Imedi /  21 აპრილი 2019, 19:00 / სანდო წყარო

სპეცრაზმი პანკისის ხეობას ტოვებს, თუმცა პოლიცია რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, პოლიციის გაძლიერებული ჯგუფი დარჩება. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ეს გადაწყვეტილება მინისტრ გიორგი გახარიასა და პანკისის მოსახლეობის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

გიორგი გახარიამ მოსახლეობას უთხრა, რომ ჰესი მაშინ აშენდება, როცა მოსახლეობის 90% მხარს დაუჭერს. 

პანკისის ხეობაში დღეს დილიდან მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 

პანკისის ხეობაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 35 ადამიანს აღმოუჩინეს. დაშავებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც. 

ყველა სიახლე

17 იანვარი 2021, 12:56

მსოფლიო

FBI აშშ-ს მოსახლეობას 50-ვე შტატში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი. FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ.

17 იანვარი 2021, 12:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 198,218 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 198,218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 23,754,315 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 395,785 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 12:31

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 23,586 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23,586 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 481 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,568,209 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 65,566 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 12:23

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, Facebook-ი აშშ-ში საბრძოლო აქსესუარებისა და დამცავი აღჭურვილობის რეკლამირებას კრძალავს

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება. აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის.

17 იანვარი 2021, 12:13

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება. ჩემპიონატში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს: „თელასი“, „თსუ“ რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, „თბილისი“, „პსპ“, „ილიაუნი“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“. 2021 წლიდან ფუტსალის ლიგას ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. მანამდე ფუტსალის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს ორგანიზებას სპორტული სააგენტო SBM-ი უწევდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა.

არგენტინა

17 იანვარი 2021, 12:11

COVID19

არგენტინაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

არგენტინაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, გატარებული პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, ქვეყანაში ამ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

17 იანვარი 2021, 11:53

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 5,590 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5,990 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 116 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,160,682 შემთხვევა გამოვლინდა, 865,960 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20,802 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 11:49

მსოფლიო

ვაშინგტონში დააკავეს პირი, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციის ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა

ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა. დაკავებული უესლი ალენ ბილერია. მისი ავტომობილი პოლიციამ 15 იანვარს გააჩერა და შეამოწმა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ყალბი დოკუმენტი და იარაღი.

17 იანვარი 2021, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 351 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 351 ადამიანს დაუდასტურდა, 5 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 164,486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,992 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 152,772.

17 იანვარი 2021, 11:41

საზოგადოება

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

17 იანვარი 2021, 11:29

სამართალი

შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის თბილისში 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

17 იანვარი 2021, 11:15

სამართალი

ზუგდიდში 22 წლის ბიჭმა, 42 წლის კაცი მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხანძარი გააჩინა - დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული რ.პ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 იანვარი 2021, 11:09

მსოფლიო

მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2 ზამთრის სეზონზე პირველად დალაშქრეს

ნეპალელი ალპინისტების ჯგუფი აღმოჩნდა პირველი, რომელმაც ზამთარში დალაშქრა მსოფლიოს მეორე უმაღლესი მწვერვალი K2. ალპინისტებმა მწვერვალს ნეპალის დროით 17:00 საათზე მიაღწიეს. ზამთრის განმავლობაში, K2-ზე ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-საც კი აღწევს, ტემპერატურა კი 60 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს. ამის გამო, ის ზამთრის სეზონზე არავის დაულაშქრავს.

17 იანვარი 2021, 10:59

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 789 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

17 იანვარი 2021, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 332 თბილისში, ხოლო 100 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბრაზილია

17 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ბრაზილიამ რუსულ ვაქცინაზე უარი თქვა

ბრაზილიამ რუსეთის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარი თქვა. ექსტრემალურ ვითარებაში რუსული ვაქცინის გამოყენების ლიცენზიის გაცემას სახელმწიფო რეგულატორს ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიები და „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი“, სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.

17 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 232 993-მდე.

17 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 780 ადამიანს დაუდასტურდა, 1 608 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 232 993-მდე.

17 იანვარი 2021, 10:53

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 113 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

17 იანვარი 2021, 10:31

სპორტი

თურქეთის ჩემპიონატში სახალისო კურიოზი დაფიქსირდა

თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში უჩვეულო ინციდენტი მოხდა. „სივასპორის“ ფეხბურთელები „ბაშაკშეჰირთან“ მატჩში მოედანზე თეთრი ფორმებით გავიდნენ. თამაშის მსვლელობისას მოედანი თოვლმა დაფარა, რის გამოც „სივასპორელები“ მოედანზე აღარ ჩანდნენ.