Imedi /  08 მაისი 2019, 11:54 / სანდო წყარო

სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ქონებრივ დავაზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. 

მხარეებს შორის დავის საგანია 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი იყო. სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

„საქმე ეხება ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ  მუხრან-ბატონიშვილის მიერ შეძენილ სამ სატრანსპორტო საშუალებას  (PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450), რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით, არის 68 000 აშშ დოლარი.

სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2022, 18:11

კულტურა

Netflix-ის პირველ არაბულ ფილმს ეგვიპტეში სკანდალი მოჰყვა

Netflix-ის პირველმა არაბულმა ფილმმა, გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, ეგვიპტელთა იმდენად მწვავე რეაქცია გამოიწვია, რომ კრიტიკოსები პლატფორმის აკრძალვას ითხოვენ.

26 იანვარი 2022, 18:09

სამართალი

მუხიანის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა დაიწვა

ადგილზე 5 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც imedinews-ს შემთხვევის ადგილზე ადგილობრივმა განუცხადა, იმავე კორპუსის მცხოვრებს შენობა უკანონოდ ჰქონდა აგებული.

რომის პაპი ფრანცისკე

26 იანვარი 2022, 18:01

მსოფლიო

რომის პაპი: გთხოვთ, უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცოთ

რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის დღე წარმართა და დიალოგის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

იოახიმ ვუნდრაკი

26 იანვარი 2022, 17:56

COVID19

გერმანელი ანტივაქსერი დეპუტატი სხდომებში მონაწილეობას ორგანული მინის „ბოქსიდან“ მიიღებს

გერმანიის პარლამენტის აუცრელი დეპუტატი იოახიმ ვუნდრაკი საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომებში ორგანული მინით შემოღობილი ადგილიდან მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი წერს.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2022, 17:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ამართლებდნენ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ახალგაზრდების მკვლელობას, ამართლებდნენ ციხეში პატიმრების გაუპატიურებას

ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია საბედნიეროდ არავის სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა მეტროს სადგურ „ისანში“ პოლიციელების შშმ პირზე თავდასხმის ფაქტს და საკითხზე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

26 იანვარი 2022, 17:47

ეკონომიკა

საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი პირველად განხორციელდა

„იორდანიის ბაზარი ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს, როგორც ეპიზოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ

26 იანვარი 2022, 17:38

პოლიტიკა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა

მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეხვედრაზე წარდგენილი ინფორმაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რასაც არსებული შედეგები მოწმობს.

26 იანვარი 2022, 17:36

მსოფლიო

პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშები თითქმის სრულად ხელოვნური თოვლით ჩატარდება

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 4 თებერვლიდან პეკინი უმასპინძლებს, თითქმის 100%-ით, ხელოვნური თოვლის გამოყენებით ჩატარდება, რაც, ოლიმპიადის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა.

ანდრეი კარაულოვი

26 იანვარი 2022, 17:32

პოლიტიკა

რუსი ჟურნალისტი: სააკაშვილმა მითხრა, გადაეცი პუტინს, რომ არ გვინდა ელჩი, პუტინის წარმომადგენელი აქ, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტის გვერდით ოთახში იჯდება

სააკაშვილს ძალიან უნდოდა პუტინთან გვერდიგვერდ ყოფნა. მან მითხრა, პუტინს გადაეცი, რომ ელჩი არ გვინდა და მისი წარმომადგენელი აქ, პრეზიდენტის კაბინეტის გვერდით ოთახში იჯდებაო, - ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტ, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ანდრეი კარაულოვმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2022, 17:24

პოლიტიკა

რა წერია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა

ორი დღის განმავლობაში მცდელობა არ დაგვიკლია იმისთვის, რომ რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა ფრაქციის ჯგუფის თუ პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც პარლამენტში არიან. ყველას წინადადებები მოვისმინეთ, ნაწილი გავიზიარეთ ნაწილი არა, რადგან ისინი თანხვედრაში აბსოლუტურად არ იყო, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის რეზოლუციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე

26 იანვარი 2022, 17:24

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხდა - ოპოზიციური ფრაქციები შემდგომ ნაბიჯებზე ვიმსჯელებთ

„ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია დავაინიციიროთ ცალკე, შესაძლოა კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიაა, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ხატია დეკანოიძე

26 იანვარი 2022, 17:17

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს

ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ უკრაინის მხარდამჭერი ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. გავაგრძელებთ მსჯელობას და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

26 იანვარი 2022, 17:04

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გენერალური მდივნის მოადგილემ პირდაპირ დაგვიდასტურა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება

ნიკოლოზ სამხარაძემ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამი მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

26 იანვარი 2022, 16:49

რეგიონი

რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა მიღების დღე გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილეებთან და ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.

26 იანვარი 2022, 16:48

მსოფლიო

ათენში ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო

ცენტრალურ ათენში, ზევსის ტაძართან ახლოს, დაახლოებით, 200 მეტრის მოშორებით, ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შალვა პაპუაშვილი

26 იანვარი 2022, 16:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად

„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილი

26 იანვარი 2022, 16:45

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ყველამ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც მასში წერია, 27 იანვარს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას ის წარუდგენს სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტებს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომი განვითარების მიზნით.

26 იანვარი 2022, 16:31

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სახელმწიფო სერვისების სფეროში ჩვენ განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე შევთანხმდით

საქართველოს იუსტიციის მინისტრის სომხეთში ვიზიტი გრძელდება. რატი ბრეგაძემ და კარენ ანდრესიანმა ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ბრიფინგი გამართეს. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

26 იანვარი 2022, 16:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს მიმართ კვლავ მყარი მხარდაჭერა მოვისმინეთ

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო გენერალური მდივნის მოადგილესთან და ასევე ნატო - საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც სიტყვით მივმართე და მოგვეცა დისკუსიის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2022, 16:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა, ამას რეზოლუციაში ასახვა არ უნდა

როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამას რეზოლუციაში ასახვა არ უნდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას.