imedi /  26 აპრილი 2019, 13:59 / სანდო წყარო

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი ბრალს არ აღიარებს

 იულია სუსლიაკი

იულია სუსლიაკი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი ბრალს არ აღიარებს.  მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ათივე ბავშვი, ვისთან ერთადაც იულია სუსლიაკი რუსეთიდან ჩამოვიდა, მისი შვილია - ოთხი ბიოლოგიური, დანარჩენები კი სუროგატი დედისგან გაჩენილები.

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა აფხაზეთში, მეუღლესთან, რომელიც არის უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი, უკრაინიდან კი, კომერციული ინტერესების გამო წავიდა და ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებს თავს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ოჯახი იური სუსლიაკს რუსეთში ჰყავდა გადაყვანილი თავშესაფრის მოთხოვნით, საიდანაც დეპორტაციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვების თანმხლები ქალი, რომელიც საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავდა, გვიან ღამით საავადმყოფოში დააკავეს. ორი ბავშვი საავადმყოფოში რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, რვა კი სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასათვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნება, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი აცხადებს, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არაა. 

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 მარტი 2026, 15:17

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე

„ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ხასიათიდან და ტონიდან გამომდინარე, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გავეცი განკარგულება, რომ ომის დეპარტამენტმა 5 დღით გადადოს ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება მიმდინარე შეხვედრებისა და დისკუსიების წარმატებით დასრულებაზე. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ - წერს ტრამპი.

გიორგი ზერეკიძე

23 მარტი 2026, 15:17

პოლიტიკა

ზერეკიძე გვარამიას: რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა - შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების - „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“ - ეს ეწერა ივანიშვილს სახეზე“.

ჯაბა ხუბუა

23 მარტი 2026, 15:11

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა, სამწუხაროდ, არარეალისტურია, რადგან დათო ტურაშვილისნაირ იაფფასიან პოპულისტებთან და გია ბუღაძისნაირ უკიდეგანო ბოღმიანებთან ერის ჯანსაღი ნაწილის გაერთიანება არაფრით გამოვა

შეიძლება, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ განვლილი დღეების გამო ბევრის გულში დაბადებული იმედი, რომ ქართველი ერი გაერთიანდა და გაერთსულოვანდა, სამწუხაროდ, ფუჭი და არარეალისტურია, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა.

ცოტნე ანანიძე

23 მარტი 2026, 15:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის მადლიერებაზე მაღლა ყოველთვის პოლიტიკური შური დგას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმიანება, რომელმაც დაწერა, რომ პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ბიძინა ივანიშვილს სახეზე ეწერა- „მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ“.

ვახტანგ ცინცაძე

23 მარტი 2026, 14:58

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ადგილობრივი ექსპორტის 70%-იანი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს

ადგილობრივი ექსპორტის 70%-იანი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე მიანიშნებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

23 მარტი 2026, 14:54

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს

სააგენტოს კახეთის, იმერეთისა და აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, სიღნაღში, ვანში, საჩხერესა და ბათუმში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

23 მარტი 2026, 14:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა, პირისპირ შევხვდი. შეხვედრაზე ჩემმა კოლეგამ ილია II-ის გარდაცვალების გამო მომისამძიმრა და თანაგრძნობა გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

მარკ რუტე

23 მარტი 2026, 14:36

მსოფლიო

მარკ რუტეს განცხადებით, 22 ქვეყანა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისხმევას აერთიანებს

„ვიცი, რომ [აშშ-ის] პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო, რადგან მიიჩნევს, რომ ევროპა და სხვა მოკავშირეები ზედმეტად ყოყმანობენ. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ხუთშაბათიდან 22 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა უმეტესობაც ნატოს წევრია, ასევე იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, აერთიანებს ძალისხმევას, რათა განახორციელოს მისი ხედვა ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, რაც შეიძლება მალე. ასე რომ, ჩვენ ახლა დაგეგმარების პროცესში ვართ“, - განაცხადა მან ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

23 მარტი 2026, 14:35

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.

ვილი სანიოლი

23 მარტი 2026, 14:27

სპორტი

ვილი სანიოლი: მადლობა გურამ კაშიას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის

მადლობა მას საოცარი წლებისთვის და მატჩებისთვის, - განაცხადა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.

ტედ კრუზი

23 მარტი 2026, 14:27

მსოფლიო

ტედ კრუზი ირანზე: ვფიქრობ, რომ მიზანი სწორედაც რეჟიმის უპირობო დამხობა უნდა იყოს. მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა

„თუმცა მე ასევე გამოვდივარ პროტესტის მონაწილეთა შეიარაღების მოწოდებით და არ ვიცი, გავაკეთებთ ამას თუ არა. მახსოვს, რა მოხდა 30 წელზე მეტი ხნის წინ ტიანანმენის მოედანზე, მახსოვს წარწერა, რომ იქ პროტესტის ნიშნად მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, მათ იარაღი რომ ჰქონოდათ​“, - განაცხადა კრუზმა.

ბულგარეთის პატრიარქი დანიილი

23 მარტი 2026, 14:27

საზოგადოება

ბულგარეთის პატრიარქი: ჩვენ უკანასკნელ, მიწიერ გზაზე გავაცილეთ ღვთის ადამიანი. პიროვნება, რომელიც 49 წელი ემსახურებოდა საქართველოს. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქად მსახურება ღვთის კურთხევის გარეშე შეუძლებელია

ბულგარეთის პატრიარქი დანიილი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ამბობს, რომ ქართველ ერს, ილია მეორის სახით ღვთის დიდი კურთხევა ჰქონდა მინიჭებული.

მიტროპოლიტი ისაია

23 მარტი 2026, 14:23

საზოგადოება

მიტროპოლიტი ისაია: ჩემთვის პატრიარქი ილია მეორე არის მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ წმინდა მამა, სულიერი მამა, ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წინამძღვარი. დაობლდა სრულიად მართლმადიდებელი ერი

კუნძულ კვიპროსიდან თბილისში გუშინ ჩამოვედით, წარმოვადგენთ კვიპროსის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის არქიეპისკოპოსს გიორგის. მე პირადად ვიცნობდი ილია მეორეს, ის ჩემი სულიერი მამა იყო. 90-იან წლებში აქ ვმსახურობდით ჰუმანიტარული მისიით ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, - განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

23 მარტი 2026, 14:21

პოლიტიკა

უნგრეთის პარლამენტში სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ პანელურ დისკუსიაზე მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა

სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ უნგრეთის პარლამენტში პანელური დისკუსია მიმდინარეობს. ბუდაპეშტშია საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა.

23 მარტი 2026, 14:11

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გიორგი გამსახურდია

23 მარტი 2026, 14:09

პოლიტიკა

გამსახურდია: ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია

ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს აზრს, ხალხი რატომ ესალმება და ასე შემდეგო, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ვიდეოს სადაც, ბიძინა ივანიშვილი სამების ეკლესიის აშენებასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს.

23 მარტი 2026, 14:05

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ირანსა და ლიბანზე დარტყმები კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება

ამასთან, რამდენიმე საათში იწურება დონალდ ტრამპის მიერ ულტიმატუმის ვადა. ამერიკის პრეზიდენტმა თეირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის ელექტროსადგურების განადგურებით დაიმუქრა. ვითარების ესკალაცია უარყოფითად აისახა აზია-წყნარი ოკეანის საფონდო ბირჟებზე.

შალვა პაპუაშვილი

23 მარტი 2026, 14:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პატრიარქზე: უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით.

23 მარტი 2026, 14:01

საზოგადოება

დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით

დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

23 მარტი 2026, 13:59

სამართალი

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო - გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სასტუმროს ნომერში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის 2003 წელს დაბადებული ა.კ. -ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.