საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India წელს, პირველად მონაწილეობს, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები საექსპორტო პოტენციალს აცნობენ გამოფენის უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს.
„ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა საქართველოს პავილიონი დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს და ინდოეთის ბაზარზე დამკვიდრებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში ქართველ მწარმოებლებს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს პავილიონში კომპანიებმა: „ხონის პლანტაციები“, „ჯეოაგრო ისთეითი“, „აგრითაჩი“, „ნიადაგი ჯგუფი“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „არომა პროდუქტი“, „ფარმინგ კონსტრაქშენი“ - საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ Anuga select India საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
საერთაშორისო გამოფენაზე Anuga select India ქართული პავილიონის წარდგენა ქართული აგროსასურსათო სექტორისათვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 10:58
საზოგადოება
ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენს ქვეყანას დასჭირდება
1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია.
01 ოქტომბერი 2026, 10:50
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ ხელწერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:45
რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 116 ტონა (0,8%). ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 10:42
პოლიტიკა
კახა კალაძე: 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე
14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო. ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი, კახა კალაძე.
01 ოქტომბერი 2026, 10:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: თითქოს ნორმად აქციეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ ათას სიცრუესა და სიბინძურეს ავრცელებენ, თან მათ სტილში, სასაცილოდ და უგემოვნოდ დადგმული სცენებით
ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ამ აღვირახსნილ სიცრუესა და დეზინფორმაციას უპასუხოს სამართლებრივად ექნება პრეცედენტული ხარისიათი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას, რომელმაც გუშინ დაწერა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწაბელური კამპანიის გამო სამართლებრივ დავას იწყებს. წილოსანი თქმით, გარკვეულმა ძალებმა თითქოს ნორმად აქციეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ სიცრუისა და სიბინძურის გავრცელება.
01 ოქტომბერი 2026, 10:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ და ნარენდრა მოდიმ Fly Dubai-ს ინდოელ პილოტს გმირი უწოდეს
ისრაელისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა ინდოელი პილოტი სმიტ მაჩჰარი გმირად შერაცხეს მას შემდეგ, რაც მან Fly Dubai-ის თვითმფრინავის მგზავრების სიცოცხლე გადაარჩინა. პილოტი კოლეგამ დანით დაჭრა და, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, იუწყება Reuters-ი.
01 ოქტომბერი 2026, 10:37
პოლიტიკა
დათა გვასალია: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი - რომ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, დღეს ვიქნებოდით ომში მშვიდობის ნაცვლად, ვიქნებოდით სხვების ინტერესების გატარების იარაღი
ჟურნალისტი დათა გვასალია, 2012 წლის 1 ოქტომბერს - “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 14 წელს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გარეშე დღეს საქართველო იქნებოდა ომში, ტოტალურ შიშსა და უიმედობაში.
01 ოქტომბერი 2026, 10:37
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს.
01 ოქტომბერი 2026, 10:32
სამართალი
აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
01 ოქტომბერი 2026, 10:24
სამართალი
საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა
დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ. დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.
01 ოქტომბერი 2026, 10:11
სამართალი
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაერო-ს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონგრესში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-15 კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
01 ოქტომბერი 2026, 10:04
მსოფლიო
The Guardian: ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორი ლეტალური ინიექციის შემდეგ გადარჩა და საავადმყოფოში გადაიყვანეს
აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის აღსრულება ვერ მოხერხდა - 50 წლის კრისტა პაიკი ორი დოზა ლეტალური ინიექციის მიღების შემდეგაც გადარჩა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 09:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს - როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, საინტერესოა, რას ფიქრობენ IRI-ის წინა კვლევებზე, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა?
01 ოქტომბერი 2026, 09:36
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის კვლევაში ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა მათ მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ
საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, - ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის კვლევაში ოპოზიციის დაბალ რეიტინგს. იგი ოპოზიციის დაბალ შედეგს ქართველი ხალხის ვერდიქტს უწოდებს.
01 ოქტომბერი 2026, 09:16
მსოფლიო
მედია: ავიაკომპანია Fly Dubai ინციდენტის შემდეგ ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
ავიაკომპანია Fly Dubai ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისს დროებით აჩერებს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი თვითმფრინავის მეორე პილოტის მიერ ლაინერის ჩამოგდების მცდელობის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, იუწყება ისრაელური მედია.
01 ოქტომბერი 2026, 09:15
საზოგადოება
დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები იმართება
თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (UITP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მასპინძლობს. სასტუმრო „შერატონ მეტეხ პალასში“ კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა. „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 2023 წლიდან არის. აქტიურად ვართ ჩართულები სამუშაო პროცესში და ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვაში, როგორებიცაა ავტობუსების ქსელის დაგეგმვა, ქუჩების მულტიმოდალური პრინციპით მოწყობა და სხვა. მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილების გაზიარება გვეხმარება დღეს არსებული პრობლემების გადაჭრაში იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ უფრო კომფორტული და სწრაფი“, - აღნიშნა ნინო ბაგაშვილმა. ასევე, დედაქალაქის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი ორგანოების კომიტეტის რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები დიდი დიღმის ავტობაზას, თბილისის მეტროს დეპოს და მთაწმინდის საბაგიროს დაათვალიერებენ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
01 ოქტომბერი 2026, 09:11
სპორტი
თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
ტურნირზე 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი. ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი ერთეულთა თანრიგშიც მოიპოვა. მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველომ 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლა.
01 ოქტომბერი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ოქტომბერს საქართველოში
1 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.


