„პროსერვისი“: მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილი, ძირითადი მიზეზი კი ცნობილია
ფოტო: shutterstock.com
კომპანია „პროსერვისი“, რომლის სერვერებზეც სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებია განთავსებული, აცხადებს, რომ „ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია“.
კომპანიის განცხადების თანახმად, ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„გუშინ, 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.
პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო „პროსერვისის“ ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. ჰოსტინგ კომპანია ამ ეტაპზე უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.
ამ ეტაპისთვის კომპანია აგრძელებს მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად. ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომპანია „პროსერვისი“ დიდ ბოდიშს უხდის ყველა მის კუთვნილ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდის მფლობელებს და მადლობას უხდის ყველას ამ რთულ წუთებში თანადგომისა და დახმარებისთვის“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
ტელეკომპანია „იმედის“ IT სპეციალისტების თქმით, წინასწარი მონაცემებით, ეს იყო პარალიზებისკენ მიმართული ვირუსული თავდასხმა.
„იმედში“ მაუწყებლობის აღდგენა გუშინ დაახლოებით 40-წუთიანი პაუზის შემდეგ, 17:00 საათისთვის მოხერხდა. მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო, პრობლემები შეექმნა ასევე ათასობით ვებგვერდს, გაითიშა პრეზიდენტის ოფიციალური და სამთავრობო ვებგვერდები.
სპეციალისტების თქმით, 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა ის საზღვარგარეთ, კერძოდ კი რუსეთში დაიგეგმა. ისინი ვარაუდობენ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო შესაძლოა კვალის ასარევად გამოიყენეს.
დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ შესაძლოა კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 10:25
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია
2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
13 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა
სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.
13 ივლისი 2026, 10:23
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა
იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.
13 ივლისი 2026, 10:20
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის
პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.
13 ივლისი 2026, 10:14
კულტურა
მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა
ახლობლებს მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კიბო, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, რემისიის სტადიაში იყო.
13 ივლისი 2026, 10:13
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოს შემდეგ რუსეთის დედაქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას 350-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. ვრცელდება ცნობები საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ. ასევე, ისტრაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შესახებ დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი.
13 ივლისი 2026, 10:05
მსოფლიო
პარიზთან ტყის ხანძართან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო
ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“ და „განსაკუთრებული მასშტაბის“ უწოდეს, ნაწილობრივ ჩაკეტა ქვეყნის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა შეაფერხა.
13 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს
„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა
ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
13 ივლისი 2026, 09:35
სპორტი
სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტებს ტრამპის თვითმფრინავის შესახებ რეპორტაჟის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, New York Times-ის 3 ჟურნალისტი ახსნა- განმარტებისთვის დაიბარა. საქმე ეხება გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებიც დონალდ ტრამპისთვის კატარის მიერ გადაცემული საპრეზიდენტო თვითმფრინავის, ბორტი ნომერი ერთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერდნენ.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.


