imedi /  21 აპრილი 2019, 18:02 / სანდო წყარო

პანკისში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 35-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დახმარება 35-ზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პანკისში დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს გადაჰყავთ. თალაკვაძის ინფორმაციით, 13 პოლიციელი უკვე კლინიკაშია, რომელთაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. "მათი მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, დღესვე გაეწერებიან სახლში. დაზიანებები ზედაპირულია. ახმეტაში კი ორ მოქალაქეს აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება. ჩემი ინფორმაციით, 15 პოლიციელი პანკისიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ წუთებში გადმოჰყავთ", - თქვა თალაკვაძემ.

მანამდე შსს-მ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში დაპირისპირების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და სპეცდანიშნულების 15 თანამშრომელს. 

პანკისის ხეობაში ხეობის უხუცესებს შეხვდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაგრძელდება მოლაპარაკებები, აქციები შეწყდება, პანკისის ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, თუმცა პოლიცია ადგილზე დარჩება.

გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისში ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ადგილობრივი მცხოვრებლების 90% მხარს დაუჭერს მას. 

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას. 

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრორუსი სეპარატისტები სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობენ

მისივე თქმით, უკრაინა მტკიცედ გასცემს პასუხს აგრესიას. „ეს არა მხოლოდ ცინიკური პროვოკაციაა, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე თითის დაჭერა, არამედ დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:18

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილი ირაკლი შოთაძეზე: არ მგონია, ამ თანამდებობაზე ექვსი წელი გაძლოს

„ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევა ხელს არ შეუწყობს პროკურატურის მხრიდან ნდობის გაძლიერებას. ეს ხელს არ შეუწყობს „ქართული ოცნების“, როგორც დემოკრატიული ძალის იმიჯის დამკვიდრებას“, - ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად მეორედ არჩევასთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

18 თებერვალი 2020, 16:14

საქართველო

რატი იონათამიშვილი: შოთაძე სამართლიანობასთან ასოცირდება

შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან და ამ მხრივ მისი მუშაობა ეფექტური იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში, ირაკლი შოთაძის კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 16:11

ძალოვნები

სამტრედიაში განქორწინებისთვის ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 16:10

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი პრიორიტეტები იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და სამართლიანობის აღდგენა

პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. შოთაძემ იმ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც გენერალურ პროკურატურაში გეგმავს.

ნათია თურნავა

18 თებერვალი 2020, 16:09

ეკონომიკა

ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება

18-19 თებერვალს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, 19 თებერვალს ნათია თურნავა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია დელეგაციის წევრთა შეხვედრები ბელარუსის ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან.

18 თებერვალი 2020, 16:08

საქართველო

აშშ-ის ელჩი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

„დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები

​„ოპონენტებმა დღეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, ვინც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:58

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები, იმიტომ, რომ ქართველს ევროპელობა სულში უზის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2019 წლის ანგარიში წარადგინა, ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებსა და საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ისაუბრა.

ირაკლი შოთაძე

18 თებერვალი 2020, 15:52

საქართველო

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.

ლევან ფოჩხუა

18 თებერვალი 2020, 15:50

საქართველო

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სახალხო დამცველის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ნინო ლომჯარიამ გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მონიტორინგის შემდეგ გაავრცლა. მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს.

გია ვოლსკი

18 თებერვალი 2020, 15:47

საქართველო

გიორგი ვოლსკი: ინფორმაციის ძალიან დიდი ნაწილი, რაც საზოგადოებას სხვადასხვაგვარად მიეწოდა, დეზინფორმაცია იყო

„ვფიქრობ, სტრასბურგში დელეგაციის მუშაობა იყო წარმატებული. სამწუხაროა, რომ საბოლოო დოკუმენტი ვერ მივიღეთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

18 თებერვალი 2020, 15:45

ტაბლოიდი

„ლაციოს“ ფანმა შეყვარებულს ხელი „სტადიო ოლიმპიკოზე“ სთხოვა

როგორც ასეთ საზეიმო შემთხვევებში ხდება ხოლმე, კითხვის ადრესატს უარი არ უთქვამს. „ლაციოს“ გულშემატკივარმა საყვარელ ადამიანს ბეჭედი სარბენ ბილიკებზე გაუკეთა, სულ მალე კი ორმაგად გაიხარა, რადგან დედაქალაქელებმა „ინტერს“ 2:1 მოუგეს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.

18 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი 2020, 15:39

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას დღემდე ველოდებით

ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე კომპრომისი, 100/50-ზე დავდეთ, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ წინადადებას, დღემდე ველოდებით, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 თებერვალი 2020, 15:25

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

გიორგი შენგელაია

18 თებერვალი 2020, 15:22

კულტურა

გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ქართველ კინორეჟისორს, გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ, - ამის შესახებ imedinews-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

18 თებერვალი 2020, 15:09

საქართველო

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დილიდან საკანონდებლო ორგანოს შესასვლელებთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება. აქციაზე მოხდა ინციდენტიც. სამართალდამცველებმა შეკრებილებს ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს.

18 თებერვალი 2020, 15:08

მსოფლიო

რატომ იცინის სირიელი ბავშვი დაბომბვაზე

სირიელმა დევნილმა, რომელიც ომის ეპიცენტრში იმყოფება საშინელი ატმოსფერო თამაშად გადააქცია, რადგან შვილი ფსიქოლოგიური ტრამვისგან დაეცვა. ბავშვების უმეტესობა ბომბების ჩამოვარდნის ხმაზე შიშისგან ტირის, თუმცა აბდულა ალ-მუჰამედის 3 წლის გოგონა იცინის.

გუდაური მკვლელობა

18 თებერვალი 2020, 15:06

ძალოვნები

გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონის საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალსში" გაიმართა.