imedi /  18 აპრილი 2019, 17:37 / სანდო წყარო

ია კერზაიას შვილის თქმით საქმეზე საკმარისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის

ია კერზაია

ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურატურაში იყო მისული, სადაც მას მისი დედის საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გააცნეს. 

ბაჩანა შენგელია დაზარალებულის სტატუსს მოითხოვს. ის ეჭვობს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, რადგან არც განათლების მინისტრი დაკითხულა და არც ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ შენგელიას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, საქმის მასალები გააცნო, თუმცა არ გადასცა. 

"საქმეში ვნახეთ, რომ მთავარი მოქმედი პირი მიხეილ ბატიაშვილი დაკითხული არ არის. ამის ნაცვლად გამოკითხული არიან ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე ინფორმაცია ვერ ექნებოდათ, მაგალითად სკოლის დამლაგებლები. ასევე, არ არის ამოღებული დეტალური ამონაწერები ტელეფონებიდან, ექსპერტიზა სწორი კითხვებით არ არის ჩატარებული, შესაბამისად, არ არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქმეზე ობიექტურ სურათს მოგვცემდა", - თქვა ბაჩანა შენგელიამ. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. ამ სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის ინსპექტირების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი პროკურატურაში მიმდინარე წლის თებერვალში გამოკითხეს. პროკურატურამ კერზაიას საქმეზე განცხადება სამ აპრილსაც გაავრცელა. უწყება განმარტავდა, რატომ არ ცნო ია კერზაიას შვილი დაზარალებულად.

ყველა სიახლე

ენდრიუ კუომო

02 აპრილი 2020, 12:39

COVID19

ნიუ-იორკის გუბერნატორი: არ მგონია პანდემიის შემდეგ ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ

ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ფიქრობს, რომ ამერიკელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების პირობებში დიდხანს მოუწევთ ცხოვრება. ამის შესახებ The Gurdian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მან ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა. „არ მგონია ჩვეულ ნორმებს დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნორმალურის ახალი განსაზღვრება გვექნება“, - განაცხადა კუომომ. ​მისივე თქმით, თითოეული ამერიკელის პასუხისმგებლობაა იზრუნეს იმაზე, რომ პანდემიის შედეგად მიღებული ცვლილებები პოზიტიური იყოს და არა ნეგატიური. თუმცა ასევე დასძინა, რომ ყველა მზად უნდა იყოს კრიზისისთვის, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ თავს ვერ აარიდებს.

ქვემო ბოლნისი

02 აპრილი 2020, 12:33

COVID19

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთი ორსულია

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშილის განცხადებით ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. „გუშინ 38 გრადუსი ტემპერატურით, საველე ჰოსპიტალში დედა-შვილი, ბოლნისიდან შემოიყვანეს, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის არის 19 წლის ორსული. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა ქვემო ბოლნისში არიან პირველ ფაქტთან დაკავშირებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით“, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

02 აპრილი 2020, 12:29

COVID19

ბათუმში კორონავირუსისგან განკურნებულმა პაციენტმა შესაძლოა კლინიკა დღეს დატოვოს

ბათუმში კორონავირუსით 8 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთმა შესაძლოა კლინიკა დღეს დატოვოს. პირველი ტესტის პასუხი ინფექციაზე უარყოფითია, პროტოკოლის მიხედვით მას განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ, იმავეე შედეგის შემთხვევაში კი, გამოჯანმრთელებული პაციენტი იზოლაციაში გადავა.

02 აპრილი 2020, 12:27

COVID19

რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.

02 აპრილი 2020, 12:22

COVID19

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მხარდამჭერმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე, ქალაქ თელავში ოთხ შემსვლელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, უკვე მეორე დღეა, რაც თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს და სკრინინგს ახორციელებენ. თითოეულ გამშვებ პუნქტზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი. ადგილზე სამედიცინო სამხედრო პერსონალი მოქალაქეების პირველად თერმოსკრინინგს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს ავტომანქანებში მოქალაქეების რაოდენობისა და მათი განლაგების განსაზღვრა.

შიდა ქართლი თერმოსკრინიგი

02 აპრილი 2020, 12:18

COVID19

შიდა ქართლში თერმოსქრინინგი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ღამემ შიდა ქართლში. პირველადი თერმოსქრინინგი 5 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. მაღალი ტემპერატურის მქონე პირები გადამოწმების მიზნით ცხელების მართვის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

02 აპრილი 2020, 12:14

COVID19

ბათუმში შესასვლელებში მგზავრებს მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ

ბათუმის შესასვლელებში მგზავრებს მესამე დღეა მკაცრად ამოწმებენ. ყველა ადამიანი გადის თერმოსკრინინგს. ავტომობილებს კი დეზინფექციას უტარებენ. პროცესი მშვიდ ვითარებაში, ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. მოქალაქეების უმრავლეობა გამკაცრებული ზომებით კმაყოფილია. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საპატრულო პოლიციისა და თავდცვის ძალები. კომენდატის საათის დროს აჭარაში რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდა.

02 აპრილი 2020, 12:13

პოლიტიკა

ხუან გუაიდო საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

არჩილ ტატუნაშვილი

02 აპრილი 2020, 12:11

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მინისტრის განცხადებით, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. „დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა. გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში.

რუსეთი კორონა

02 აპრილი 2020, 12:05

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ინფიცირების 3 548 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. 235 პაციენტის საავადმყოფოებიდან გაწერეს.

02 აპრილი 2020, 11:54

COVID19

ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა.

გენერალური პროკურატურა

02 აპრილი 2020, 11:50

სამართალი

ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განხორციელებულ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო.

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 11:41

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით მოთავსებულ ექიმს კვლევები უტარდება

„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

02 აპრილი 2020, 11:41

ვიდეო

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია

დიმიტრი ხუნდაძე

02 აპრილი 2020, 11:39

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ურთულესი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ

„ამ ეტაპზე ყველაზე რბილი სცენარით მივდივართ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათ შორის ურთულესი სცენარიც. ეპიდვითარება არის ფეთქებადსაშიში, შესაძლოა ყოველ დღე შეიცვალოს ვითარება, ამიტომ ჩვენ ყველა სცენარისათვის მზად უნდა ვიყოთ და სწორედ ამ საკითხებს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

ირაკლი მეზურნიშვილი

02 აპრილი 2020, 11:36

COVID19

ირაკლი მეზურნიშვილი: ,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული როგორც პანდემიასთან, ისე ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლაში

,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ, როგორც პანდემიასთან ბრძოლას ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. ,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასთან და თვითონ ვირუსთან ბრძოლას, ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე რომ გადავდოთ, ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ და თუ ეს შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით დავძლიოთ პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება პანდემიის დაძლევის შემდგომ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

 როდრიგო დუტერტე

02 აპრილი 2020, 11:34

მსოფლიო

ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევების დახვრეტის ნებართვა გასცა

ფილიპინებში პოლიციას და სამხედროებს კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა მისცეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ეს პირები სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში ჩააგდებენ.

სირია

02 აპრილი 2020, 11:34

მსოფლიო

სირიაში ომის დაწყებიდან მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მარტში დაფიქსირდა

2011 წელს სამოქალაქო ომის დაწყებიდან ეს ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. 51 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად გარდაიცვალა, დანარჩენები კი ნაღმების აფეთქებამ, წამებამ და მკვლელობებმა იმსხვერპლა. ერთი ადამიანი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. დაღუპულთა შორის 9 არასრულწლოვანი და 16 ქალია.

02 აპრილი 2020, 11:34

ვიდეო

საქართველოს პატრიარქი მრევლს მიმართავს

ონლაინგაყიდვები

02 აპრილი 2020, 11:24

ეკონომიკა

ონლაინგაყიდვები ისევ დასაშვები გახდა

საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვებია. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)“. აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა. იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია“, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.