Imedi /  26 მაისი 2019, 16:09 / სანდო წყარო

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ქართველი სამხედროები ავღანეთში

ქართველი სამხედროები ავღანეთში

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად აშშ-ის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ავღანეთს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და მე-3 ბატალიონის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

სიმბოლური მარშის დასასრულს მიწვეული სტუმრებისთვის ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცეპოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს საქართველოს ისტორიისა და თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუარა.

დღესვე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ ქართველ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების წვლილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ფასდაუდებელია.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ქართული სამზარეულოს კერძები დააგემოვნეს.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

31 მარტი 2020, 23:39

COVID19

თენგიზ ცერცვაძე „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინებზე: სანამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდება, ეს მხოლოდ მითია

იცავს თუ არა „ბე-ცე-ჟეს“ ვაქცინა კორონავირუსისგან, ვრცელდება თუ არა დაავადება ჰაერით, შესაძლებელია თუ არა ორთქლის აპარატებით კორონავირუსის განადგურება, - ამ და სხვა გავრცელებულ მითებზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე

31 მარტი 2020, 23:37

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 - ეს არის გარდაცვალების შემთხვევები

„სამწუხაროდ გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 - ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებისგან. ანუ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ათობით ათასეულები“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

31 მარტი 2020, 23:34

COVID19

ნიდერლანდებში 101 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ნიდერლანდებში 101 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა NL Times იუწყება, 101 წლის პაციენტი უკვე გამოწერეს სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში მდებარე საავადმყოფოდან. „ის ძალიან მამაცი ქალბატონია. ჩვენ ბედნიერები ვართ მისი გამოჯანმრთელებით. საბედნიეროდ, დადებითი გამოცდილებაც გვაქვს“, - განაცხადა საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა.

კახა კალაძე

31 მარტი 2020, 23:31

COVID19

კახა კალაძე: არავისთვისაა სასიამოვნო ასეთი თბილისის ნახვა

ვინც რისკის ჯგუფშია ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს გამოსვლას, ჩვენ დავეხმარებით, ჩვენ შევუწყობთ ხელს ამ ადამიანებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევები, რეკომენდაციები, დავრჩეთ სახლში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის. მესმის, რომ არ არის მარტივი, ძალიან რთულია და ყველას გვიჭირს ასეთ პირობებში ცხოვრება. არავისთვის სასიამოვნო არ არის თბილისის ასეთ სიტუაციაში ნახვა. მაგრამ ეს ყველაფერი არის მიმართული, რომ დანაკარგების გარეშე გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

31 მარტი 2020, 23:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ პირბადის გამოყენების წესები განმარტა

„ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ცერცვაძე.

კახა კალაძე

31 მარტი 2020, 23:18

COVID19

კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებას წარვუდგინოთ კონკრეტული ხედვა

ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ საზოგადოებას წარვუდგინოთ ხედვა და კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რას გააკეთებს სახელმწიფო, რომ ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ყველა ადამიანი და ბიზნესსექტორი. რაც შეეხება თბილისის მერიას, ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, თუმცა დღეს ყველაზე მთავარია ის გადაწყვეტილებები, რომლებზეც მიმდინარეობს მსჯელობა უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში.“

თენგიზ ცერცვაძე

31 მარტი 2020, 23:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შეიქმნება 25 ცხელების ცენტრი, სადაც მოქალაქეების ზარებს უპასუხებენ და დაადგენენ, საჭიროებენ თუ არა ისინი მკურნალობას

საქართველოში შეიქმნება 25 ე.წ. ცხელების ცენტრი, რომელთა თანამშრომლებს, განსხვავებით რიგითი ექიმებისგან, ეცოდინებათ, რა კითხვები უნდა დაუსვან, როგორ გამოკითხონ მოქალაქე, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ მისგან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

31 მარტი 2020, 22:58

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შევთანხმდით ტესტირების ახალ პროტოკოლზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მოქმედისგან

ტესტირების პროტოკოლის დამტკიცების საკითხშიც სახელმწიფომ გამოიჩინა გონივრული მიდგომა და შეარჩია სწორედ ის ალგორითმი და მოდელი, რომელიც დღეისთვის საუკეთესოა საქართველოში არსებული სიტუაციისა და რესურსების გათვალისწინებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თელავის საავადმყოფო

31 მარტი 2020, 22:53

COVID19

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში კახეთის საკარანტინო ზონიდან 2 ადამიანი გადაიყვანეს

შუახნის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა და სხვა საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. „ხვალ დილით კორონავირუსზე ანალიზს ავუღებთ და თბილისში გავაგზავნით. სწორედ ლაბორატორიულმა კვლევამ უნდა დაადასტუროს აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი",- განმარტავს კლინიკის დირექტორი.

თეა წულუკიანი

31 მარტი 2020, 22:49

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრძელებს საქმეს, ასეთი მთავრობები ჰყოლია „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველთვის იყო უნარიანი, უბრალოდ ეს ახლა უფრო გამოჩნდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საუბრისას განაცხადა. „ხარი რომ ხნავს მიწას და ბუზი უბწკენს, მოიხედავს და აგრელებს საქმეს. აი ასეთი მთავრობები ჰყოლია ქართულ ოცნებას და ხანდახან გავბრაზებულვარ კიდეც, რომ კი ბატონო, ეს ბუზია და მიბწკინა, მაგრამ ხომ უნდა გქონდეს უფრო ადეკვატური რეაგირება“, - აღნიშნა მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მთავრობები ყოველთვის გუნდური პრინციპით მუშაობდნენ.

31 მარტი 2020, 22:44

COVID19

ამერიკაში სასულიერო პირს ხალხმრავალი შეკრების ორგანიზებისთვის ბრალი წაუყენეს

ლუიზიანას შტატში პასტორს ბრალი წაუყენეს 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით შეკრების აკრძალვის დარღვევისთვის. საუბარია ლუიზიანას შტატში ქალაქ სენტრალში მდებარე Life Tabernacle-ის ეკლესიის პასტორზე მარკ ენტონი სპელზე, რომელმაც შტატის გუბერნატორის განკარგულება დაარღვია, რომლის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით შერებები იკრძალება.

31 მარტი 2020, 22:43

COVID19

გერმანელმა მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომლითაც დღეში 400 ათასამდე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი

გერმანელმა მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც მკვეთრად გაზრდის კორონავირუსზე ტესტირების შესაძლებლობას. ამის შესახებ ჰესენის ფედერალური მიწის მეცნიერების მინისტრმა განაცხადა. ახალი მეთოდი რამდენიმე სინჯის ერთდროულად შეფასების საშუალებას იძლევა. მინისტრის განცხადებით, ამით გერმანიაში დღეში 200-დან 400 ათასამდე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელს. ახლაა 40 ათასამდე ტესტი კეთდება. მეცნიერების თქმით, დიაგნოსტიკის ხარისხზე რაოდენობა უარყოფითად არ აისახება.

თეა წულუკიანი

31 მარტი 2020, 22:42

COVID19

თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ძალა არის საკუთარი ადგილის ძებნაში და მრავალი წელია ვერ მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკურ პეიზაჟზე მისი ადგილი არ არის

„ასევე, ალბათ არ ღირს, მაგრამ უცბათ მაინც რომ გავიხსენოთ ის მრავალი კრიზისი, რომელიც ყველა ხელისუფლებას აქვს ხოლმე - პოლიტიკური, გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური, ვერცერთი კრიზისი, იყო შიდაპოლიტიკური თუ საერთაშორისო, მათ ვერ მართეს, როცა იყვნენ ჩვენს ადგილას. და მე მესმის, რომ ახლა მათ მხოლოდ მონოლოგების დრო აქვთ. ეს არის ის მონოლოგები, რომლების რეალურად ერთადერთი რამ არის, რაც მათ დარჩათ. ჩვენ კი ბევრი საქმე გვაქვს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ხელისუფლებას - თითოეულ მოქალაქეს დღეს აქვს ძალიან ბევრი საქმე, საზრუნავი. იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირად უნდა მოვაწყოთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ცხოვრება რამდენიმე მომდევნო კვირის განმავლობაში. და რაც უფრო მკაცრები ვიქნებით საკუთარი თავისადმი, ეს სხვანაირი ცხოვრება იქნება მით უფრო მოკლე. ამიტომ, ამდენ საქმეში ასეთ ადამიანებზე, რა თქმა უნდა ბევრი დროის კარგვა, ჩემი აზრით არ ღირს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

31 მარტი 2020, 22:25

COVID19

თეა წულუკიანი: სუპერუნარიანმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება

ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მას აქვს უნარი. ჩვენ გვყავს სუპერუნარიანი ხელისუფლება, რომელმაც პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა პრევენციაზე, სამედიცინო და სხვა ტიპის მარაგები შექმნა, რათა ვირუსს არ მოჰყოლოდა აფეთქება, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

31 მარტი 2020, 22:12

COVID19

ნიუ-იორკის პოლიციის 1193 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1193 თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირება ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1048 პოლიციელსა და 145 სამოქალაქო სპეციალისტს დაუდასტურდა.

ლევან რატიანი

31 მარტი 2020, 22:07

COVID19

ლევან რატიანი: როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული

ლევან რატიანი ერთ-ერთია იმ ექიმებიდან, ვინც დღეს საქართველოში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი პაციენტებისადმი თავის დამოკიდებულებაზე ჰყვება. ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი. როგორც რატიანმა ტელეკომპანია „პულსს“ განუცხადა, ის ყველაფერს აკეთებს პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა არის მომენტები, როდესაც დაავადება სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

ევროვიზია

31 მარტი 2020, 21:58

კულტურა

გაუქმებული „ევროვიზია 2020-ს“ ნაცვლად სპეციალური კონცერტი ჩატარდება

ღონისძიება 16 მაისს გაიმართება. სწორედ ამ დღეს იყო დაგეგმილი კონკურსის ფინალი. კონცერტში სახელწოდებით Europe Shine A Light მონაწილეობას წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად ევროვიზიის ვარსკვლავებიც მიიღებენ.

Georgian Airways

31 მარტი 2020, 21:41

COVID19

თბილისში ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა

თბილისის აეროპორტში „Georgian Airways“-ის თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 179 მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადავლენ. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისს განახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილი

31 მარტი 2020, 21:41

COVID19

სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს.

თავდაცვის სამინისტრო

31 მარტი 2020, 21:26

COVID19

თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველო ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაცვლად, კორონავირუსით სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედროები დაინფიცირდნენ.