imedi /  04 აპრილი 2019, 11:03 / სანდო წყარო

შსს-მ რუსეთის მოქალაქეები ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისის სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით ამ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. 

შსს-ში აცხადებენ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი" , 980 აბი "სუბოტექსი" და "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი" 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

ყველა სიახლე

ენტონი ფაუჩი

14 აგვისტო 2020, 11:26

COVID19

ენტონი ფაუჩი: თუ კორონავირუსს არ გავაკონტროლებთ და ქვეყანას ფრთხილად არ გავხსნით, გამანადგურებელ შედეგებს მივიღებთ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელება კონტროლს უნდა დაექვემდებაროს და ქვეყნის გახსნა ფრთხილად უნდა მოხდეს.

ამირან გამყრელიძე

14 აგვისტო 2020, 11:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია

„დღეის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2800-მდე ნიმუშია გამოკვლეული, დაახლოებით 350 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მესტიაში ინფექცია ძირითადად ლოკალიზებულია ლენჯერის თემში, თუმცა რამოდენიმე შემთხვევა გვაქვს დაბა მესტიაშიც“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 აგვისტო 2020, 11:24

ეკონომიკა

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $188.7 მილიონი შეადგინა

2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

14 აგვისტო 2020, 11:19

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი ლენჯერის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, დაგვემატა 2, ორივე გახლავთ ლენჯერის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:19

საზოგადოება

სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

14 აგვისტო 2020, 11:09

საზოგადოება

რა წესების დაცვით განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი. დეტალურად

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

14 აგვისტო 2020, 11:09

რეგიონი

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმზე სააგენტო წარადგენს ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

მარინა ეზუგბაია

14 აგვისტო 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

23 ახალი შემთხვევიდან 6 არის ლენჯერიდან, 11 არის დადასტურებულთან კონტაქტი, 2 შემოტანილი შემთხვევა და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი და 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა​, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ინფქეციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:04

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა, ირაკლი ღარიბაშვილთან და რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მიხეილ ჩხენკელი

14 აგვისტო 2020, 11:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

14 აგვისტო 2020, 10:57

პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია, როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა, - ამის შესახებ DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბოელერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

14 აგვისტო 2020, 10:57

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 076 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:54

COVID19

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საკვებით გადაცემა შეუძლებელია

მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი საკვებით გადაეცემა, არ არსებობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა. ამით ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

14 აგვისტო 2020, 10:53

COVID19

სამხრეთ კორეაში პირველად აპრილიდან ბოლო 24 საათში კორონავირუსის ასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

14 აგვისტო 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულების 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ლონდონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საფრანგეთიდან ჩასულ ადამიანებს მოუწევთ, 14 დღე კარანტინში გაატარონ. ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

14 აგვისტო 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1085-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.

14 აგვისტო 2020, 10:40

COVID19

იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:35

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

14 აგვისტო 2020, 10:31

COVID19

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა.

14 აგვისტო 2020, 10:25

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 007 ადამიანი კი გარდაიცვალა.