imedi /  21 ივლისი 2019, 17:27 / სანდო წყარო

იულია სუსლიაკს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ადვოკატი შეხვდა

სუსლიაკი

იულია სუსლიაკი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ იულია სუსლიაკს აზერბაიჯანის საზღვარზე ადვოკატი შეხვდა. ისინი მალე დატოვებენ „ვახტანგისი”-ს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. 

სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, იულია სუსლიაკი აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შეხვდა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს და მათგან არანაირი პრობლემა და შეფერხება არ ჰქონია. რაც შეეხება ქართველ მესაზღვრეებს, ადვოკატი ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან. როგორც თოდუა ამბობს, მისთვის გაუგებარია შსს-ს განმარტება, იმის შესახებ რომ იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსასვლელად საკმარისი თანხა და სამოგზაურო დაზღვევა არ ჰქონდა. 

ადვოკატის მტკიცებით, სუსლიაკს ჰქონდა შესაბამისი ოდენობის თანხა, რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევას, ადვოკატის თქმით, ეს არ ჰქონია თუმცა, მას შემდეგ რაც სუსლიაკი აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდა ეს პრობლემა აღმოიფხვრა და უკვე აქვს სამოგზაურო დაზღვევა. 

ადვოკატი ზურაბ თოდუა დილიდან აცხადებდა, რომ იულია სუსლიაკის კვალი გაქრა, ადვოკატი აცხადებდა, რომ სუსლიაკი ბაქოდან საქართველოში ბრუნდებოდა, რა დროსაც გარდაბანში სამართალდამცველებმა ის გააჩერეს და უკან გააბრუნეს. მალევე შსს-მ განმარტება გააკეთა. 

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია. ბავშვები უკრაინაში 7 ივნისს გაამგზავრეს.

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის. 

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

24 თებერვალი 2024, 16:34

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „ჰამასი“ ისრაელს არ დაესხმებოდა თავს, მანამდე რუსეთი უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო. ამის შესახებ მელონიმ იტალიურ გამოცემა Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.

24 თებერვალი 2024, 15:57

სპორტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

ცოტნე ანანიძე

24 თებერვალი 2024, 15:40

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე მიშა სააკაშვილს: ნუ ,„ნავალნობ“ - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ნარატივს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

24 თებერვალი 2024, 15:10

სამართალი

ვახტანგ გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

24 თებერვალი 2024, 15:00

კულტურა

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.

დონალდ ტრამპი

24 თებერვალი 2024, 14:44

მსოფლიო

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

სამხრეთ კაროლინაში დაგეგმილ პრაიმერიზამდე ერთი დღით ადრე ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპს 454 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ექსპრეზიდენტი უძრავი ქონების თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქვეყნის კონსტიტუცია განსაზღვრავს, სასამართლო სისტემაში ვინ უნდა იყოს მიჩნეული კეთილსინდისიერ მოსამართლედ და ვინ - არა

„როდესაც ინიცირებული იყო ეს „ვეტინგის“ იდეა და შემოთავაზებული იყო, მაგალითად უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა დააკომპლექტონ ჯგუფი, რომელიც შემდეგ განიხილავს, რომელი მოსამართლე იყოს ან არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში,

მიხეილ სარჯველაძე

24 თებერვალი 2024, 14:08

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: რაკი გვაქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაკი საქართველოს აქვს ჩინეთთან თანამშრომლობა, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის ურთიერთობის გაღრმავებას აშშ-თან, როგორც ამას წარმატებულად აკეთებს არაერთი ევროპული სახელმწიფო.

24 თებერვალი 2024, 13:57

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

გადაუღებელი წვიმების გამო პერუს სამხრეთ რეგიონებში განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ადიდდა მდინარეები, წყლის საფარ ქვეშ მოექცა ათობით საცხოვრებელი სახლი.

24 თებერვალი 2024, 13:32

სამართალი

პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

24 თებერვალი 2024, 13:30

რეგიონი

გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზურაბ ვაჭარაძესთან ერთად, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან და ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გამართა.

24 თებერვალი 2024, 13:15

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან უფროს ლეიტენანტ ომარ ბაკურაძეს, ლეიტენანტ ემილ ფოჩხუას, უფროს სერჟანტ გიორგი ალავერდაშვილს, უმცროს სერჟანტ მალხაზ თარხნიშვილსა და კაპრალ მურთაზ ედიშერაშვილს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოს სამსახურში წარმატებები უსურვა.

24 თებერვალი 2024, 12:59

მსოფლიო

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან, ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს

გვატემალაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ვულკან „აგუას“ ფერდობზე ცეცხლი მძვინვარებს. ცეცხლის ჩაქრობას მაშველებთან ერთად არმია და ავიაცია ცდილობს.

ინდოეთის ბაზრობა

24 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე „Satte 2024“ ეცნობიან

რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალ ფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ახორციელებს.

მესტია

24 თებერვალი 2024, 12:38

რეგიონი

მესტია გემოფესტს მასპინძლობს

დღეს და ხვალ გურმანების შეხვედრის მთავარი ადგილი მესტიაა. წლის ყველაზე გემრიელი ფესტივალი სტარტს რამდენიმე საათში აიღებს და სტუმრებს რეგიონის ტრადიციულ კერძებს და მათ თანამედროვე ნაირ სახეობებს გააცნობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 თებერვალი 2024, 12:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჯორჯია მელონი, ჯასტინ ტრუდო და ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გურამ მაჭარაშვილი

24 თებერვალი 2024, 12:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სასამართლო რეფორმის ოპოზიციურ ვერსიაზე: შენს სუვერენიტეტს გილახავენ იმით, რომ ხელისუფლების მესამე შტო, მართლმსაჯულება, პრაქტიკულად მიაქვს უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას საელჩოების მეშვეობით

მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ სასამართლოს რეფორმის ფორმაზე. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ეს გეგმა თავისი შინაარსით კოლონიალურია და ის სახელმწიფოს სუვერენიტეტის შესუსტებისკენაა მიმართული.

ძლიერი ქარის ამინდი

24 თებერვალი 2024, 12:10

საზოგადოება

28 თებერვლამდე საქართველოში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი

„25 თებერვლიდან 28 თებერვლამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

ოსამა ჰამდანი

24 თებერვალი 2024, 12:00

მსოფლიო

„ჰამასმა“ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ წარდგენილ ომის შემდგომ პირველ ოფიციალურ გეგმას „ჰამასი“ გამოეხმაურა და მას პალესტინური მიწების დეფრაგმენტაციის მცდელობა უწოდა.

24 თებერვალი 2024, 11:49

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „X“ - ზე გამოქვეყნდა.