არიან თუ არა სუსლიაკები ათივე ბავშვის მშობლები. ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
იულია სუსლიაკი
ფოტო: არქივი
ბავშვების შესაძლო ტრეფიკინგის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. როგორც ირკვევა, ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია.
ამის თაობაზე უკრაინელი ბრალდებული ქალის ადვოკატმა თქვა. დღესვე საქართველოში ჩამოვიდნენ ბავშვების ბებიები, მათთან ერთად იმყოფება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, სოციალური მუშაკები და იურისტები.
როგორც იური სუსლიაკმა განაცხადა, სუროგაცია მოხდა დონორის კვერცხუჯრედით.
"ჩვენ მივაწოდეთ ყველა დოკუმენტი და იულიას ჩვენებებშიც არის ყველაფერი. სუროგაცია მოხდა დონორის კვერცხუჯრედით, აქედან გამომდინარე ათივე ბავშვი არის ჩემი ბიოლოგიური შვილი. როდესაც იულია გადიოდა შემოწმებას, ექიმების დასკვნით იულიას კვერცხუჯრედით, ნაყოფის შენარჩუნების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, ამის გამო გვირჩიეს გამოგვეყენებინა დონორის კვერცხუჯრედი. უკრაინელი სოციალური მუშაკები გადმოიყვანენ ბავშვებს უკრაინის ტერიტორიაზე და ბავშვების მომავალი ბედი გადაწყდება უკრაინული კანონით", - თქვა იური სუსლიაკმა.
2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.
საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის.
შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე ბავშვს ინტერპოლით ეძებს. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინელს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა სიახლე
09 მაისი 2026, 21:27
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ონკოლოგიაში დღეს გვყავს 30 ათასამდე პაციენტი მაშინ, როდესაც გვაქვს უფასო სკრინინგი - ძუძუს კიბოს, პროსტატის, სწორი ნაწლავის, მაგრამ მოცვა არის 12-15%
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა იმაზე, რას აკეთებს სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის გასაძლიერებლად.
09 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
თენგიზ ვერულავა: ის, რომ საქართველოში 3 წლის წინ დაიწყო რეფერენტული ფასწარმოქმნა, ეს ძალიან კარგია
„საქართველოში მილიარდ ორასი მილიონი იხარჯება მედიკამენტებზე, ამ დროს სახელმწიფოს ხელშეწყობა არის მხოლოდ 95 მილიონი. წინა წლებში იყო 20 მილიონი და გაიზარდა 95-ამდე, დინამიკა მზარდია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან ცოტა მედიკამენტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დინამიკა სწორედ აქეთკენ უნდა იყოს - მედიკამენტების მოცვა კი ფართოვდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა თენგიზ ვერულავამ.
09 მაისი 2026, 21:11
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ
ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრი პრობლემას ხედავს იმაში, რომ სისტემა დიდწილად დამოკიდებული იყო კომერციული ინტერესების გაცვლა-გამოცვლაზე.
09 მაისი 2026, 21:00
ჯანდაცვა
სარჯველაძე: პაციენტის შეფასება იმის მიხედვით, რთული შემთხვევაა, თუ არა და კლინიკას კომერციულად აწყობს პაციენტისთვის მომსახურების გაწევა თუ არა, ურტყამს სწორედ იმას, რასაც ჰქვია კონსტიტუციური უფლება ადამიანისა ჯანმრთელობაზე
სადაც შეიძლება პაციენტის ინტერესზე მაღლა დადგეს კომერციული ინტერესი, იქ სახელმწიფოს მოეთხოვება იყოს ძალიან აქტიური და ეს არაფრის დიდებით დაუშვას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
09 მაისი 2026, 20:52
ჯანდაცვა
ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან
როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. მისივე თქმით, ჯანდაცვა რთული პოლიტიკური თემაა, რადგან ემოციურია საკითხია და ხშირად ემოციური არგუმენტი ფარავს ლოგიკურ არგუმენტს.
09 მაისი 2026, 20:50
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ონკოლოგია, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ეს ყველაფერი დღეს სრულად ფინანსდება ჯანდაცვის უზარმაზარი ბიუჯეტით. ეს ჩვენმა მთავრობამ თავის თავზე აიღო და ამას ვასრულებთ
DRG სისტემა მიღებულია მთელ ევროპულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მოქნილი სისტემაა, რომელიც მუდმივად მზარდია, - განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. ლომინაძის თქმით, თუ 15 წლის წინ ჯანდაცვის დაფინანსება იყო 200 მილიონამდე, დღეს მილიარდ ნახევარია.
09 მაისი 2026, 20:42
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ფულის შოვნა არ შეიძლება, იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პაციენტის უფლების დაცვა უნდა იყოს რაც შეიძლება, მაღალი
ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
09 მაისი 2026, 20:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს
დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს.
09 მაისი 2026, 20:28
ჯანდაცვა
ანდრია ურუშაძე: როცა საყოველთაო ჯანდაცვა დავიწყეთ, აქცენტი გავაკეთეთ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტების ანაზღაურებას. საბედნიეროდ, შემდეგი ნაბიჯები, რასაც სუბსიდირებული პროგრამა ჰქვია, სწორი იყო
ჯანდაცვის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაუბრუნდეს თავისი პოლიტიკის შემქმნელის მარეგულირებელ ფუნქციას და არ უნდა შეასრულოს ფინანსური პოლიციისა და სასამართლოს ფუნქცია.
09 მაისი 2026, 20:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე
ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრის განმარტებით, ამან წარმოშვა ისეთი დილემები, როგორიც არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა.
09 მაისი 2026, 19:57
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 8 მაისს ქ. თბილისში, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
09 მაისი 2026, 19:02
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: მადლობა ეფექტური მუშაობისთვის მამუკა მდინარაძეს, მის დროს დაწყებული საქმეა ბევრი ის, რასაც დღეს ხორცი შეესხა და დიდი მადლობა მას
ძალიან კარგია, რომ ჯაშუში გამოვლინდა. ჯაშუშს ეროვნება არ აქვს და ძალიან საწყენია, რომ ამაში საქართველოს მოქალაქე რაღაცის ნაცვლად არის ჩართული, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“. ანალიტიკოსმა, ეფექტიანი მუშაობისთვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადა.
09 მაისი 2026, 18:53
სამართალი
ზვიად მაისაშვილი დაკავებულ სპეცრაზმელებზე: ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, მე არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი ან შურისძიების განცდა, თუმცა, ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა
2024 წლის აქციების მიმდინარეობისას, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო.
09 მაისი 2026, 18:48
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: მდიდარი „ენჯეოები“ თუ რადიკალური ძალები, ყველა ის მავანი, ვინც მეუფე შიოს აკრიტიკებს, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა
ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
09 მაისი 2026, 18:43
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია ოპოზიციურ ალიანსზე: 26 მაისი რა თარიღიც არის, იმ სულისკვეთებასთან ამ ხალხს თანხვედრა არცერთ ასპექტში არ აქვთ. დიდი მოლოდინი, რომ რაიმეს შეცვლიან, სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას, არ მაქვს
26 მაისი რა თარიღიც არის, იმ სულისკვეთებასთან ამ ხალხს [ოპოზიციის ალიანსს] თანხვედრა არცერთ ასპექტში არ აქვთ. დიდი მოლოდინი, რომ რაიმეს შეცვლიან, სიახლეს შესთავაზებენ საზოგადოებას, არ მაქვს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.
09 მაისი 2026, 18:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსზე: არანაირი მომავალი არ გააჩნიათ, კრახით დასრულდება 26 მაისის აქციაც - არავითარი რესურსი არ აქვთ და მათმა პატრონებმა ეს კარგად იციან
შეძლებს თუ არა ოპოზიცია 26 მაისს ერთობის დემონსტრირებას, ამ თემაზე ისაუბრა ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ოპოზიციურ ალიანს მომავალი არ გააჩნია.
09 მაისი 2026, 18:24
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
09 მაისი 2026, 18:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა. კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-თან რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს
როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად, ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერცინსკისაც, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბრიუსელთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.
09 მაისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოფიციალურ კიევზე: ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, ეს ყველაფერი გამოასწორონ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
09 მაისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო არის საკვანძო ადგილზე შუა დერეფანში - ევრობიუროკრატებს მოუწევთ გეოგრაფიის აღიარება და იმის თქმა, რომ საქართველოზე გადის მარშრუტი, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელობაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, შუა დერეფანში საქართველო საკვანძო ადგილზეა. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ევრობიუროკრატებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტი საქართველოზე გადის.


