„თიბისიზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში კომპიუტერებია ამოღებული
ფოტო: commersant.ge
"თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერთავდასხმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რუსთაველის N12-დან კომპიუტერები ამოიღეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ეს კომპლექსური სისხლის სამართლის საქმეა და რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში ვერ დასრულდება.
"ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. არ არის საკმარისი დრო კომპიუტერული ინფორმაცის დამუშავებისთვის. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება გამოძიება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. კოკა ყანდიაშვილი ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოგვიანებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმეზე, როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რა ეტაპზეა, მე ვერ გეტყვით", - თქვა ხაზარაძემ.
„დეტალებს ვერ გეტყვით. ვფიქრობ, წერილები ცნობილია თქვენთვის, წერილებში წერია, რომ ჩვენმა საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აღმოაჩინა სიგნალი, მისამართებიც, აიპის მისამართებიც და ქუჩის და ოფისის მისამართებიც. ეს გადავეცით ღიად, საჯაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაბამისად, როგორც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, ისევე, როგორც თქვენ იცით, მიმდინარეობს გამოძიება. მე ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"თიბისი ბანკზე" კიბერშეტევა 2018 წლის ზაფხულში სცადეს. ამის შესახებ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებში წერია. წერილის თანახმად, ბანკზე კიბერშეტევის მცდელობა 2018 წლის 16 ივლისს მოხდა. პირველი წერილი შინაგან საქმეთა სამინიტროს გასული წლის 17 ივლისს გაუგზავნეს. ერთი თვის შემდეგ "თიბისი ბანკმა" დაადგინა, რომ შეტევა რუსთაველის ნომერ 12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობიდან მოხდა და ინფორმაცია სამინისტროს აცნობა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმესთან“ დაკავშირებით გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 15:16
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
ჯანსაღი ქალაქი არის სივრცე, სადაც ადამიანი უსაფრთხო, მწვანე და ხელმისაწვდომ გარემოში ცხოვრობს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
05 ივნისი 2026, 15:15
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო დანაყოფისთვის პოლონელების გენოციდში დამნაშავე ჯგუფის სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
05 ივნისი 2026, 15:12
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, მენტორები და მენტორინგის პროგრამის მონაწილეები.
05 ივნისი 2026, 15:07
რეგიონი
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით გალა ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:04
საზოგადოება
კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
05 ივნისი 2026, 15:02
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:00
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.
05 ივნისი 2026, 14:58
რეგიონი
რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.
05 ივნისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია - ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა
დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე - 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან.
05 ივნისი 2026, 14:48
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარებისXVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“.
05 ივნისი 2026, 14:47
რეგიონი
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა 18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.
05 ივნისი 2026, 14:46
საზოგადოება
ComCom-ი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლობას აფართოებს
კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან გააფორმა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 14:44
საზოგადოება
მამა შალვა კეკელია: ტრადიციად დაწესდება საქართველოს ეკლესიაში, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილის ნათლიები იქნებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები
ნათლობა ჩატარდება 7 ივნისს. დაიწყება 17:00 საათზე, გაგრძელდება ეტაპებად. 20:00 საათზე მისი უწმინდესობა მობრძანდება სამების ტაძარში და თავად დალოცავს ყველა მის ნათლულს, - განუცხადა „ქრონიკას“ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
05 ივნისი 2026, 14:40
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირში მონტენეგროს 2028 წელს გაწევრიანება არ გამორიცხა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ არ გამორიცხა, რომ 2028 წლისთვის მონტენეგრო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
05 ივნისი 2026, 14:37
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს - ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობას“ დომინაცია უნდა და სამარცხვინო სისულელეებს იგონებს „მფრინავ მაიმუნებთან“ ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი.
05 ივნისი 2026, 14:28
პოლიტიკა
დისკუსიები აქტუალურ საკითხებზე და თემატური სესიები - თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 ფორუმი მუშაობა დაასრულა
დღის წესრიგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ჯანსაღი ქალაქი, სპორტული, მწვანე და სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ასევე განიხილება ტურიზმის თანამედროვე ტენდენციები, დემოგრაფიული პროცესები და მიგრაციის საკითხები.
05 ივნისი 2026, 14:17
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
05 ივნისი 2026, 14:11
საზოგადოება
გივი მიქანაძე ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს ესტუმრა, ხელმძღვანელობას შეხვდა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
05 ივნისი 2026, 14:07
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კანადაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო
კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავას ეროვნული ხელოვნების ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო კანადაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი ხელმძღვანელობს.
05 ივნისი 2026, 14:06
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრე ფერმერებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა, ხანგრძლივმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ ფუტკრის ოჯახებისთვის განსაკუთრებით სტრესული გარემო შექმნა, რამაც გარკვეულწილად მათი იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვია. თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევებით, ინფექციური დაავადებები, კერძოდ, ამერიკული და ევროპული სიდამპლე არ დადასტურებულა.


