც.
ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ შრომა ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით.
სწორი ნაბიჯებით მივდივართ წინ, ვაძლიერებთ ყველა დარგს, ყველა მიმართულებას და ამის ნათელი მაგალითია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან, მისი გზავნილები, მისი სწორი, პრაგმატული მიდგომა. მინდა ციტატაც მოვიყვანო ამ გამოსვლიდან : „იშვიათია ქვეყნები, რომელთაც მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა ასე ღრმად შეიძლება ესმოდეს, როგორც საქართველოს“ - და რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა.
ნდობა, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა გვიცხადებს, არის ჩვენთვის უმთავრესი და ამას გაფრთხილება სჭირდება.
მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას - ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ ხელწერა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომაზე.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 11:08
მსოფლიო
POLITICO: მელონი ენერგიის გაძვირების გამო ევროკავშირისგან ფისკალური წესების შემსუბუქებას ითხოვს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირისგან საბიუჯეტო წესების დამატებით მოქნილობას ითხოვს, რათა წევრმა ქვეყნებმა ენერგიის გაძვირებით გამოწვეული ინფლაციის ფონზე ოჯახებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 11:06
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრმა საპილოტე პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 11:03
საზოგადოება
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა - ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა
ისრაელის საელჩო საქართველოში: ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა, - წერს საქართველოში ისრაელის საელჩო Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში.
01 ოქტომბერი 2026, 11:03
ეკონომიკა
გიორგი აგლაძე: „Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით
დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი, - აცხადებს Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე.
01 ოქტომბერი 2026, 11:02
რეგიონი
რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა ერთდროულად რვა ლოკაციაზე მიმდინარეობს
რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. შიდა ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:58
საზოგადოება
ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება
1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია.
01 ოქტომბერი 2026, 10:45
რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 116 ტონა (0,8%). ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:45
საზოგადოება
საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India წელს, პირველად მონაწილეობს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:42
პოლიტიკა
კახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე
14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.
01 ოქტომბერი 2026, 10:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: თითქოს ნორმად აქციეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ათას სიცრუესა და სიბინძურეს ავრცელებენ, თან მათ სტილში, სასაცილოდ და უგემოვნოდ დადგმული სცენებით
ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ამ აღვირახსნილ სიცრუესა და დეზინფორმაციას უპასუხოს სამართლებრივად ექნება პრეცედენტული ხარისიათი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, რომელმაც გუშინ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწაბელური კამპანიის გამო სამართლებრივ დავას იწყებს. წილოსანი თქმით, გარკვეულმა ძალებმა თითქოს ნორმად აქციეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ სიცრუისა და სიბინძურის გავრცელება.
01 ოქტომბერი 2026, 10:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს
ისრაელისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა ინდოელი პილოტი სმიტ მაჩჰარი გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც მან Fly Dubai-ის თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლე გადაარჩინა. პილოტი კოლეგამ დანით დაჭრა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, იუწყება Reuters-ი.
01 ოქტომბერი 2026, 10:37
პოლიტიკა
დათა გვასალია: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი - რომ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, დღეს ვიქნებოდით ომში მშვიდობის ნაცვლად, ვიქნებოდით სხვების ინტერესების გატარების იარაღი
ჟურნალისტი დათა გვასალია, 2012 წლის 1 ოქტომბერს - “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 14 წელს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გარეშე დღეს საქართველო იქნებოდა ომში, ტოტალურ შიშსა და უიმედობაში.
01 ოქტომბერი 2026, 10:37
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს.
01 ოქტომბერი 2026, 10:32
სამართალი
აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
01 ოქტომბერი 2026, 10:24
სამართალი
საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა
დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.
01 ოქტომბერი 2026, 10:11
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
01 ოქტომბერი 2026, 10:04
მსოფლიო
The Guardian: ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორი ლეტალური ინიექციის შემდეგ გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის აღსრულება ვერ მოხერხდა - 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 09:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს - როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, საინტერესოა, რას ფიქრობენ IRI-ის წინა კვლევებზე, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა?


